Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.169
  • comments
    0
  • views
    693.545

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

საქართველოს მთავრობა - პრემიერ-მინისტრმა და ელჩებმა შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს - ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს

საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და უცხოელი ელჩების შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს; ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 13 და 14 აპრილს „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართა (ფოტოები)

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 13 და 14 აპრილს „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართა. წლევანდელი ღონისძიებისთვის, იაპონური ბაღის მიმდებარედ, ვარდისფრად და თეთრად მოყვავილე საკურას 10 ახალი ნერგი შეემატა.  

გერმანიის საელჩო კიდევ ერთხელ განმარტავს, რა თქვა კობახიძესთან ბრიფინგზე ოლაფ შოლცმა

გერმანიის საელჩო საქართველოში კიდევ ერთხელ განმარტავს, რა თქვა კობახიძესთან ბრიფინგზე ოლაფ შოლცმა. საელჩომ გამოაქვეყნა გერმანიის კანცლერის განცხადების ქართული თარგმანი, რომლის მიხედვითაც, 12 აპრილს, ბერლინში ირაკლი კობახიძის და ოლაფ შოლცის პრესკონფერენციაზე კანცლერმა შოლცმა განაცხადა: გერმანიის საელჩომ კანცლერის 12 აპრილს გაკეთებული განცხადების თარგმანი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მმართველი პარტიის წევრებმა ოლაფ შოლცის მათთვის მიუღებელი განცხადების დამახინჯებაში ქართველი თარჯიმანი და

ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა - იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირებაა

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ელისაშვილმა მდინარაძეს, რომელიც დეპუტატებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს, ხელი გაარტყა. მომხდარის გამო, კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში ხმაურია. სხდომა შეჩერებულია.   იპნ

კალაძე: ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა, იგივე ხდება დღეს

„ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა, იგივე ხდება დღეს”, – აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე. კერძოდ, ის საუბრობს ელჩებსა და დიპლომატებზე. დღეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩები კობახიძეს ხვდებიან. ისინი უკვე მივიდნენ მთავრობის კანცელარიაში, თუმცა რას ეხება შეხვედრა, უცნობია. მანამდე ირაკლი კობახიძემ ელჩები დებატებში გამოიწვია და თქვა, რომ ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის განცხადებები რუსულ კანონთან დაკავშირებით „ყოველგვარ არგუმენტს” იყო მოკლებული.

მდინარაძე: უცხო ქვეყნის ინტერესია პოზიტიური პროექტებიც

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონპროექტის მომხსენებელი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ „უცხო ქვეყნის ინტერესებს“ შეიძლება ჰქონდეს როგორც ცუდი, ასევე კარგი მნიშვნელობა. მისი თქმით, არსებობს „კარგი ინტერესიც და ცუდი ინტერესიც“. მდინარაძის ამ მსჯელობამ კომიტეტის სხდომაზე ხმაური გამოიწვია. დამსწრე ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ამ წინადადებას ნეგატიური დატვირთვა აქვს. კომიტეტის სხდომაზე პერიოდულად ხმაურია. კომიტეტის თავმჯდომარე მიკროფონს უთიშავს ყველას, ვინც ს

ბრიტანეთის მთავრობის პროგრამის სტიპენდიატები რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ

დიდი ბრიტანეთის მთავრობის პროგრამის სტიპენდიატები რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ და „ქართულ ოცნებას” მისი გაწვევისკენ მოუწოდებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული კანონი არ არის ქართველი ხალხის ნება და მისი მიღებით მმართველი პარტია ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის კონსტიტუციით გარანტირებულ ევროატლანტიკურ არჩევანს. რუსული კანონის მიერ დადგენილი დეფინიცია, ფაქტობრივად შეზღუდავს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც აფინანსებენ ქართველი სტუდენტების ევ

16 აპრილიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს

16 აპრილიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზ

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ელჩები კობახიძეს ხვდებიან

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ელჩები კობახიძეს ხვდებიან. ისინი უკვე მივიდნენ მთავრობის კანცელარიაში, თუმცა რას ეხება შეხვედრა უცნობია. როგორც მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრა ერთი კვირის წინ დაიგეგმა. მანამდე ირაკლი კობახიძემ ელჩები დებატებში გამოიწვია და თქვა, რომ ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის განცხადებები რუსულ კანონთან დაკავშირებით „ყოველგვარ არგუმენტს” იყო მოკლებული.   პუბლიკა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს, 19:00 საათზეც გაიმართება

სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს საღამოს, 19:00 საათზეც გაიმართება. პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან ლოზუნგით: „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“. „ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ! რუსული კანონი გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს! რუსული კანონი არის დიდი კედელი საქართველოსა და ევროპას შორის!“,- აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ინფორმაციაში. პარლამენტთან

სიდნეის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმისას დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეც არის

სიდნეიში სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეცაა. ინფორმაციას ადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. სიდნეის სავაჭრო ცენტრში თავდასხმა გუშინ მოხდა. დანით შეიარაღებული პირი შენობაში შეიჭრა და რამდენიმე ადამიანი დაჭრა. მედიების ცნობით, დაიღუპა 6 მოქალაქე, არიან დაშავებულებიც. პუბლიკა

სახალხო დამცველი: ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტში ონლაინმედიების აკრედიტებული ჟურნალისტების არ შეშვებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ „ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება პარლამენტში იყოს”. რუსული კანონის განხილვისას ონლაინმედიის აკრედიტებულ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. პარლამენტის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს”. პუბლიკა  ასევე იხილეთ

ეპიზოდი #11: გიორგი გახარია „ოცნების“ შავ ფულზე, ტელევიზიებზე, დამალულ ივანიშვილზე (ვიდეო)

ეპიზოდი #11: „ოცნების“ შავ ფულზე, ტელევიზიებზე, დამალულ ივანიშვილზე:    

გახარია - მოვიდა დრო, ივანიშვილმა ოფიციალურად აიღოს პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე და წარადგინოს საკუთარი თავი პრემიერად. ეს სამარცხვინო მდგომარეობა მისი პატარა მშიშარა კლოუნების მონაწილეობით, რაც ყოველ დღე სულ უფრო აზიანებს ჩვენს ქვეყანას, უნდა დასრულდეს!

გიორგი გახარია: "მოვიდა დრო, ივანიშვილმა ოფიციალურად აიღოს პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე და წარადგინოს საკუთარი თავი პრემიერად. ეს სამარცხვინო მდგომარეობა მისი პატარა მშიშარა კლოუნების მონაწილეობით, რაც ყოველ დღე სულ უფრო აზიანებს ჩვენს ქვეყანას, უნდა დასრულდეს!"  

ბექა ლილუაშვილის სიტყვა სხდომაზე, რის გამოც ანრი ოხანაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა (ვიდეო)

ბექა ლილუაშვილის სიტყვა სხდომაზე, სადაც „ოცნება" ე.წ რუსულ კანონს განიხილავს:   GO899Rm8jeVSpdYCAOLDWBXTPPlkbmdjAAAF.mp4

ბექა ლილუაშვილი - ბატონი ოხანაშვილი რეგლამენტის სრული დარღვევით აგრძელებს სხდომას, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი უკვე მერადმენედ საჯაროდ გადახია ამ ხალხმა

ბატონი ოხანაშვილი რეგლამენტის სრული დარღვევით აგრძელებს სხდომას, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი უკვე მერადმენედ საჯაროდ გადახია ამ ხალხმა. არანაირი პატივისცემა და კანონის დაცვა აქ არ არის.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/347262621680246/

ოხანაშვილი ონლაინმედიების პარლამენტში არშეშვებაზე დეზინფორმაციას ავრცელებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ონლაინმედიების პარლამენტში არშეშვებაზე დეზინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ „ტყულია” ინფორმაცია კომიტეტზე მედიასაშუალებების ჟურნალისტების არ დაშვებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან საპარლამენტო ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრის, ხატია დეკანოიძის კითხვის საპასუხოდ თქვა. „დღეს ამ სხდომაზე დასწრების უფლება არ მიეცა ძალიან ბევრი მედიასაშუალების ჟურნალისტს”, – განაცხადა დეკანოიძემ, რის შემდეგაც ოხანაშვილმა მას მიკროფო

რუსული კანონის განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია იმართება

საქართველოს პარლამენტში დღეს კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის განხილვა დაიწყო. პარალელურად, გარეთ მიმდინარეობს აქცია, სადაც შეკრებილები არიან მედიის წარმომადგენლებიც. მათ თან აქვთ ბანერები „არა რუსულ კანონს” და უმრავლესობის წევრებს პროექტის გაწვევისკენ მოუწოდებენ. გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული კანონის განხილვის დროს, „უსაფრთხოების” მოტივით, შეეზღუდა ვიზიტორთა რაოდენობა, რის გამოც დღეს საკანონმდებლო ორგანოში არ დაიშვებიან ონლაინმედიის აკრ

სალომე ზურაბიშვილი - დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის, სათქმელიც ითქვა: კანონი არაა ევროპული, არც მისი დაბრუნება წარადგება ევროპულ მიზანს!

დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის! სათქმელიც ითქვა: კანონი არაა ევროპული, არც მისი დაბრუნება წარადგება ევროპულ მიზანს! მეტი რა?!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ინიციატივას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პროტესტის ფონზე განიხილავს. იპნ

პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო

პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს. მასთან ერთად განიხილავენ ორ ალტერნატიულ პროექტს - ერთია, „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტი და თანმდევი "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე - „გრანტების შესახებ" კანონსა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" კა

ბექა ლილუაშვილი - თუ „ოცნება“ სახელს ვერ დაარქმევს მტერს და ვერ მიმართავს „რუსულ“ კანონს კონკრეტულად ოკუპანტის წინააღმდეგ, გამოჩნდება, რომ მათი მიზანია საზოგადოება დაყოს მოღალატეებად და ერთმანეთს დაუპირისპიროს

თუ „ქართული ოცნება“ სახელს ვერ დაარქმევს მტერს და ვერ მიმართავს თავის რუსულ კანონს კონკრეტულად ოკუპანტის წინააღმდეგ, მაშინ საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, გამოგონილი გამჭვირვალობის საფარქვეშ, საზოგადოება დაყონ აგენტებად და მოღალატეებად და ერთმანეთს დაუპირისპირონ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ყველა დეპუტატმა მტერს უნდა დაარქვას მტერი და მოყვარეს მოყვარე. „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უკან გაიწვ

ბექა ლილუაშვილი - ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატებთან ღიად დაპირისპირება არის კონკრეტული გზავნილი - „ქართული ოცნება“ ევროკავშირს საქართველოს მტრად ვერ გამოაცხადებს

ეს არის ძალიან დიდი დიპლომატიური სისულელე, გამოწვეული, ეჭვი მაქვს არა უცოდინარობით, არამედ მიზანმიმართულად - ამ საკითხზე დიპლომატიური ქვეყნების წარმომადგენლობის შემოყვანა და მათთან ასე ღიად დაპირისპირება არის კონკრეტული გზავნილი, რომელიც როგორც ჩანს, [ბიძინა] ივანიშვილის გონებაში გამოცხვა,- ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლითაც მან აშშ-ის, ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობი

ნატა საბანაძე - ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელსა და ყოფილ ელჩს, Chatham House-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის, უფროს მკვლევარს, ნატა საბანაძეს ესაუბრა. - ქალბატონო ნატა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არ იმყოფებით და საზღვარგარეთ საქმიანობთ, დარწმუნებული ვარ, თვალს ადევნებთ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს. მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ აპირებს „აგენტების

აშშ-ის საელჩო - ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დედა ენის დღეს - ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქართველებს დედა ენის დღეს ულოცავს. “ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დედა ენის დღეს! ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით. თქვენთან ერთად აღვნიშნავთ მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უძველესი ენის დღეს, რომელიც ქართველებმა წინა და მომავალ თაობებს შემოუნახეთ”, - წერია განცხადებაში, რომელსაც საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს. 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 35 წლის წინ, 1978 წელს, საბჭოთა ხელისუ

ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი უერთდება დედა ენის დღის აღნიშვნას - საქართველომ შეინარჩუნა თავისი უნიკალური ენა, რომელიც განათლებისა და კულტურის საფუძველია

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა უერთდება დედა ენის დღის აღნიშვნას. “ევროკავშირი უერთდება საქართველოში 14 აპრილის - დედა ენის დღის აღნიშვნას. საქართველომ შეინარჩუნა თავისი უნიკალური ენა, რომელიც განათლებისა და კულტურის საფუძველია”, - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 35 წლის წინ, 1978 წელს, საბჭოთა ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა
×
×
  • შექმენი...