Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.100.074

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ქვათაცვენის გამო, რიკოთზე მოძრაობა გზის გაწმენდამდე დროებით შეიზღუდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე მცირე ქვათაცვენის გამო, დადგა გზის გაწმენდის საჭიროება, რის გამოც, აღნიშნული გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.   მათივე ცნობით, გზის სავალი ნაწილის გაწმენდამდე, დროის აღნიშნულ პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორც

ევროკავშირის წარმომადგენლობა და ევროპის საბჭო საქართველოში ახალ პროექტებს იწყებენ

ევროკავშირის წარმომადგენლობა და ევროპის საბჭო საქართველოში 2023-2027 წლებში განსახორციელებელ ახალ პროექტებს იწყებენ. როგორც აღინიშნა, ოთხი ახალი პროექტი „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ მესამე ეტაპის ფარგლებში განხორციელდება, რომლის ბიუჯეტი 3 მილიონ ევროს შეადგენს. ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ახალი პროექტები პროგრამის წინა ეტაპების შედეგების საფუძველზეა შემუშავებული და მისი მიზანია, დაეხმაროს ხელისუფლებას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და სასამართ

2015 წლის შემდეგ პირველად, თბილისში მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვა მოხდება

თბილისში, 2015 წლის შემდეგ პირველად, მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვა მოხდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განუცხადეს, მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვის ჩატარება ზაფხულშია დაგეგმილი და მას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები განახორციელებენ. მათივე განმარტებით, პროცესში მოხალისეებსაც შეეძლებათ ჩართვა. ამასთან, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, მიუსაფარი ძაღლების მონაცემები თბილისის რაიონების მიხედვით დაითვლება, რის საფუძველზეც შემუშავდება რო

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და ხევში გადავარდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ორი დაშავებულის შესახებ, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლი დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. IPN

რუსეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად, რუსი პროპაგანდისტი ზახარ პრილეპინი დაშავდა

რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში ავტომობილის აფეთქების შედეგად რუსი პროპაგანდისტი, მწერალი ზახარ პრილეპინი დაშავდა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გარდაიცვალა პროპაგანდისტის მძღოლი, ხოლო თავად პრილეპინი დაშავებულია. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას სხვა მსხვერპლი არ მოჰყოლია. მომხდარის მოტივი ამ დროისთვის უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.   1tv

თურქეთს, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ელოდება

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამოყენებული ბიულეტენების 94.24%-ის დამუშავების შედეგად, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს ხმების 49.59% აქვს, მის მთავარ კონკურენტს ოპოზიციური სახალხო ალიანსიდან ქემალ ქილიჩდაროღლუს კი - 44.67%. 5,28%-ით მესამე ადგილზეა პოლიტიკური ბლოკის, „ალიანსს ატას“ კანდიდატი სინან ოღანი. ხმების დათვლა გრძელდება. თუ საბოლოოდ, ერდოანი 50%-ზე მეტს მოიპოვებს, თურქეთის პრეზიდენტის პოსტს შეინარჩუნებს. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების 50%-ზე მეტს, არჩევნების

როგორ იტაცებს რუსეთი უკრაინელ ბავშვებს — ინტერვიუ გამომძიებელ ჟურნალისტთან

კიევის ოფიციალური მონაცემებით, 20 000-მდე უკრაინელი ბავშვი დაადეპორტეს რუსეთში, თუმცა რეალური რიცხვი, შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს. საერთაშორისო სამართალი ერთი ჯგუფიდან მეორეში ბავშვების ძალადობით გადაცემას გენოციდად განიხილავს. სწორედ ბავშვების დეპორტაცია დაედო საფუძვლად ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გამოცემის შესახებ. დაკავების ორდერი გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. ამ უკანასკნელს რ

კახეთში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალის ცხედარი იპოვეს

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქალის ცხედარი იპოვეს. დაღუპული უზბეკეთის მოქალაქეა. როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით განზრახ მვკლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. ნეტგაზეთი

დაურეგისტრირებელი გიდები ყველგან ვერ იმუშავებენ — კანონპროექტი

ტურისტული საქმიანობების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სავალდებულო გახდება. ამას ითვალისწინებს პარლამენტში ინიცირებული ტურიზმის შესახებ კანონპროექტი. სხვა ცვილელებთან ერთად, კანონპროექტი ითვალისწინებს  სახელმწიფო გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის შემოღებასაც. კერძოდ,  მთავრობა განსაზღვრავს შესაბამის ადგილებს, სადაც გიდის საქმიანობის განხორციელების უფლება მხოლოდ სახელმწიფო გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე პირებისთვის იქნება შესაძლებელი. კანონპროექტ

უკრაინა კონტრიერიშზე გადავიდა – მედია

უკრაინამ სამხრეთით, ზაპოროჟიის მიმართულებაზე, კონტრიერიშის აქტიური ფაზა დაიწყო, იტყობინებიან ამერიკული „ეი-ბი-სი“ და „ვაშინგტონ პოსტი“ თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით. უკრაინული ძალების გააქტიურებაზე წერენ რუსი „სამხედრო ბლოგერებიც“. გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ამბობს, რომ ზაპოროჟიეში, ორეხოვას რაიონში, რუსული ძალები აქტიურ თავდაცვაში არიან. რა ვიცით ამ დროისთვის მედიასაშუალებების ანონიმური წყაროები, – ზელენსკისთან დაახლოებული პირი და სამხედროები, –

უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰში 14 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი-რიჰზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა, კიდევ 28 ადამიანი დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. კრივი-რიჰის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის, ალექსანდრ ვილკულის განცხადებით, 14 ივნისი ქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ნანგრევებში ერთი ადამიანია დარჩენილი. დღეს, გამთენიისას რუსეთმა იერიში მიიტანა ქალაქ კრივი-რიჰზე. დაბომბილია ხუთსართულიანი საცხოვრებელი

EU 22 ივნისს იტყვის, როგორ ასრულებს საქართველო 12 რეკომენდაციას

ევროკომისია 22 ივნისს წარადგენს ზეპირ მოხსენებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. ევროკომისიის ზეპირ მოხსენების განხილვა ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომაზე მოხდება, რომელიც 21-22 ივნისს სტოკჰოლმში გაიმართება. ზოგადი საქმეთა საბჭო ევროკავშირის საბჭოს კონფიგურაციაა და თვეში ერთხელ, ძირითადად წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იკრიბება. დღის წესრიგის საკითხებიდან გამომდინარე, საბჭოს სხდომებზე ევროპულ საკითხებზე პასუხ

უკრაინა ესპანეთისგან საველე ჰოსპიტალსა და სამხედრო აღჭურვილობას მიიღებს

ესპანეთი უკრაინას 20 ჯავშანტრანსპორტიორს, საველე ჰოსპიტალს და Leopard 2A4 ტიპის 4 ტანკს გადასცემს, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა განაცხადა. ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, უკრაინისთვის განკუთვნილი ჯავშანტრანსპორტიორები პოლონეთში 19 ივნისს ჩავა. უწყების ცნობით, საველე ჰოსპიტალს გადაცემამდე უკრაინელი სამხედროები ესპანეთში შესაბამის მომზადებას გაივლიან. "უკრაინა იბრძვის სამართლიანი საქმისთვის და ამიტომ მათ აქვთ ჩვენი ყველანაირი

პარლამენტის წინ ოთხმა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო

თბილისში, პარლამენტის წინ ოთხმა მაღაროელმა შიმშილობა გამოაცხადა მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ 19:00-ზე პარლამენტთან აქცია გაიმართება. ჭიათურაში მაღაროელები 7 ივნისიდან გაიფიცნენ. ნაწილმა მათგანი 13 ივნისიდან ჭიათურაში დაიწყო შიმშილობა. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 20%-იანი მატებაა. კომპანიის მხრიდან მათთვის მიუღებელი შეთავაზების გამო მაღაროელთა ნაწილი თბილისში ჩამოვიდა და ოთხმა მათგანმა 21 ივნისიდან შიმშილობა დაიწყო

სოფელ მეჯვრისხევიდან დღეს დილით ოკუპანტებმა საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს

შიდა ქართლის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან ოკუპანტებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი მოადგილის, ალექსი ბატიაშვილისგან გახდა ცნობილი. საკითხზე მან პარლამენტში, სუს-ის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. მისი ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩართული არიან საერთაშორისო პარტნიორები. 5 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტ

FDA-მა ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატს სრული ავტორიზაცია მიანიჭა

ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატს სრული ავტორიზაცია მიანიჭა, რაც გულისხმობს, რომ სადაზღვევო კომპანიები ამ პრეპარატით დაავადების მკურნალობის ხარჯების დაფარვას დაიწყებენ. როგორც გამოცემა ABC წერს, წამალ Leqembi-ის გამოყენება შეეძლებათ დემენციისა და ალცჰაიმერით გამოწვეული სხვა სიმპტომების მქონე ადამიანებს. ესაა პირველი პრეპარატი, რომელმაც აჩვენა, რომ მას დანამდვილებით შეუძლია შეანელოს დაავადებით გამოწვეული კოგნიტური დაქვეითებ

ნინო კირთაძე ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენელი აღარ იქნება

რეჟისორმა, სცენარისტმა და მსახიობმა ნინო კირთაძემ კინემატოგრაფისტების პროტესტის ფონზე, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს თავად რეჟისორმა დაუდასტურა. მისი თქმით, განცხადება 11 ივლისს დაწერა და 13-ში დაკმაყოფილდა. ნინო კირთაძე იყო საქართველოს წარმომადგენელი ფონდ „ევრიმაჟსა“ და „ევროპული კინო პრომოუშენში“. იგი ამ პოზიციებს ტოვებს. ევრიმაჟი არის ევროპული ფონდი, რომელიც აფინანსებს ერთობლივ კინოწარმოებებს. საქართველო ევრიმაჟის წევრ

პროკურატურამ შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო - PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ცნობით, საქართველოს პროკურატურამ ორგანიზაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა და 3 აგვისტოს, შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო. 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 6 დაკარგულ მოქალაქეს, საძიებო არეალი კი სტიქიის ეპიცენტრიდან ამბროლაურამდე მანძილს მოიცავს. შინაგან საქმეთა სამ

"ეხო კავკაზა" - ბათუმში, 31 ივლისს სოჭიდან საკრუიზო ლაინერით პუტინისა და ომის მომხრე არტისტები ჩავლენ

ბათუმში სოჭიდან საკრუიზო ლაინერით პუტინისა და ომის მომხრე არტისტები ჩავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” პროექტი “ეხო კავკაზა” ავრცელებს. კერძოდ, როგორც მედია წერს, Astoria Grande-ს მგზავრებს შორის, რომელიც ბათუმში 31 ივლისს ჩავა, იქნება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მხარდამჭერი Zа Россию მარათონის მონაწილე, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მხარდამჭერი, 2018 წლის არჩევნებში პუტინის მომხრე და ჯგუფი Hi-Fi-ს ყოფილი სოლისტი, მიტია ფომინი, რომლის წინააღმდეგ უკრაინას სან

„რუსეთის ფოსტა“ საქართველოში გზავნილების პირდაპირი ავიარეისებით ტრანსპორტირებას იწყებს

„რუსეთის ფოსტა“ საქართველოში საფოსტო გზავნილების პირდაპირ საჰაერო გადაზიდვას იწყებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კომპანია საქართველოში გზავნილების მიწოდების ვადის შემცირებას 2-3 დღით ელის. ამასთან, მოსკოვიდან თბილისში ტვირთის საჰაერო გზით გადაზიდვა „აზიმუტის“ თვითმფრინავებით განხორციელდება. „რუსეთის ფოსტის" ტრანსპორტის მართვის დირექტორატის ხელმძღვანელის, გიორგი ბაუტინის განცხადებით, კავკასიის ქვეყნებთან გზავნილების პირდაპირი ავიარეისებით გადაზიდვა პერ

თავდაცვის სამინისტრო - შემუშავდა სპეციალური გეგმა, რომლის მიხედვითაც საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სამხედროები სტიქიის ზონაში რამდენიმე გასაშლელ ხიდს მოაწყობენ

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გვიან ღამემდე იმყოფებოდა სტიქიის ზონაში. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობა სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. „შემუშავდა სპეციალური გეგმა, რომლის მიხედვითაც საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სამხედროები სტიქიის ზონაში რამდენიმე გასაშლელ ხიდს მოაწყობენ. თავდაცვის მინისტრთან ერთად სტიქიის ეპიცენ

შსს - სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიება სპეციალური განათების საშუალებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიება ამ წუთებშიც სპეციალური განათების საშუალებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის უფროსი თემურ მღებრიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი, მედიის წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც ძებნ

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა 42 ამერიკულ F-16 მოიერიშე თვითმფრინავს მიიღებს

უკრაინა, პილოტებისა და ინჟინრების მომზადების დასრულების შემდეგ, 42 ამერიკულ F-16 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მარკ რუტე და მე შევთანხმდით F-16-ების რაოდენობაზე, რომელიც გადაეცემა უკრაინას ჩვენი პილოტებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ - 42 თვითმფრინავი და ეს მხოლოდ დასაწყისია. გმადლობთ, ნიდერლანდელებო!" - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, F-16-ებს უკრ

ეროვნული ბანკი იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ქუსიკაშვილმა დატოვა

ეროვნული ბანკი იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ქუსიკაშვილმა დატოვა. ინფორმაცია მან „ფორმულას“ დაუდასტურა, თუმცა დამატებითი კომენტარი არ გააკეთა. თამარ ქუსიკაშვილი მეოთხე ადამიანია, რომელმაც ეროვნული ბანკი ბოლო 3 კვირის განმავლობაში დატოვა. მანამდე სებ-დან ორი ვიცე-პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა და არჩილ მესტვირიშვილი და სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძე წავიდნენ. 19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად ოთარ ფარცხალაძისთვის

ესტონეთის საგარეო მინისტრი - ვლადიმერ პუტინი მკვლელია

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მკვლელია და უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი საბრძოლო მასალა. „პუტინი მკვლელია. მან მოკლა ერთი ადამიანი, რომელიც თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის იბრძოდა და სწორედ ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ. ბოლო ორი დღის განმავლობაში ბევრჯერ მკითხეს, რა არის ჩვენი პასუხი [ნავალნის სიკვდილზე], მაგრამ საუკეთესო პასუხი და ყველაზე მკაფიო პასუხი იქნება ეს: ბოლომდე გავაკეთოთ ჩვენი საქმე. ჩვენ
×
×
  • შექმენი...