Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.100.314

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ეროვნული ბანკი იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ქუსიკაშვილმა დატოვა

ეროვნული ბანკი იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ქუსიკაშვილმა დატოვა. ინფორმაცია მან „ფორმულას“ დაუდასტურა, თუმცა დამატებითი კომენტარი არ გააკეთა. თამარ ქუსიკაშვილი მეოთხე ადამიანია, რომელმაც ეროვნული ბანკი ბოლო 3 კვირის განმავლობაში დატოვა. მანამდე სებ-დან ორი ვიცე-პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა და არჩილ მესტვირიშვილი და სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძე წავიდნენ. 19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად ოთარ ფარცხალაძისთვის

ესტონეთის საგარეო მინისტრი - ვლადიმერ პუტინი მკვლელია

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მკვლელია და უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი საბრძოლო მასალა. „პუტინი მკვლელია. მან მოკლა ერთი ადამიანი, რომელიც თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის იბრძოდა და სწორედ ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ. ბოლო ორი დღის განმავლობაში ბევრჯერ მკითხეს, რა არის ჩვენი პასუხი [ნავალნის სიკვდილზე], მაგრამ საუკეთესო პასუხი და ყველაზე მკაფიო პასუხი იქნება ეს: ბოლომდე გავაკეთოთ ჩვენი საქმე. ჩვენ

ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი იწყება

ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი იწყება. სამიტის განმავლობაში ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების საკითხს, ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს, გაფართოების პოლიტიკას, საგარეო ურთიერთობების, მიგრაციისა და სოფლის მეურნეობის საკითხებს. „ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ მხარდაჭერას რუსეთის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, ფინანს

ლილუაშვილი - უნდა დავნერგოთ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი, უმუშევრობის დაზღვევა, დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიც არის მეტროს ახალი ხაზების მშენებლობა, ამ საკითხებს "ოცნება" გაურბის, რადგან თავად პოზიტიური ცვლილებების შეთავაზების რესურსი აღარ აქვს

"როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპული კეთილდღეობა სჭირდება საქართველოს მოქალაქეებს, აქ უნდა იყოს ხელმისაწვდომი და შესაბამისად უნდა დავნერგოთ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი, უმუშევრობის დაზღვევა, დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიც არის მეტროს ახალი ხაზების მშენებლობა, ამ საკითხებს "ოცნება" გაურბის, რადგან თავად პოზიტიური ცვლილებების შეთავაზების რესურსი აღარ აქვს."  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeo

ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ფონზე ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის ცნობით, გადაწყვეტილება „აჟიოტაჟური პროცესების გამო მიიღო, რომელსაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები”. სებ-ი მიუთითებს, რომ შედეგად, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა იყო, რამაც ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა. ერონული ბანკი ასევე აღნიშნავს, რომ სავალუტო ბაზარზე რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და შესაბამისად, მოკლევადიანია. ლარ

რა წერია პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაში" — დოკუმენტი სრულად

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 26 მაისს საზოგადოებას „ქართული ქარტია” წარუდგინა, ოპოზიციურ პარტიებს კი მისი ხელმოწერა და მის ირგვლივ გაერთიანება შესთავაზა. პრეზიდენტის განცხადებით, ქართულ ქარტიაში ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა – ის თავისი არსითა და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე ეხმიანება ევრო

კანონზე დასკვნა ჯერემი მაკბრაიდს არ დაუწერია – ODIHR-ის პასუხი “ოცნებას”

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) უარყოფს “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს, რომ ” უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე” დასკვნის ავტორი [ზოგი განცხადებით მთავარი ავტორიც. ნეტ] სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ადვოკატი ჯერემი მაკბრაიდია. როგორც ODIHR-ის პრესსპიკერის, კატია ანდრუშის მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ საპასუხო წერილში ვკითხულობთ, სამართლებრივი დასკვნა კანონის შესახებ მათი შიდა ექსპერტების მიერაა მომზადებული.

ცნობილი გახდა იუსტიციის საბჭოს წევრობის 5 კანდიდატი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის მონაწილეები არიან: გიორგი ბურჯანაძე, დიმიტრი გაბუნია, მანუჩარ კაკოჩაშვილი, კახა წიქარიშვილი და თამარ ალფაიძე. დღეს შესარჩევი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც ამ ეტაპზე კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას ამოწმებს. ადმინისტრაციამ გაავრცელა კომისიის წევრის, თამარ ლალიაშვილის კომენტარიც: „კონკურსანტების შეფასების მთავარი კ

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მეომარი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბონდო გაგნიძე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინაში მებრძოლმა ვანო ნადირაძემ სოციალური ქსელით გაავრცელა. „ბონდო აღარ გვყავს. ბრძოლაში დაეცა გმირულად, ბოლო ტყვიამდე იბრძოლა… ყველაზე ალალი კაცი, თუ ოდესმე ვინმე შემხვედრია“, – წერს ვანო ნადირაძე. უკრაინაში ამ დრომდე დაღუპული ქართველი მებრძოლების რაოდენობა 70-ს აღწევს. პუბლიკა

ჯო ბაიდენი სალომე ზურაბიშვილს - იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის „უცხოური აგენტების" კანონი და მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები

იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის "უცხოური აგენტების" კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის ნორმებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილ

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ პირველი ბალისტიკური რაკეტა შექმნა

უკრაინამ პირველი ბალისტიკური რაკეტა შექმნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. „სხვა რა მიღწევები აქვს უკრაინას? ვიფიქრე, ამაზე საუბარი ნაადრევი იყო, მაგრამ პირველი უკრაინული ბალისტიკური რაკეტის წარმატებული გამოცდა განხორციელდა. ვულოცავ ჩვენს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბალისტიკური რაკეტის შესახებ მეტის თქმა არ შეუძლია, მაგრამ ამ ინფორმაციის გავრცელება იმიტო

ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ვოლოდიმირ ზელენსკიმ აქცენტი გამარჯვების გეგმის საკითხზე გაამახვილა. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მას ვაშინგტონში, 26 სექტემბერს გასამართ შეხვედრაზე განიხილავე

“საქართველოს მთავრობის პრორუსული პოზიცია შეშფოთებას იწვევს” – ჰელსინკის კომისიის ანგარიში

ჰელსინკის კომისია თავის უახლეს ანგარიშში აშს-ის საგარეო პოლიტიკის შესახებ წერს, რომ საქართველოს პოლიტიკური ვექტორის გადახრა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ვაშინგტონისთვის. “საქართველოს მთავრობის გადახრა პრორუსული პოზიციისკენ, და მზარდი არალიბერალური შიდა პოლიტიკა შეშფოთებას იწვევს”, – ნათქვამია ანგარიშში. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ მოსახლეობის პროდასავლური განწყობა მიუთითებს, რომ შესაძლებელია საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობის განახლება. ანგარიშის ავტორები საჭიროდ მიიღებენ

თოლორაია: პროკურატურიდან დამირეკეს და გამოკითხვაზე დამიბარეს, მისვლას არ ვაპირებ

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ სპიკერი, ლონდა თოლორაია წერს, რომ დღეს, 4 ნოემბერს პროკურატურიდან დაურეკეს და სთხოვეს გამოკითხვაზე მისვლა. საქმე ეხება ცენრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე. მისი თქმით, პროკურატურაში, რომელიც სრულად უმოქმედო იყო და არ შეასრულა მისი არც პრევენციული, არც საგამოძიებო და არც საზედამხედველო როლი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მისვლას არ აპირებს. თოლორაია წერს, რომ თუ პროკურატურისთვის რეალურად მნიშვნელოვანია მის მიერ მიწოდე

აფხაზმა ბლოგერმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

ბლოგერმა დაურ ბუავამ, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება "სახელმწიფოს ღალატში" ადანაშაულებდა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში განაცხადა. ბუავას თქმით, საქართველოს მოქალაქე გამარტივებული წესით გახდა. მისი სიტყვებით, იანვრიდან ეს ფორმა კიდევ უფრო გამარტივდება „ოკუპირებული ტერიტორიებზე“ მცხოვრებთათვის. „ოფიციალური თბილისი აფხაზეთის მკვიდრებს თავის მოქალაქეებად მიიჩნევს, ეს შეეხება სამაჩაბლოსაც. მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელია პიროვნების

სირიასა და თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა შესაძლოა 20 ათასს გადააჭარბოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეფასებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ შესაძლოა 20 ათას ადამიანს გადააჭარბოს. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვი 15 ათასს აღწევს. მათგან 12 ათასზე მეტია თურქეთში და 3 ათასამდე - სირიაში. სირიაში დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვის გამოთვლას, ისევე, როგორც დახმარების გაწევას, ის ფაქტი ართულებს, რომ სხვადასხვა ტერიტორიებს სხვადასხვა ჯგუფი აკონტროლებს. მაშველები მესამე დღეა მუხლჩაუხრელად მუშაობე

უკრაინის მხრიდან თავდასხმის შიშით, ალექსანდ ლუკაშენკო ბელორუსში მოხალისეთა არმიას აყალიბებს

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და ბელორუსს შორის ვითარება დაძაბულია, ბელორუსის სახელმწიფოს მეთაური ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან თანამშრომლობას განაგრძობს. განსაკუთრებით ძლიერია ბელორუსიასა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა. გამოცემა Tagesschau-ს ცნობით, მიმდინარე წელს მათ შორის, უკვე, 150-ზე მეტი ერთობლივი სამხედრო წვრთნის ჩატარებაა დაგეგმილი. თავის მხრივ, ლუკაშენკო ახლა მოხალისეთა არმიის შექმნასაც გეგმავს, რადგან ფიქრობს, რომ შესაძლოა ბელორუსს თავს უკრაინის

პრეზიდენტი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს მასთან საქმიან კომუნიკაციაზე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან კომუნიკაციის არქონის შესახებ ილაპარაკა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „TV პირველთან" ინტერვიუში. ის ამბობს, რომ მხოლოდ მინისტრებთან აქვს კომუნიკაცია. „ძალიან ნორმალური კომუნიკაცია მაქვს მთავრობის ყველა მინისტრთან, გარდა ერთისა - მთავართან, პრემიერ-მინისტრთან", - თქვა პრეზიდენტმა. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სურვილი აქვს პრემიერთან კომუნიკაციის, თუმცა მთავრობის თავმჯდომარეს ეს არ სურს. „არ შეიძლება, რომ ქვეყანაში არ იყოს გაწონასწორებული, ნორმალურ

ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი აპრილში ჩინეთში ერთად ჩავლენ

ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი აპრილში ჩინეთში ერთად ჩავლენ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მე შევთავაზე პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომ ის თან მახლდეს ჩინეთში ჩემი ვიზიტის დროს, რათა პეკინს ერთიანი ევროპული პოზიცია გავაცნოთ. მე არ მაქვს ევროპული მანდატი, რადგანაც საფრანგეთს აქვს დამოუკიდებელი დიპლომატია, მაგრამ მე დაკავშირებული ვარ ევროპულ კოორდინაციასთან“, – განაცხადა მაკრონმა. საფრანგეთის პრე

ნუცუბიძის პლატოზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ასაკოვანი ქალია, რომელიც ხანძრის გაჩენისას სახლში მარტო იმყოფებოდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.

ევროკავშირი - რუსეთში, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილი განაჩენი აღმაშფოთებლად მკაცრია

ევროკავშირი კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენს აღმაშფოთებლად მკაცრ განაჩენად აფასებს. „დღევანდელი სასამართლოს აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური მიზნით ბოროტად გამოყენებას აქტივისტებზე, უფლებადამცველებსა და ნებისმიერ იმ პირზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის უკანონო აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. ბლოკში აცხადებენ,, რომ ევროკავშირი სო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ იენს სტოლტენბერგს მიმართა - ფრთხილად იყავით, გვჭირდებით

ფრთხილად იყავით, გვჭირდებით, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, რომელმაც კიევში პრესკონფერენციის დაწყებისას, სადენებს ფეხი წამოჰკრა და წაბორძიკდა. ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევში დღეს ჩავიდა. იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაანონსებული არ ყოფილა.   ავტორი - ქეთი ჩოხელი

უკრაინის გენშტაბი - რუსეთმა უკრაინაში 185 730 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან 680 ბოლო ერთ დღეში

რუსეთმა უკრაინაში 185 730 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან 680 ბოლო ერთ დღეში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ასევე განადგურებულია 4 ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა და 4 დრონი. უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა ასევე გაანადგურეს მტრის 4 საბრძოლო დაჯავშნილი მანქანა, 4 ანტისაჰაერო სისტემა, საავტომობილო ტექნიკის 5 და სპეციალური ტექნიკის 3 ერთეული. მათივე ცნობით, ჯამში, ომის დაწ

რუსთაველი გადაკეტილია, მიმდინარეობს აქცია რუსეთთან ფრენების წინააღმდეგ

თბილისში რუსეთთან  პირდაპირი ფრენების შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა შეკრება 18:00 საათზე დაიწყეს. შემდგომში რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. “რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება” – აცხადებენ აქციის მონაწილეები. რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები გუშინ განახლდა. 19 მაისს თბილისში პირველი რუსული თვითმფირნავი დაჯდა 2019 წლის შემდეგ, როდესაც გავრილოვის ღამის გამო პუტინის ფრენებით ქვეყნებს შორის ფრენები აიკრძალა. გარდა ფრენებისა,

მინისტრის განმარტება საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებაზე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე განმარტავს, რას გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები გამარტივდება. მისი თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს უკვე წარუდგინეს. რატი ბრეგაძის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით, ადამიანი, რომელიც ვერ გაივლის ტესტირებას (ქართული, ისტორია, სამართალი) ერთი წლის განმავლობაში მოკლებულია შესაძლებლობას განმეორებით მიმართოს სახელმწიფოს მოქალაქეობის მისანიჭებლად. მისი თქმით, წარმოდგენილი
×
×
  • შექმენი...