Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.100.069

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

კვირას, 28 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია დაანონსდა

დღეს გამართულ ბრიფინგზე სამოქალაქო ორგანიზაციებმა რესპუბლიკის მოედანთან აქცია დააანონსეს, სადაც მათ აღნიშნეს, რომ რუსული კანონის ჩაგდებამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობას შეაჩერებენ. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით აცხადებენ, რომ რუსული კანონის ჩაგდებამდე აჩერებენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. ხელმომწერი ორგანიზაციები აჩერებენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს; აცხადებენ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დარეგისტრირდებიან ღირს

რუსეთის კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთის კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა გამოაცხადა. “რეგიონის ტერიტორიაზე მტრული ძალების შესვლის შედეგების ლიკვიდაციისთვის 7 აგვისტოდან საგანგებო ვითარების გამოცხადების შესახებ მივიღე გადაწყვეტილება”, - წერს გუბერნატორი “ტელეგრამის” პირად არხზე. სმირნოვის თქმით, რეგიონის სასაზღვრო რაიონებში მძიმე ოპერატიული ვითარება რჩება. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსე

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუსთან სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც 62 ადამიანი იმყოფებოდა

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუსთან სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც 62 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ ღონისძიებაზე განაცხადა. „მინდა ყველა ფეხზე წამოდგეთ, რათა წუთიერი დუმილი გამოვხატოთ, ვინაიდან ამ წუთებში თვითმფრინავი ჩამოვარდა ქალაქ ვინიედაში, სან-პაულუში, რომელშიც 58 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა და, როგორც ჩანს, ყველა დაიღუპა“, - განაცხადა ლულამ. ბრაზილიის სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, ჩამოვარდნისას თვითმფრინა

ოლექსი დანილოვი - რუსებს რაკეტების მარაგი 3-4 შეტევისთვის აქვთ დარჩენილი - შემდეგ ისინი მთლიანად რაკეტების გარეშე დარჩებიან

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ რუსებს დარჩენილი აქვთ რაკეტების მარაგი 3-4 თავდასხმისთვის, თუმცა ამის შემდეგ მარაგი ამოეწურებათ, რაც სამხედროებისთვის მიუღებელია. „თუ გავითვალისწინებთ იმ დიდ თავდასხმებს, რაც უკვე განვახორციელეთ, მაშინ მათ დარჩათ მაქსიმუმ ორი-სამი, შესაძლოა ოთხი, შეტევა, მაგრამ შემდეგ ისინი მთლიანად რაკეტების გარეშე დარჩებიან, რაც მიუღებელია, რადგან შეიძლება ჰქონდეთ სრულიად განსხვავებული გამოწვევები და მათ რეზერვი მაინ

კიევი დგას, უკრაინელი ხალხი არნახული სიმამაცით იბრძვის და დასავლეთი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს – აშშ-ის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მტრის ხატის შექმნა და მასთან ბრძოლა დიქტატორების შეუცვლელი სტრატეგიაა. ასევე არახალია, რომ დიქტატორები ერთმანეთის შეცდომებს იმეორებენ. პუტინი საკუთარ ხალხს ეუბნება, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მათი მტერია, რომ მხოლოდ ის დგას ჭეშმარიტების გზაზე. პუბლიკა

გია ვოლსკი - ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს

ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის საქართველოში ვიზიტი შეაფასა. მისივე თქმით, ვიოლა ფონ კრამონი იმისთვის ჩამოვიდა, რომ დასავლური პოლიტიკის დისკრედიტაცია მოახდინოს. "ვიოლა ფონ კრამონი ამ სადისტური მოქმედებების მხარდაჭერით ყველაფერს ხაზს უსვამს. იგი იმისთვის ჩამოვიდა, რომ დასავლური პოლიტიკის დისკრედიტაცია მოახდინოს, რა

„იმედი მაქვს, კეზერაშვილი საქართველოს გადმოეცემა“ — პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ იმედი აქვს, დავით კეზერაშვილი საქართველოს გადმოეცემა, რათა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სასჯელი მოიხადოს. პაპუაშვილის თქმით, BBC-ს საგამოძიებო სტატია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რაზეც მმართველი პარტია დიდი ხანია საუბრობს. პაპუაშვილი აცხადებს, რომ კეზერაშვილი, რომელიც თავს ევროპულ ქვეყნებს აფარებს, იქიდან გეგმავს საქართველოში არეულობას: „კიდევ ერთხელ მტკიცდება, რასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, ამ ა

სეტყვამ და ქარმა საგარეჯოს ხუთი სოფელი დააზარალა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სეტყვამ, წვიმამ და ძლიერმა ქარმა 5 სოფელი დააზარალა. დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და ვენახები. სეტყვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სეტყვა მოვიდა სოფლებში დიდი და პატარა ჩაილური, მანავი, ყანდაურა და ბადიაური. სეტყვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საგარეჯოს მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამავე სოფლებში დაზიანებულია შიდა საუბნო გზები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. მერის,

საფრანგეთმა სუდანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო

საფრანგეთმა სუდანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სუდანის არმიამ და სწრაფი რეაგირების დაჯგუფებამ ფრანგულ მხარეს გარანტიები მისცეს, რომ ევაკუაცია უსაფრთხოდ განხორციელდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სუდანში საფრანგეთის 250 მოქალაქე ცხოვრობდა. საფრანგეთთდან ერთად, სუდანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო ნიდერლანდებმაც. შეგახსნებთ, მანამდე დიპლომატების და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია განახორციელა ა

სააპელაციომ 5 ივლისის საქმეზე საზმაუს ოპერატორზე ძალადობაში მსჯავრდებულებს მსჯავრი დაუმძიმა

5 ივლისის საქმეზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულებს – გიორგი წარუაშვილსა და გიორგი მაღრაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრი დაუმძიმა და 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ გადაწყვეტილებით შეიცვალა პირველი ინსტანციის სასჯელი – საქალაქო სასამართლომ მათ 1 წლით და 3 თვით თავსუფლების აღკვეთა გასულ წელს მიუსაჯა. პროკურატურა სწორედ აღნიშნული ორი პირის მიმართ სასჯელის და

უკრაინის საჰაერო ძალები - რუსულმა ძალებმა კიევი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს

რუსული ძალები უკრაინის დედაქალაქ კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაესხნენ თავს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა. „მტერმა ბალისტიკური ტრაექტორიის რაკეტები გამოიყენა - წინასწარი ინფორმაციით „ისკანდერები“. შესაძლოა, რომ S-300 და S-400 რაკეტებიც იყო გამოყენებული“, - განაცხადა იგნატმა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა. მისი ინფორმაციით, დედაქალაქის პო

„დაიცავი გამოხატვის თავისუფლება“ — 21:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

3 ივნისს 21:00 საათზე მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ბანერებით შეიკრიბებიან: „30 მაისიდან მოყოლებული „ჯიუტებს“ ყოველდღე გვართმევენ ბანერებს. 2 ივნისს დააკავეს „ჯიუტის“ წევრები და სხვადასხვა ჯგუფის წევრი აქტივისტები. დაკავების მიზეზი ერთია – პოლიცია ებრძვის ნებისმიერი შინაარსის ბანერს, სადაც ღარიბაშვილზე რაიმე მინიშნებას ამოიკითხავენ. დაამზადეთ თქვენი ბანერი ღარიბაშვილის შესახებ და მოდით ხვალ 21:00 საათზე პარლამენტის წინ,“ — ვკითხულობთ აქციის ორგანიზატორების გ

პირველი ცნობები მსხვერპლის შესახებ: ხერსონში წყალდიდობას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკში, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, წყალდიდობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. „სამწუხაროდ, არის პირველი ცნობები წყალდიდობის მსხვერპლის შესახებ“, — დაწერა ოლეშკის მერმა ევგენი რიშჩუკმა ფეისბუქზე. „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, მოგვიანებით მერმა საზოგადოებას განუმარტა, რომ დაიღუპა 3 ადამიანი. მისი თქმით, საღამოს რუსმა სამხედროებმა სახურავებიდან ხალხის ევაკუაცია დაიწყეს. რიშჩუკმა ასევე განაცხადა, რომ ქალაქი 90%-ით არის დატბორილი, ზოგიერთ ქუჩაზე წყლის

უკრაინის საჰაერო ძალებმა ორი Ка-52 და 12 დრონი გაანადგურეს

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ორი დამრტყმელი ვერტმფრენი Ка-52, ოთხი დამრტყმელი ირანული უპილოტო საფრენი აპარატი "Shahed-136/131" და ერთი "ლანცეტი" გაანადგურეს , - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ასევე უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურობის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალ სხვა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვასთან ურთიერთმოქმედების შედეგად, ჩამოგდებულია შვიდი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი "ორლან-10", "ორლან-30", "Zala" და

5 და 6 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ, დღემდე პასუხი არ მიგვიღია - მშობლები

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას 5 და 6 ივნისს წერილებით მიმართეს, რომლებზეც პასუხი დღემდე არ მიუღიათ. ისინი განცხადებების შინაარსს ასაჯაროებენ და მისგან პასუხს მოითხოვენ: „1. როდის დაარეგისტრირებთ მედიკამენტ ვოზორიტიდი (Voxzogo) საქართველოში. პრეპარატს აქვს FDA და EMA ლიცენზიები, რათა არ შეფერხდეს მისი ქვეყანაში შემოტანა და ჩვენი შვილებისთვის მკურნალობის დაწყება? 2. რა სახის სამედიცინო გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეთ აქონ

ვალერი ზალუჟნი - მოვახერხეთ სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდება, გვაქვს წინსვლა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ფრონტზე სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდება შეძლეს და წინ მიიწევენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთან, გენერალ მარკ მილისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. „განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება. ჩვენ მოვახერხეთ სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდება, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალები განაგრძობენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას, გვაქვს პროგრესი. მტერ

23 ორგანიზაცია წილოსანს: დატოვეთ გენდერული საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა

23 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათთვის, ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის, მიუღებელია გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის, ბოლოდროინდელი პოლიტიკური ქმედებები და განცხადებები, რომლებიც მათი შეფასებით, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს, დისკრიმინაციულია და აღვივებს ძალადობას. ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს მოქმედი თ

228 183 მსესხებელი საქართველოში ე.წ. „შავ სიაშია“

საქართველოში მსესხებლების 11,8%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან. „კრედიტინფოს“ 2023 წლის მაისის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 228 183 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 463 440 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, მაისის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 932 796 ადამიანს აქვს, ჯამში 40 106 806 146 ლარის მოცულობის. აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 82.7% საბანკო სექტორზე მ

რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების რაოდენობა გაზარდა

რუსებმა შავ ზღვაში მაღალი სიზუსტის „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მზიდების რაოდენობა გაზარდეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების რაოდენობა 9-დან 11 ერთეულამდე გაზარდა, მათ შორის არის ორი რაკეტების მზიდი, რომლებსაც ერთდროულად 12 „კალიბრის“ გასროლა შეუძლია. "ოპერაციული ვითარება შეიცვალა. შავ ზღვაში უკვე 11 ხომალდია. ხმელთაშუა ზღვაში კი „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების ერთი მზიდია", - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების

ყოველი მეოთხე – რას ამბობენ რიცხვები ბავშვთა სიღარიბეზე

საქართველოში 16 წლამდე 230 865 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ასეთია სოციალური მომსახურების სააგენტოს ივნისის ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი ამ ასაკის ბავშვების 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს. საქართველოში არსებული სოციალური დაცვის სისტემა სხვადასხვა ტიპის ბენეფიტისგან შედგება, მათ შორისაა, სოციალური შემწეობა და არასრულწლოვანებისთვის განკუთვნილი სოციალური შემწეობა. საარსებო შემწეობის მიღების უფლება

რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა - არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი არიან ადამიანები

რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი არიან ადამიანები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა სტიქიის ადგილზე უკვე მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. ipn

რუსლან სტეფანჩუკი აგვისტოს ომზე - 15 წლის წინ რომ მსოფლიოს უფრო გადაჭრით და მკაცრად ემოქმედა, რუსეთი ძნელად თუ გაბედავდა დამოუკიდებელ ტერიტორიებზე შეჭრას, რომელიც მას არ ეკუთვნის

15 წლის წინ რუსეთმა დაიწყო შეიარაღებული აგრესია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. 15 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ აჩვენა თავისი აგრესიული იმპერიული ამბიციები. 15 წლის წინ რომ მსოფლიოს უფრო გადაჭრით და მკაცრად ემოქმედა, რუსეთი ძნელად თუ გაბედავდა დამოუკიდებელ ტერიტორიებზე შეჭრას, რომელიც მას არ ეკუთვნის, - ამის შესახებ უკრაინის რადას სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი „ტვიტერზე" წერს. მისი თქმით, რუსეთის დამარცხება და ევროპაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ მტკიცე და კოორდინირებული მოქმედებით ა

მაშველებმა სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს - დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა

მაშველებმა სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით. „ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველების მიერ მონიტორინგის შედეგად, სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. სამუშაოები მიმდინარეობს მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუ

"8 წლის ემილის მამამ შვება იგრძნო, როცა მისი ქალიშვილის გარდაცვალება გაიგო, რადგან იცოდა, რომ პატარას აღარ აწამებდნენ" - უმძიმესი ამბავი "ჰამასის" პატარა მსხვერპლზე და კამერებთან ატირებული მამა

"8 წლის ემი­ლის მამა, თო­მას ჰენ­დი შვე­ბით შეხ­ვდა ქა­ლიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავს, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჰა­მა­სის ტე­რო­რის­ტებ­მა* გა­ი­ტა­ცეს" - წერს Daily Mail. მისი შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ორ­დღი­ა­ნი გა­ურ­კვევ­ლო­ბის შემ­დეგ მა­მამ გა­მო­ცე­მას გა­ნუ­ცხა­და, რომ ასე­თი ამ­ბე­ბი მის­თვის ერ­თგვა­რი შვე­ბა იყო, რად­გან ახლა მან იცის, რომ მის პა­ტა­რა გო­გო­ნას არ აწა­მე­ბენ და ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რე­ბუ­ლია. ემი­ლის ოჯახ­მა ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იც

პენტაგონი - აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს აგზავნის

აშშ ახლო აღმოსავლეთში ტერმინალის მაღალი სიმაღლის არეალის დაცვის სისტემასა (THAAD) და „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის დამატებით ბატალიონებს გაგზავნის , - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საკითხის დეტალური განხილვის შემდეგ მიიღეს. „ირანისა და მისი მარიონეტული ძალების მიერ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბოლოდროინდელი ესკალაციის შესახებ პრეზიდენტ ბაიდენთან დეტალური დისკუსიების შემდეგ, რე
×
×
  • შექმენი...