სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დეივიდ ო’სალივანმა საქართველოში ჩატარებული შეხვედრების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ბრიფინგის დასაწყისში მან აღნიშნა, რომ ევროკავშირში იმედგაცრუებულნი არიან იმით, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და რომ ბრიუსელში წევრობის მსურველთაგან ევროკავშირის პოლიტიკასთან მეტ შესაბამისობას ელიან, თუმცა დაამატა, რომ ესმის, საქართველო სპეციფიურ სიტუაცია.
რაც შეეხება საქართველოს გზით რუსეთის მიერ
ზესტაფონი-თერჯოლას გზაზე, „რომპეტროლის“ ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა.
როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი თხევადი აირის ავზის აფეთქებამ გამოიწვია. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ფოტო: ფორმულა
ნეტგაზეთი
„გამოცდების და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ ცენტრში წარმოდგენილი იქნა სასამართლოს დროებითი განჩინება, რომლითაც ცენტრს დაევალა ერთ-ერთი აბიტურიენტის დაშვება დამატებით გამოცდაზე. შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია. ცენტრმა განჩინება გაასაჩივრა კანონმდებლობით დადგენილი წესით“,- განმარტავენ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.“
ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ცნობით, „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი” უარს აცხადებს ს
რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით გუშინ, ძალიან ბევრი სიცრუე, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდებები, ცილისწამება მოვისმინეთ. ასეთი ტიპის კამპანია მანამდეც იყო, მაგრამ შოვის სტიქიასთან პარალელების გავლება აბსოლუტურად მიუღებელია, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ შოვში განაცხადა, რითაც რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს, 18:00 საათზ
თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ავტომაგისტრალიდან გადავარდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. როგორც სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ავტობუსი თურქეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ სივასიდან სტამბოლში გადაადგილდებოდა.
თურქული მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა იოზგათის ავტომაგისტრალზე მოხდა. ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადავიდა, შემდეგ კი გზატკეცილიდან გადავარდა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური, სასწრაფო დახმარება და
ყირიმში სამხედრო და სამოქალაქო ოკუპანტების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
დროებით ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის დაზვერვის სპეცოპერაციის საკითხზე კომენტირებისას პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ასეთი ახალი ამბები “რა თქმა უნდა, ძალიან კარგ ემოციებს იწვევს.”
„მოდით, არ დაგვავიწყდეს, რომ იქ ბევრი სამოქალაქო პირია, რომლებიც ასევე ოკუპანტები არიან, ისინი მოვიდნენ და უკრაინის მოქალაქეების საკუთრება და
ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 7 600 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
კერძოდ, სებ-ის ინფორმაციით, 25 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 30 მილიონი აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 7 600 000 აშშ დოლარი, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი 2.6682 შეადგინა.
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ზაქარია შუბითიძე სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეგობრები იმყოფებოდნენ.
გარდაცვლილის მეგობრის ინფორმაციით, ზაქარია შუბითიძე „ქართული ლეგიონის“ წევრი იყო, საომარი მოქმედებების დროს ის მძიმედ დაიჭრა და თანამებრძოლებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შუბითიძე დონეცკის ოლქის დასახლება ნესკუჩნოესთან იბრძოდა.
ავტორი - ნიკა მუხიგულაშვილი
“დღევანდელი საკონსტიტუციო გადაწყვეტილებით ორი რამ დადასტურდა. ერთი, რომ ექვსი მოსამართლე იმპიჩმენტს უცხადებს ევროინტეგრაციას და მეორე, ივანიშვილის დავალებებს ასრულებენ ეს მოსამართლეები.”
ზაზა თავაძე, პარტია "საქართველოსთვის".
391633256_968571127544183_931550584841480938_n.mp4
თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სხვა სახის ავტომობილების მოძრაობა ამ მონაკვეთზე ზვავდამცავი გვირაბების გავლით იქნება შესაძლებელი. გაუჩერებლად შეეძლებათ მოძრაობა ავტომობილ
მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები იკლებს. ბოლო მონაცემებით, ბირჟებზე brent-ის ტიპის საწვავის ფასი ბარელზე 77,71 დოლარს შეადგენს, ამერიკული ნედლი ნავთობის WTI-ის ღირებულება კი ბარელზე 72,74 დოლარია.
აღსანიშნავია, რომ როგორც Brent-ის, ასევე WTI-ის ტიპის საწვავზე ფასებმა კლება გასული წლის მიწურულს დაიწყო. 26 დეკემბერს ამერიკული ნედლი ნავთობი 75,57 დოლარი ღირდა, Brent-ი კი 80,85 დოლარი.
ამასთან, მსოფლიოში საწვავის უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანიამ Saudi Aramco-მ მის ფლაგმან Arab Light ნავთ
საპენსიო სააგენტოს 6 თვეა ხელმძღვანელი არ ჰყავს. სააგენტოს დირექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2023 წელის ივნისში გიორგი დანელიამ თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.
ვინ ნიშნავს საპენსიო სააგენტოს დირექტორს?
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საპენსიო სააგენტოს დირექტორს სამეთვალყურეო საბჭო ირჩევს და თანამდებობაზე ნიშნავს კონკურსის წესით, 5 წლის ვადით. საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო შედგება 4 წევრისაგან, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა მინისტრისაგ
გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთი რამდენიმე წელში, შესაძლოა, ნატოს ქვეყნებსაც დაესხას თავს.
ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთის თავდასხმა ნატოს ქვეყნებზე ამ მომენტისთვის მოსალოდნელი არაა, თუმცა, მისი თქმით, ექსპერტები ელიან, რომ ეს შესაძლოა, 5- 8 წლის შემდეგ მოხდეს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, კრემლიდან თითქმის ყოველდღიურად ისმის მუქარა, განსაკუთრებით, ბოლო დ
საქართველოში დნმ-ის ერთიანი ბაზა შეიქმნება. ამ მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის შესახებ“ კანონის პროექტს შეიმუშავებს.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ნებისმიერ პირს ნებაყოფლობით შეეძლება კუთვნილი დნმ მონაცემების წარდგენა, ბაზაში რეგისტრაციის მიზნით.
„საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის, დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და მის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, სსიპ – ლევან სამხარა
"დღეს სახეზე გვყავს შიშებით შეპყრობილი ხელისუფლება, რომელიც ნებისმიერ ფასად ეცდება ძალაუფლების გახანგრძლივებას. მათ ერთი რამ გამორჩათ მხედველობიდან, საქართველოს საზოგადოების დაქვემდებარებას ვერ შეძლებენ, თუ კი საზოგადოება იქნება ფხიზლად და არჩევნებზე იქნება აქტიური."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/745133737757016/
ქართული ნაციონალური ბალეტის, ანსამბლ „სუხიშვილების“ დირექტორი ნინო სუხიშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს რუსული კანონის ხელახლა შემობრუნების გამო, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
რა ხდებამმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული
ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსაჯვრდებული ლაზარე გრიგორიადისი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მსაჯვრდებულის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განუცხადა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, დაცვის მხარეს სასამართლოსგან განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი უკვე ჩაბარდა, ისინი რამდენიმე წუთში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მივლენ. შესაბამისი პროცედურების
თბილისის მერიის ცნობით, ხვალ 17 მაისს მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
12:00 საათიდან მიმდევრობით ჩაიკეტება რუსთაველის გამზირის ნაწილი, კერძოდ, გია ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული საგზაო მონაკვეთი, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი.
ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვის დროს, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საარბიტრაჟო სასამართლომ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე განხილვა დაასრულა და დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა.
დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრმა განმარტა, რომ არბიტრაჟმა მოსარჩელეს მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზეც უარი უთხრა და მას საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
ამ საქმეზე განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა მამუკა ხა
ზუგდიდში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა. ცეცხლი ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად 6 წლამდე ძმები დაიღუპნენ. სახლში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვანის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფთან ერთად მობილიზებული იყო პოლიცია. ცეცხლის სხვა სართულებზე გავრცელების საფრთხე არსებობდა, თუმცა რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად მაშველებმა ხანძრ
ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
კერძოდ, სხდომაზე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” საჩივრების განიხილავენ.
როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა განმარტა, ცესკოს 11 წევრის მხარდაჭერა რომ არა, 95 ათასზე მეტ ამომრჩეველს უცხოეთში არ ექნებოდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამასთან, განმარტა, რომ საზოგადოებამ და
„ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ამბობს, რომ პოლიციამ პარტიის წევრები, ვეფხია კასრაძე და ვასო კაძელაშვილი დააკავა.
ბუაძის თქმით, მიზეზი სამთავრობო არხებზე: იმედზე, პოსტივიზე, სამთავრობო ონლაინმედია „კვირაზე“ ასული ვიდეოა, რომელიც საპროტესტო აქციაზეა გადაღებული და რომელშიც, არხის მტკიცებით, კასრაძე და კაძელაშვილი „ძალადობრივ გეგმაზე“ ლაპარაკობენ.
„პუბლიკა“ შსს-ს დაუკავშირდა. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
პუბლიკა
უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, ჩვენ დაველაპარაკებით რუსეთის მომავალ ლიდერს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი წერს.
„მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებებზე ჩვენი პოზიცია ცნობილი და ღიაა: რუსეთს გაჰყავს ძალები უკრაინიდან, ამის შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. მზად არის პუტინი? აშკარაა, რომ არა. შესაბამისად, ჩვენ კონსტრუქციულები ვართ ჩვენს შეფასებაში. დაველაპარ
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის მიერ, 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების 54% გაათავისუფლა.
უწყების ცნობით, რუსეთი ახლა საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის ტერიტორიის 18%-ს აკონტროლებს, მასში შედის დონბასისა და ყირიმის რეგიონები, რომლებიც რუსეთს 2014 წლის შემდეგ აქვს ოკუპირებული.
mcm.ge
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს 3 პირი, რომელთაგანაც ერთი დაკავებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით ითვალისწინებს.
„გამ