Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.103.851

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

9 ნაბიჯს უნდა დავამატოთ მე-10, [რუსული] კანონის გაწვევა - გერმანელი დეპუტატი

ბუნდესტაგის წევრი, ნილს შმიდი აღნიშნავს, რომ მთავრობის მიმდინარე პოლიტიკის პირობებში არ არსებობს ვარიანტი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ამის შესახებ მან თბილისში ვიზიტის ფარგლებში პრესკონფერენციაზე ისაუბრა. საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერები დებორა დიურინგი, იურგენ ჰარდტი, ულრიხ ლეხტე და ნილს შმიდი. მათ მოგვიანებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების ამჟამინდელი კურს

დანიგანის თქმით, ივანიშვილი კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა. მისივე თქმით, „კარგად ცნობილია“, რომ ის მართავს მთავრობასა და მმართველ პარტიას. 1 ოქტომბერს აშშ-ის საელჩომ საქართველოში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა — ამერიკის. რატომ უყვება

იან ლიპავსკი - ჩეხეთის მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელს სანქციები დაუწესა

დღეს, ჩემი წინადადებით, მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, სანქციების მიზეზი გასულ წელს საქართველოში საპროტესტო აქციების ჩახშობაზე მათი პასუხისმგებლობაა. „მიზეზი გასულ წელს საქართველოში საპროტესტო აქციების სასტიკ ჩახშობაზე მათი პირდაპირი პასუხისმგებლობაა. არ გვინდიხართ ჩეხეთში“, - წერს ლიპავსკი.     იპნ

ოზურგეთელი საბა მახარაძე “ახალგაზრდა ევროპელი ელჩი” გახდა

ქალაქ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული და თავისუფელი უნივერსიტეტის სტუდენტი საბა მახარაძე “ახალგაზრდა ევროპელი ელჩი” გახდა. „ეს არის EU NEIGHBOURS east პროგრამის ინიციატივა, „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ქსელი. რომელშიც გაწევრიანებულ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, წარადგინონ თავიანთი ქვეყანა საერთაშორისო დონეზე და წვლილი შეიტანობ თავიანთი საზოგადოების განვითარებაში ევროპული ღირებულებების გავრცელების ხელშეწყობით“, – გვითხრა საბა მახარაძემ რა გეგმები აქვს “ახალგაზრდა ელჩს” და

გიორგი გახარია - არავითარ ბრძოლას ძლიერი, დემოკრატიული საქართველოსთვის არ ექნება აზრი, თუ ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული

არავითარ ბრძოლას ძლიერი, დემოკრატიული საქართველოსთვის არ ექნება აზრი თუ ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული,- ამის შესახებ ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე წერს. მისი თქმით, თუ ადამიანის უფლებების დაცვა პრაქტიკაში არ მოხდება, პროგრესი არ იქნება. „არავითარ ბრძოლას ძლიერი, დემოკრატიული საქართველოსთვის არ ექნება აზრი თუ ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული. თუ არ იქნება უზრუნველყოფ

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "ყველამ უნდა აგოს პასუხი ვლადიმირ პუტინის ჩათვლით"

ვლადიმირ პუტინმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში ომის გაჩაღებისთვის, განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ. მისი სიტყვებით, აუცილებელია, მთელს მსოფლიოს ეუწყოს აზრი, რომ აგრესია მოგებას ვერ მოუტანს აგრესორს. „პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს, ეს ეხებათ ფრონტზე ჯარისკაცებს, რომლებიც დანაშაულს სჩადიოდნენ და დანარჩენებს სულ კენწერომდე. ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვლადიმირ პუტინის ჩათვლით,“ თქვა კლევერლიმ. BBC-ისთვის კვირას მიცემულ ინტერვიუში ბრიტანეთის საგარეო-პ

2022 წელს აფხაზეთის რეგიონმა საქართველოში შემოტანილი ელექტროენერგიის ნახევარი მოიხმარა - „გალტ & თაგარტი“

„გალტ & თაგარტის“ მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, სადაც საქართველოს 2022 წლის ელექტროენერგიის ბაზრის შედეგებია შეჯამებული, გასულ წელს, ელექტროენერგიის იმპორტმა ჯამური მიწოდების 9.7% და შესაბამისად 1.5 ტვტ.სთ შეადგინა. იმპორტის 82.5% რუსეთიდან განხორციელდა (უმეტესად აფხაზეთის რეგიონისთვის), 9% სომხეთიდან და 8.4% აზერბაიჯანიდან. აფხაზეთის რეგიონმა საქართველოში შემოტანილი ელექტროენერგიის ნახევარი მოიხმარა. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2022 წელს იმპორტის ხარჯი 41.2 მლნ აშშ დოლა

„არასწორია ჩემი შვილების ფოტოების გამოყენება“ — ანწუხელიძის ცოლი „უცნობის“ აქციაზე

„მოვდივარ“ — ამ სახელწოდების აქცია-შეკრებას აანონსებს გიორგი გაჩეჩილაძე („უცნობი“) 30 აპრილს. ანონსის  მიხედვით, აქცია 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. სარეკლამო ბანერად აქციისა, რომლის სლოგანია „არა ომს — მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, უცნობის გვერდი სოციალურ ქსელში იყენებს რუსეთ-საქართველოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილის ფოტოს. გიორგი ანწუხელიძის ცოლი მაკა ჩიკვილაძე აცხადებს, რომ მისი შვილების ფოტოების გამოყენება აქციის მოწოდებებში არასწორია. „15 წელი გავიდა 2008

სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი თბილისში დაბრუნდა

სუდანის დედაქალაქ ხარტუმში 15 აპრილს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირების დროს მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი თბილისში ჩამოფრინდა. საქართველოს 33-ვე მოქალაქე სუდანიდან ევაკუირებულია, თუმცა ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებულთა შორის არიან მხოლოდ ავიაკომპანია GeoSky-ის თანამშრომლები.   კომპანია MyWay-ის დირექტორმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათი თანამშრომლები ქვეყანაში ხვალ, 28 აპრილს, დაბრუნდებიან. 15 აპრილს, როცა სუდანში შეი

კახეთში სტიქიამ ათეულობით ოჯახი დააზარალა

წუხელ, გვიან ღამით ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ლაგოდეხის ოთხი სოფლის - ნინიგორის, განათლების, გელათის და ცოდნისკარის მოსახლეობა დააზარალა. ადგილობრივებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სეტყვა დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა. „ვენახები, ხეხილის და საზამთროს ბაღები თითქმის 60-70 პროცენტით არის განადგურებული“, - ამბობს ფერმერი ნოდარ კაპანაძე. სტიქიისგან მიყენებული ზარალის რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. ფერმერთა დიდი ნაწილს მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა. სოფელ ნინიგორში მერის წარმომადგენ

ვაშინგტონში ქართული აეროპორტების სანქცირების რისკებზე მიანიშნეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა უნდა აღდგეს. პატელმა 11 მაისს თქვა: იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებულ ავიახომალდებში აშშ-ის სანქციებს დაქვემდებარებული ავიახომალდები იგულისხმება. ვლადიმირ პუტინის ახალი განკარგულებით, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წლის 20 ივ

ვოლოდიმირ ზელენსკი - მშვიდობა დღეს უფრო მოგვიახლოვდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით იაპონიაში, „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს. „იაპონია. „დიდი შვიდეული“. მნიშვნელოვანი შეხვედრები უკრაინის პარტნიორებთან და მეგობრებთან. უსაფრთხოება და გაძლიერებული თანამშრომლობა ჩვენი გამარჯვებისთვის. მშვიდობა დღეს უფრო მოგვიახლოვდება", - დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“. შეგახსენებთ, ვოლიდიმირ ზელენსკი იაპონიაში საფრანგეთის სამთავრობო თვითმფრინავით ჩავიდა. ის ჰიროსიმაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტს დაესწ

წულუკიანმა, შესაძლოა, გაგა ჩხეიძის ხელმძღვანელობით კინოფესტივალი აღარ დააფინანსოს

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აკრიტიკებს „გოეთეს ინსტიტუტს“ გაგა ჩხეიძის დაჯილდოების გამო და ამბობს, რომ შესაძლოა, ამიერიდან მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული კინოფესტივალი აღარ დააფინანსოს. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. 1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ „გოეთეს ინსტიტუტი“ გამორჩეული საქმიანობისთვის საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ყოფილ დირექტორ გაგა ჩხეიძეს პრესტიჟული პრემიით აჯილდოებს. მიღწევებთან ერთად, ინსტიტუტმა დაწერა,

დიდი ბრიტანეთი ირანს რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაში ადანაშაულებს

დიდი ბრიტანეთი ირანს რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაში ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლის გააკეთა. “ირანი რუსეთს იარაღისა და საბრძოლო მასალის მუდმივი ნაკადით უზრუნველყოფს, რომლებიც უკრაინაში სამოქალაქო პირების მოსაკლავად გამოიყენება”, - განაცხადა კლევერლიმ. ცნობისთვის, ეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი განცხადებაა, რომელშიც იგი თეირანს მოსკოვისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაში ადანაშაულებს. კლევე

ირაკლი კობახიძეს თსუ-ში ლექციის შემდეგ რუსული რუბლები დაუყარეს სტუდენტებმა

ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, სადაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კონსტიტუციის შესახებ ლექციას კითხულობდა, რამდენიმე სტუნდენტი რუსული რუბლებით მივიდა პროტესტის ნიშნად და ლექციის დასრულების შემდეგ მას რუსული ფული კიბეზე ჩასვლისას გადაუყარა.   ირაკლი კობახიძეს უნივერსიტეტში დღეს ცხრილის მიხედვით ერთი ლექცია უნდა ჩაეტარებინა დილის 10:00 საათზე. მას შემდეგ, რაც დაცვამ დერეფანში პროტესტისთვის მის

რუსი გენერალი უკრაინელების სარაკეტო დარტყმის შემდეგ დაიღუპა – წყაროები

რუსი გენერალ-მაიორი სერგეი გორიაჩევი უკრაინაში, სარაკეტო დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, იტყობინებიან სხვადასხვა, მათ შორის პრო-რუსული წყაროები. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისას გორიაჩევი მეხუთე სატანკო ბრიგადის ხელმძღვანელი იყო, შემდეგ 35-ე არმიის უფროსის მოადგილე გახდა, საბოლოო ჯამში კი ამავე არმიის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა. გორიაჩევი გახდა მეათე რუსი გენერალი, რომელიც ომში დაიღუპა. ნეტგაზეთი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსში უკრაინის ელჩი დაითხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იგორ ქიზიმი ბელარუსში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა. „გათავისუფლდეს ქიზიმ იგორ იურიევიჩი ბელარუსის რესპუბლიკაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან“, - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში. იგორ ქიზიმს ბელარუსში უკრაინის ელჩის თანამდებობა 2017 წლის თებერვლიდან ეკავა. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, როდესაც რუსულმა ტანკებმა უკრაინის საზღვარი ბელარუსიდან გ

ზაზა თავაძე - გახარიას პოლიტიკური გუნდი, ერთადერთია პოლიტიკურ ველზე, რომელსაც შესწევს უნარი, ქვეყნის მართვის სადავეები ჩამოართვას ,,ოცნებას” და მასზე შეზრდილ ,,ნაცმოძრაობას"

დღეს დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი, ერთადერთია პოლიტიკურ ველზე, რომელსაც შესწევს როგორც მორალური, ასევე კომპეტენციით და ინსტიტუციური მეხსიერებით დაგროვილი უნარები, ქვეყნის მართვის სადავეები ჩამოართვას ,,ოცნებას” და მასზე ფითრივით შეზრდილ ,,ნაცმოძრაობას”, რითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცალსახად გადაჭრის ქვეყნის წინაშე არსებულ უდიდეს გამოწვევას: “ქოცები” გაშვებული იქნებიან ხელისუფლებიდან “ნაცების” ხელისუფლებაში დაბრუნების გარეშე, - ამის შესახებ სოციალურ

შოთა არველაძე უკრაინის მხარდამჭერ მატჩში ითამაშებს

ფეხბურთის სხვადასხვა დროის ვარსკვლავების ამხანაგური მატჩი უკრაინის მხარდასაჭერად 5 აგვისტოს ლონდონის „ჩელსის“ სტადიონზე გაიმართება. ერთმანეთს ანდრეი შევჩენკოსა და ოლეკსანდრ ზინჩენკოს გუნდები დაუპირისპირდებიან. ზინჩნენკოს გუნდში ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძეც ითამაშებს.  რადიო თავისუფლება

უკრაინის ცნობით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიის სადგურის დატოვება დაიწყეს

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიის ბირთვული ელექტროსადგურის დატოვება დაიწყეს, ხოლო ადილზე დარჩენილმა თანამშრომლებმა მიიღეს დავალება, ნებისმიერი ავარიულ სიტუაციაში ბრალი უკრაინას დასდონ. გარდა ამისა, უკრაინული მხარის ცნობით, სადგურის თანამშრომლებს ოკუპირებულ ყირიმში წასვლას ურჩევენ, ხოლო სადგურის ტერიტორიაზე და იქვე მდებარე ქალაქ ენერჰოდარში თანდათანობით მცირდება რუსული ძალების პატრულთა რაოდენობა. აქამდე სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო

სულაკაურის დირექტორი: კიდევ ერთი რუსული კანონის და ცენზურის დაანონსებაა ეს ყველაფერი

„კიდევ ერთი რუსული კანონის დაანონსებაა ეს ყველაფერი და ცენზურის”, – ასე პასუხობს „ფორმულასთან“ ინტერვიუში სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი, თინა მამულაშვილი გამომცემლობის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას. თინა მამულაშვილი მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა იყოს ლიტერატურაში ცენზურის დაანონსება. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია მწერლებმა და გამომცემლებმა თავისუფალ სიტყვას დაუჭირონ მხარი. დღეს „სულაკაურის“ გამომცემლობას მხარდაჭერა გამოუცხადეს მწერალთა სახლმა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და

"დასვენება ჩამშხამდა" - რუსი ბლოგერი ქართულ მედიას ცილისწამებაში ადანაშაულებს

რუსი ბლოგერი დმიტრი შილოვი, რომელიც ცოტა ხნის წინ მამასთან ერთად თბილისში იმყოფებოდა, ქართულ მედიას ცილისწამებაში ადანაშაულებს. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, თბილისის აეროპორტში დმიტრი შილოვმა ვიდეო ჩაწერა და ტიკტოკის არხზე გაავრცელა. ვიდეოში ისმის მისი ფრაზა. ის გაკვირვებით ამბობს, რომ აქამდე არ იცოდა, რომ საქართველოში არ უშვებენ "აფხაზეთში ნამყოფებს". სადაო გახდა მისი ერთი წინადადება, რომელიც ვიდეოს სუბტიტრში ასე წერია: „აღმოჩნდა, რომ აფხაზეთში ჩასვლა არ შეიძლება, ჩვენ არც ვყოფ

19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სასულიერო პირი გირაოთი გაათავისუფლეს

ქობულეთში, 19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სასულიერო პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გელა ბაჟუნაიშვილს, იგივე მამა იობს პროკურატურა მკვლელობის შეუტყობინებლობას ედავება. ამის შესახებ ინფორმაციას ონლაინგამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს. მათი ცნობით, ამ საქმეზე სულ 7 ადამიანია ბრალდებული – განზრახ მკვლელობის ჩადენას გამოძიება მოკლულის მეგობარს ა. ბ.-ს ედავება, რომელსაც დღემდე ეძებენ. გამოძიების ვერსიით, 2023 წლის 18 მაისს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში 19 წლის გიო

ბერდია სიჭინავა - ჩინეთთან დაკავშირებით რასაც ვისმენთ ხელისუფლების მხრიდან, ეს არის ქვეყნის საგარეო კურსით ვაჭრობა. (ვიდეო)

”სტრატეგიული პროექტი- ანაკლია, რომელიც კონსტიტუციაშია ჩაწერილი 2017 წლიდან როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, არ უნდა გახდეს ვაჭრობის და კორუფციული გარიგების საგანი. ხოლო ჩინეთთან დაკავშირებით რასაც ვისმენთ ხელისუფლების მხრიდან, ეს არის ქვეყნის საგარეო კურსით ვაჭრობა.” ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი 364792473_210356398651933_830341494438583335_n.mp4

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება არც არანაირ ზეწოლასა და არც რეკომენდაციებს - ეს გადაწყვეტილება მთლიანად პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა

შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება არც არანაირ ზეწოლასა და არც რეკომენდაციებს - ეს გადაწყვეტილება მთლიანად პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა და არ ნაწილდება არც მის მრჩეველზე და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელზე ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნამაჰვანჰესის საქმეზე ჯგუფური ძალადობისთვის მსჯავრდებული პირებიდან ერთის ძმას, პრეზიდენტის მრჩეველი შეწყალების მი
×
×
  • შექმენი...