ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები შეშფოთებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონპროექტით გათვალისწინებული ე.წ. პერსონალური მიდგომის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა რთული იქნება, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების, კლოდ კერნისა და ედიტ ესტრელას განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მათ საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამოაქვეყნეს.
„თანამომხსენებლები ხ
„ლატვია ხელს შეუწყობს საქართველოს ყველა მიმართულებით, რაც ევროინტეგრაციაში დაეხმარება. ჩვენ ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა არსებობს როგორც აგრარული, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით. თუმცა, შეგვიძლია უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები, გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო უკეთესად“, - განაცხადა ლატვიის ელჩმა ედიტ მედნიმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან შეხვედრის დროს.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით თანამშ
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს პოლონეთში ჩადის, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო საკითხებში მარკინ პრჟიდაჩმა ორი დღის წინ განაცხადა.
„ვიზიტი პრეზიდენტ დუდას მოწვევით გაიმართება. იქნება ხანგრძლივი, ფართო მოლაპარაკებები, არა მხოლოდ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე, არამედ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე“, - განაცხადა პრჟიდაჩმა.
ვიზიტის ფარგლებში, ვოლიდიმირ ზელენსკი პრეზიდენტ ანჯეი დუდას და პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის შეხვდება
სკვერების თვითნებური გადათხრა-დაზიანებისთვის, ასევე მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვისა და გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვების გამო, ფიზიკური პირი - 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი – 1 000 ლარით დაჯარიმდება.
იგივე ქმედება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ზონაში იქნება ჩადენილი, გამოიწვევს ფიზიკური პირის - 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილე
78 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კომენტატორი და საკალათბურთო სპეციალისტი ჯამლეტ ხუხაშვილი.
ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა.
ჯამლეტ ხუხაშვილი 1963 წლიდან იყო საქართველოს პირველი არხის სპორტული კომენტატორი. 1980-1992 წლებში მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში; იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი.
1994 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების უფროსი. 1990 წლიდან „მაქაბის“ კლუბის პრეზიდენტი.
ავტორი საიუბილეო წიგნისა „ყურადღება“ (20
პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც, ხელმისაწვდომი გახდა ვებგვერდის, taxi.tbilisi.gov.ge განახლებული ვერსია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, შესაბამისად, უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდის, taxi.tbilisi.gov.ge განახლებული ვერსია მთელი რიგი შესაძლებლობებით, რომელსაც ეს ეტაპი ითვალისწინებს. ვებგვერდზე განთავსებულია მოხმარების ინს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სასამართლოს შენობა დატოვა. ის დღეს მანჰეტენის საოლქო პროკურატურის ოფისში დაკითხვაზე გამოცხადდა, სადაც ფორმალურად დააკავეს სასამართლოს სხდომამდე, რომელიც დღესვე გაიმართა.
დონალდ ტრამპს 34-პუნქტიანი ბრალდება წარუდგინეს. დონალდ ტრამპი ბრალს არ აღირებს.
CNN-ის ცნობით, სასამართლოს შენობის დატოვების შემდეგ დონალდ ტრამპს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
publika
,,უცხოეთის გავლენის აგენტის შესახებ“ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მოწინააღმდეგე საზოგადოების ნაწილი ხვალ, 6 მარტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბება და თავის სათქმელს ხმამაღლა იტყვის. ხვალინდელ საპროტესტო აქციაზე გასვლას აპირებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ ევროინტეგრაციის პროგრამის კოორდინატორი, ლია თოდუა, რომელიც მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონით ხელისუფლებას რაიმე ახლის აღმოჩენა კი არა, მათთვის აგენტის სტატუსის მიწე
"ამერიკის ბარის ასოციაციის" იურისტი მეთიუ სანდერსონი, რომელიც შეერთებულ შტატებში "ფარას" რეფორმირებაზე მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იურისტია, ამერიკული კანონის არსს და მიზნებს განმარტავს. ის ამბობს, რომ რუსული კანონისგან განსხვავებით, 85 წლის განმავლობაში ამერიკაში "ფარა" სამოქალაქო საზოგადოების არცერთი ორგანიზაციის წინააღმდეგ არ ყოფილა გამოყენებული. სანდერსონი ამბობს, რომ კანონის ტექსტი რეალური ასლი რომც იყოს, თუ საერთო სურათის და ისტორიის გათვალისწინება არ მოხდება, ის სხვა ქვეყანაში ვერ ი
გაერთიანებულ სამეფოში არალეგალურად თუ ჩამოხვალთ, დარჩენის შესაძლებლობა არ გექნებათ,- ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„არავის შეეპაროს ეჭვი, რომ თუ არალეგალურად მოდიხართ, თქვენ დარჩენის საშუალება არ გექნებათ“, – განაცხადა რიში სუნაკმა.
სუნაკის ეს განცხადება წინ უსწრებს ახალი კანონპროექტის წარდგენას, რომელიც ლა მანშის გავლით ევროპიდან დიდ ბრიტანეთში მიმავალი მიგრანტების პრობლემის გადაჭრას უნდა მოემსახუროს.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 31:07 დაამარცხა. ამით ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპოვეს.
მატჩი თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართა.
პირველ ნახევარში ქართველმა მორაგბეებმა ორი ლელო დადეს, საერთო ჯამში ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა 17:0 გაიმარჯვეს.
ქართველი მორაგბეები მეორე ტაიმის დასაწყისში ტექნ
„სულ რომ გჯეროდეს, რომ ეს შესანიშნავი კანონია, როცა ამდენ ვნებათაღელვას გამოიწვევს, მგონი, უკან უნდა დაიხიო. თუმცა ამ ვითარებაში ამ კანონის მიღების არავითარი საჭიროება არ არის, ჩემი აზრით“, – ასე აფასებს აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს.
„ნეტგაზეთმა“ აკადემიკოსს ჰკითხა, თუ რა საფრთხეს ხედავდა კანონის მიღებაში.
„ჩვენს დროში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აღქმას. როგორ აღიქვამს ესა თუ ის ად
პარლამენტის აპარატმა „პუბლიკის“ 3 აკრედიტირებულ ჟურნალისტს, ნათია ამირანაშვილს, ქეთი გოგუაძესა და ნათია ლევერაშვილს ერთი თვით აკრედიტაცია შეუჩერა.
„პუბლიკას“ პარლამენტის აპარატიდან აცნობეს, რომ გადაწყვეტილების წერილობითი დასაბუთება სამუშაო დღეს ჩაგვბარდება, თუმცა სიტყვიერად განგვიმარტეს, რომ გადაწყვეტილება 2 მარტს პარლამენტში გამართულ პროტესტს უკავშირდება.
„პუბლიკის“ ჟურნალისტები, სხვა მედიასაშუალებებთან ერთად, ხუთშაბათს, 2 მარტს პარლამენტის შენობაში გაერთიანებული კომიტეტის სხდომის გა
პუტინმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, ეს არის მოლაპარაკების საფუძველი, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
გერმანიის მთავრობის მეთაურის თქმით, ერთწლიანი რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, რაც უზარმაზარ ზიანს აყენებს უკრაინას, მაგრამ არავინ უნდა აიძულოს უკრაინელები, წავიდნენ არაკომფორტულ კომპრომისებზე.
შოლცმა ასევე დადებითად ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და მიმდინარე საერთაშორისო კრიზისის დროს მის ლიდერობაზე.
„ჩემი აზ
ჩვენი ერთადერთი მტერი რუსეთია. ოცნებამ მტრად სტრატეგიული პარტნიორები გამოაცხადა. მაინტერესებს სად არიან ის მოქმედი თანამდებობის პირები, ვინც დასავლეთის დახმარებით აშშ-სა და ევროპაში განათლება მიიღო, ვის პროფესიულ განვითარებაშიც დასავლეთმა ათასობით ფული ჩადო, ვინც შესანიშნავად იცის, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი რეფორმები დასავლეთის დახმარების გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა., - წერს პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ახლა არ
რეგლამენტის უხეში დარღვევით, ოცნებამ უარი თქვა განეხილა ჩვენი კანონპროექტი “ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ", განაჩენი გამოტანილია!, - წერს სოციალურ ქსელში "პარტია "საქართველოსთვის" და პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური.
ეხლა ოცნება პარლამენტში კონსტიტუციისა და რეგლამენტის დარღვევით განიხილავს რუსულ კანონპროექტებს, = ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" და პარლამენტის წევრი ბექა ლილუაშვილი წერს.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" არ აქვს უნარი და ეშინიათ ოკუპანტ სახელმწიფოს გავლენებს ებრძოლონ.
"ეშინიათ რომ ალტერნატიული კანონის პროექტი "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენის შემცირების შესახებ" რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ, პირველ რიგში შესაძლოა მათ ეხებოდეს!", - წერს ბექა
მიმდინარე წლის 6 მარტს საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
როგორც განცხადებაში წერია, აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრებისა, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.
მათივე თქმით, შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს და ღონისძიებებზე შესაბამის კომიტ
პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. სხდომაზე აგენტების შესახებ რუსულ კანონპროექტებს განიხილავენ.
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე იყო ფიზიკური დაპირისპირებაც. ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესა ლევან ხაბეიშვილსა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს შორის მოხდა.
დარბაზი ასევე დაატოვებინეს სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც; გიორგი ვაშაძეს, სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძეს, თამარ კორძაიას.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა დატოვეს. ანა ბუჩუკურმა, მიხეილ დაუშვილმა და ბექა ლილუაშვილმა საკუთარი პროტესტის თაობაზე განცხადება ჟურნალისტებთან კომიტეტის დარბაზის მიღმა გააკეთეს.
მათი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა რეგლამენტის დარღვევით დაიწყო, ვინაიდან მათ საკითხი დააყენეს იმის თაობაზე, რომ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტებთან ერთად განხილულიყო მათ მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტიც, რაზეც
დღეს, იურიდული კომიტეტი “ოცნებამ” გადააქცია “შულავერის კომიტეტად”, რომელმაც უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და პარლამენტის წევრებს შეუზღუდა საკანონმდებლო ინიცირების უფლება, კერძოდ უარი თქვა ჩვენი ალტერნატიული კანონის პროექტის “ოკუპანტი ქვეყნის- რუსეთის ფედერაცის გავლენებისგან დაცვის შესახებ” განხილვაზე, როცა ამის პირდაპირი საკანონმდებლო ვალდებულება გააჩნდა, - ამის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “ოცნება” იღ
ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი – საქართველოს (European Youth Parliament (EYP) – Georgia) დამფუძნებლები, ეროვნული კომიტეტი, ყოფილი და მოქმედი წევრები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავსირებით განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ კანონპროექტი მიღების შემთხვევაში გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს:
„ჩვენთვის, როგორც ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ახალგაზრდული ორგანიზაციისთვის მიგვაჩნია, რომ ინიცირებული
“დღეს ეს გაურკვეველი კანონპროექტი და ქმედებები ღია დაპირისპირებაა ჩვენს მეგობრებთან/პარტნიორებთან”, – ასე აფასებს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს.
ელგუჯა ხოკრიშვილის ზემოხსენებულ კანონპროექტს ფეისბუკზე გამოეხმაურა.
“ხვალიდან საქართველო ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ მთავარ გამოფენაზე ITB Berlin – 2023-ზე მასპინძელი ქვეყანის სტატუსით წარ
თბილისში, რამდენიმე ადგილას გამოჩნდა ახალი პლაკატები, რომლებიც ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის კონკრეტული წარმომადგენლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. "უსამშობლო მოღალატეები", "ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები" - წერია პლაკატებზე, რომლებზეც გამოსახული არიან სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია, დეპუტატები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია, ასევე ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილი, პოლიტოლოგი გია ნოდია, აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, პარტია "ლელოს" ლიდერ
ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს, - წერს სოციალურ ქსელში შოთა არველაძე.
მისი თქმით, დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.
"თითქმის საუკუნის წინ, საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ