Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.103.170

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

არარატ მირზოიანმა სტიქიის დროს დაღუპულთა გამო სამძიმარი ქართულ ენაზე გამოაქვეყნა

კურორტ შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა გამო სამძიმარი ქართულ ენაზე გამოაქვეყნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა. „ღრმა მწუხარებით შევიტყვე რაჭის რეგიონში მომხდარი სტიქიის შესახებ, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მოძმე ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ამ მძიმე წუთებში, ხოლო დაღუპულთა ნათესავებს გამძლეობას და მოთმინებას ვუსურვებ", - დაწერა „ტვიტერის" ანგარიშზე მირზოიანმა.   რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვშ

თემურ მღებრიშვილი - მდინარე რიონში აღმოჩენილია შინაური ცხოველების ლეშები, მიმდინარეობს მათ კალაპოტიდან ამოღება

მდინარეში [რიონში] აღმოჩენილია შინაური ცხოველების ლეშები, მიმდინარეობს მათი ამოღება კალაპოტიდან, უტილიზაცია იქნება თუ დამარხვა, ამას მუნიციპალიტეტი მიაქცევს ყურადღებას,- ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მდინარეში სამძებრო სამუშაოებში ნავებია ჩართული. „ძალიან ჩქარი დინებაა. არის ადგილები, კონკრეტული ლოკაციები, სადაც ფიზიკურად შეუძლებელია ფეხით გადაადგილება მდინარის კალაპოტში, ამიტომ დადგა დღის წესრიგში ნ

“ჩინურ კომპანიას მიწისქვეშა გვირაბი ბურღების ნაცვლად აფეთქებებით გაჰყავს, სახლებში ბზარებია გაჩენილი” – რიკოთთან მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

რიკოთის უღელტეხილის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი განცხადებით, ჩინურ კომპანიას მიწისქვეშა გვირაბები ბურღის ნაცვლად აფეთქებებით გაჰყავს, ამის გამო, მუდმივად მიწისქვეშა ბიძგებია და საცხოვრებელ სახლებს ბზარები აქვს გაჩენილი.   “სახლში ბზარებია, ბათქაში გუშინწინ სულ ჩამოვიდა ძირს საძინებლებში და ბავშვებს ეშინია. მარტში, ჭა – 24 მეტრია და სულ გაივსო პირამდე და რომ ვთქვით, დაშალაო თვითონ, მიწა დაიშალაო. 24 მეტრიანი ჭა პირამდე გაივსო, ეს რომ ჩაინგრეს, სახლიც ჩავა

სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

ტალინში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან ალარ კარისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფოტოებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია. "ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ ამ გადამწყვეტ გზაზე გავმართე მნიშვნელოვანი შეხვედრა პრეზიდენტ ალან კარისთან. საქართველო ესტონეთის დიდი ხნის მეგობარი და პარტნიორია. თქვენი ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნ

ხუხაშვილი - რატომ გახარია? პასუხი მარტივია - ის არის ერთადერთი პოლიტიკური ცენტრი, საკმაოდ კომპეტენტური გუნდით, რომელიც თანაბრად არის დისტანცირებილი ნაცებისგან და ქოცებისგან

"რატომ გახარია? პასუხი მარტივია - ის არის ერთადერთი პოლიტიკური ცენტრი, საკმაოდ კომპეტენტური გუნდით, რომელიც თანაბრად არის დისტანცირებილი ნაცებისგან და ქოცებისგან. ეს პოზიცია დღეს არის ყველაზე მოთხოვნადი. ამომრჩეველი დაიღალა არჩევანით მანკირ წარსულსა (ნაცები) და მანკიერ აწმყოს (ქოცები) შორის და ეძებს მეტ-ნაკლებად მისაღებ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ დახშული წრიდან გამოიყვანენ და უკეთესი მომავლის არჩევანს შესთავაზებენ."  გია ხუხაშვილი, ანალიტიკოსი ჯორჯიან თაიმსი

გენდერულმა საბჭომ ქალი დეპუტატების შეურაცხყოფის საკითხი არ განიხილა

დღეს, პირველი ნოემბერს,  გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართა. თუმცა სხდომაზე არ განუხილავთ გუშინ, 31 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების, ალუდა ღუდუშაურის და ირაკლი ბერაიას სექსისტური, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი განცხადებები, რომლითაც მათ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატებს, ანი წითლიძესა და თეონა აქუბარდიას მიმართეს. როგორც პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, „ქართ

სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე თანამდებობის დატოვების თაობაზე განცხადებას ავრცელებს და გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს. მის განცხადებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი ავრცელებს. როგორც გორგოძე აღნიშნავს, გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო და ამას ცენტრის საქმიანობასთან კავშირი არ აქვს. „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩემი მუშაობიდან უკვე 5 წელი გავიდა. ეს გახლდათ არაჩვეულებრივი გამოცდილება და ძალიან საინტერესო პერიოდი ჩე

მიხეილ დაუშვილი - საკრებულოებში „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ გამოვიყენეთ

ისეთი ნაგვები არიან [„ნაციონალური მოძრაობა“], ურჩევნიათ თავიანთი თავი დააზარალონ, ოღონდ არ დაუშვან, რომ ვინმე სხვა გაძლიერდეს, ამის გამო გვაბრალებენ, გახარიასთან კოალიცია გვაქვსო - საკრებულოებში „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ გამოვიყენეთ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი გახარიას პარტიაში დაინახა მთავარი საფრთხე, რომ „მეორე ადგილიდან ჩაჩოჩდეს

გლდანში, შვილის მიერ მამის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გლდანში, შვილის მიერ მამის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც კორპუსის მაცხოვრებლები აღნიშნავენ, მკვლელობა დანით მოხდა. მათივე ცნობით, შემთხვევას დაკავებულის 12 წლის დაც შეესწრო. „დანით მოკლაო ამბობენ, მე რომ ჩამოვედი, უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი. ოჯახში რა მოხდა, არ ვიცი. ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, სისხლისგან დაიცალაო, ეს ბიჭი არ გაქცეულა, სახლიდან გამოიყვანეს სამართალდამცავებმა. თუ არ ვცდები, კლინიკაში გარდაიცვალა, 49 წლის იყო დაღუპული. ხელოსანი, მშრომელ

9 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსი N314 მარშრუტზე იმოძრავებს

9 მარტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები დაემატება, რომლებიც N314 მარშრუტის მგზავრებს მოემსახურებიან. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის სხდომაზე. კახა კალაძის განცხადებით, ახალი ავტობუსები პირველ ეტაპზე იმ მარშრუტებზე გადის, სადაც ყველაზე დიდი მგზავრთნაკადია. მისივე თქმით, 16 მარტიდან ახალი ავტობუსები N301 მარშრუტზეც  იმოძრავებენ. publika

თბილისში, ვაზისუბანში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

თბილისში, ვაზისუბანში, ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი 30-წლამდე ქალია და შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი მეზობელმა კაცმა ცივი იარაღით დაჭრა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული პირი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ”ინტერპრესნიუსი" შსს-სთან დეტალებს არკვევს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.   იპნ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა: საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში 4 გოლი გაიტანა, ხოლო ბერძნებმა საქართველოს ნაკრების კარში მხოლოდ 3 გოლის გატან შეძლო. მატჩი „დინამო არენაზე“ მიმდინარეობდა. იპნ

28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 28-29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს.

ბერდია სიჭინავა - მართლმსაჯულების სისტემა არის სასამართლო ხელისუფლების ის შტო, რომელსაც ყველაზე ბოლოს დათმობს ივანიშვილი

"მართლმსაჯულების სისტემა არის სასამართლო ხელისუფლების ის შტო, რომელსაც ყველაზე ბოლოს დათმობს ივანიშვილი. ერთადერთი მიზანი არის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და შეცვლილი ხელისუფლების პირობებში, ხელის გულზე დაიდება ვინ არის და ვინ არ არის კეთილსინდისიერი."  ბერდია სიჭინავა, პარტია “გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/382631754665554/

„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. სტატისტიკის თანახმადვე, ემიგრანტების 62.2% შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას წარმოადგენს. „2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების 62.2 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრ

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, რამაზ ბეღელური გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს საქართველოს მოქალაქე რამაზ ბეღელური. როგორც გატაცებული ბეღელურის დედა ამბობს, ის მაშინ დააკავეს, როდესაც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს 16 წლის ძმის საფლავზე იყო გასული. რამაზ ბეღელურის დედა, ნორა ბეღელური  ,,ტვ პირველს” ეუბნება, არ იცის, როგორია შვილის მდგომარეობა. მისივე თქმით, რამაზ ბეღელურს აქვს ეპილეფსია და მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. მისი თქმით, გატაცებული ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული. რამაზ ბეღელური გუგუტიანთკარიდან ოკუპ

ეროვნულმა ბანკმა მაის-ივნისში იმაზე მეტი დოლარი გაყიდა ვიდრე 2023 წელს მთლიანად

ეროვნულმა ბანკმა 16 მაისიდან - 11 ივნისამდე პერიოდში, სავალუტო აუქციონზე 168.7 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც 2023 წლის ჯამურ მონაცემს დაახლოებით 2 მილიონით აჭარბებს - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ მონაცემებშია საუბარი. სებ-ის თანახმად, სავალუტო აუქციონზე აშშ დოლარით ვაჭრობის(გაყიდვის) დინამიკა ასეთია: 16 მაისი - 60 მლნ. დოლარი; 28 მაისი - 48.7 მლნ. დოლარი; 11 ივნისი - 60 მლნ. დოლარი.   2023 წლის განმავლობაში საქართველომ 166.750 მლნ დოლ

პედაგოგები ახალ სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით პრემიერს წერილით მიმართავენ

პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფი წერილით მიმართავს. წერილს ხელს აწერს 69 პედაგოგი. წერილი მასწავლებელთა ახალ სახელფასო პოლიტიკას შეეხება. როგორც წერილშია ნათქვამი, ახალი სახელფასო ფორმულით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საბაზო ხელფასის მატების კუთხით, საათის ღირებულების გაზრდით პედაგოგთა საათობრივი  ანაზღაურება გახდა მაღალი, რაც მისასალმებელია, თუმცა სახელფასო ანაზღაურების მატების პარალელურად შეიქმნა მთელი რიგი პრობლემები, როგორც ხელფასის მატების კუთხი

მთავრობა „წარმატებული ქართველების დაფასებისთვის“ 250 000 ლარს დახარჯავს

საქართველოს მთავრობის 18 ივლისის განკარგულებით, მთავრობა სარეზერვო ფონდიდან „წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის“ გასამართი ღონისძიებისთვის 250 000 ლარს დახარჯავს. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ამისათვის ფინანსები მთავრობის ადმინისტრაციას სარეზერვო ფონდიდან ფინანსთა სამინისტრომ გამოუყო: აღნიშნულთან დაკავშირებით მეტი დეტალის გასარკვევად „ნეტგაზეთი“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურთან ცდილობს დაკავშირებას. დამატებითი დეტალების გარკვევის

აშშ მთავარი პარტნიორი, მათ შორის, ჯანმრთელობის სფეროში – გამყრელიძე დახმარების შეჩერებაზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ყოფილი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აშშ ჯანდაცვის სფეროში საქართველოს ყველაზე მთავარი პარტნიორია. როგორც ის „ფორმულასთან“ სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, არ ჰგონია, რომ აშშ-ს საქართველოსთვის დახმარების შეჩერება ჯანდაცვის სფეროდან დაეწყო. კერძოდ, „ფორმულას“ ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა.

თოლორაია: ხელისუფლება ცდილობს სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვას

ორგანიზაცია „ჩემი ხმა ევროკავშირის” წარმომადგენლის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, ხელისუფლებამ მათი საქმიანობის ხელშეშლის მიზნით კამპანია წამოიწყო, მათ შორის ეს ეხება პოლიტიკურ რეკლამებს, სადაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ნეგატიურად არიან წარმოჩენილები. ის კიდევ ერთხელ აფასებს ანტიკორუფციულო ბიუროს გადაწყვეტილებას და მიუთითებს, რომ ამით „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და მის აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს ბიურომ აუკრძალა რესურსების სადამკვირვებლო მისიისთვის გამ

ზვიად ძიძიგური - ქართველი ხალხი თავის გადაწყვეტილებას მიიღებს 26 ოქტომბერს და ისევე შეცვლის ხელისუფლებას, როგორც 12 წლის წინ შეცვალა (ვიდეო)

ქართველი ხალხი თავის გადაწყვეტილებას მიიღებს 26 ოქტომბერს და ისევე შეცვლის ხელისუფლებას, როგორც 12 წლის წინ შეცვალა. ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/908344044523213/

პარტია "გახარია საქართველოსთვის" აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას (ფოტოები)

პარტია "გახარია საქართველოსთვის" აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას                  

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 15 ნოემბრამდე, ყველასათვის უფასოა

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 15 ნოემბრამდე, ყველასათვის უფასოა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გიორგი გახარია - არავითარ ბრძოლას ძლიერი, დემოკრატიული საქართველოსთვის არ ექნება აზრი, თუ ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული

არავითარ ბრძოლას ძლიერი, დემოკრატიული საქართველოსთვის არ ექნება აზრი თუ ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული,- ამის შესახებ ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე წერს. მისი თქმით, თუ ადამიანის უფლებების დაცვა პრაქტიკაში არ მოხდება, პროგრესი არ იქნება. „არავითარ ბრძოლას ძლიერი, დემოკრატიული საქართველოსთვის არ ექნება აზრი თუ ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული. თუ არ იქნება უზრუნველყოფ
×
×
  • შექმენი...