Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    987.767

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სალომე ზურაბიშვილი - დღეს საქართველოში ორი მხარე არ არსებობს, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება

აქ არ არის ორი საქართველო, ერთი საქართველოა და არიან ადამიანები, რომლებიც სიძულვილით დაშორდნენ საქართველოს და გახდნენ რეჟიმის წარმომადგენლები - ეს რეჟიმი დასრულდება, რადგან ყველა ქალაქში დგანან საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც არჩიეს, რომ სამშობლო უფრო უყვართ, ვიდრე ნებისმიერი პარტია,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს რუსული რეჟიმის ხელით საქართველოში დაპირისპირება შემო

სალომე ზურაბიშვილი - დღევანდელი დღე სიყვარულისა და სიკეთის სიმბოლოა - თქვენს ოჯახებსა და ჩვენს ქვეყანას კეთილდღეობას და სიყვარულს ვუსურვებ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მართლმადიდებელ მრევლს ქრისტესშობის დღესასწაულს ულოცავს. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, დღევანდელი დღე სიყვარულისა და სიკეთის სიმბოლოა. „ყველა ქართველს და მართლმადიდებელ ოჯახს მთელ მსოფლიოში, გილოცავთ შობას! დღევანდელი დღე სიყვარულისა და სიკეთის სიმბოლოა. თქვენს ოჯახებსა და ჩვენს ქვეყანას კეთილდღეობას და სიყვარულს ვუსურვებ. გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს!“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. იპნ

სალომე ზურაბიშვილი - დღევანდელი დღე მონუმენტური ეტაპია საქართველოსა და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის - ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა

ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა, რამაც დამსახურებულ კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “დღევანდელი დღე მონუმენტური ეტაპია საქართველოსა და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის! ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა, რამაც დამსახურებულ კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანა. საქართველოს ევროპულ ოჯახთან ხელახლა გაერთიანება შეუქცევადი პერსპექტივაა!” - წერს ზურაბიშვილი. იპნ

სალომე ზურაბიშვილი - დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის, სათქმელიც ითქვა: კანონი არაა ევროპული, არც მისი დაბრუნება წარადგება ევროპულ მიზანს!

დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის! სათქმელიც ითქვა: კანონი არაა ევროპული, არც მისი დაბრუნება წარადგება ევროპულ მიზანს! მეტი რა?!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ინიციატივას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პროტესტის ფონზე განიხილავს. იპნ

სალომე ზურაბიშვილი - დე ფაქტო პარლამენტი, დე ფაქტო მთავრობა დღეს ცდილობს შექმნას მმართველობის სურათი, როცა რეალურად, ქვეყანა არის გაჩერებული - თვითონაც იმალებიან

პარლამენტი არ პარლამენტობს, არის ჩაკეტილი კარების მიღმა. ერთპარტიული შეკრება არის, რომელიც რა გადაწყვეტილებებს ან რატომ იღებს, არავინ იცის,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ერთი პარტიის ხელშია. „ვისი ინსტრუქციით არის გადაწყვეტილებები მიღებული, ერთი ადამიანისგან საქართველოში თუ საქართველოს საზღვრებს მიღმა, ესეც აღარ ვიცით. ვინ, რატომ, სად ინიშნება დიდ ხანია არ ვიცით ან რატომ მოხსნეს

სალომე ზურაბიშვილი - დარწმუნებული ვარ, ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან, უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ სამიტში და სამიტის მონაწილეებს – უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს, ასევე სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრებს სიტყვით მიმართა. ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარე სამიტზე „ბუჩა – რუსეთის პასუხისმგებლობა უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე“ საქართველოს პრეზიდენტი ვიდეომიმართვით წარდგა. „პრეზიდენტო ზელენსკი, ძვირფასო საზოგადოებავ, ჩემთვის დიდი პატივია ამ სამიტში მონაწილეობა,

სალომე ზურაბიშვილი - დამისვეს კითხვა, არის თუ არა საჭირო ივანიშვილისთვის რაღაც გარანტიების მიცემა, ამაზე პასუხი არ მაქვს, თუკი მექნება, სადაც საჭიროა, იქ მივიტან

სიმართლეს გეტყვით, დამისვეს კითხვა, არის თუ არა საჭირო [ივანიშვილისთვის] რაღაც გარანტიების მიცემა? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა. პრეზიდენტის განმარტებით, მას აღნიშნულზე პასუხი არ აქვს, თუმცა, თუკი, „პასუხი ექნება, სადაც საჭიროა, იქ მიიტანს“. ამ კითხვის ავტორები იყვნენ თუ არა ევროპელი ლიდერები, კითხვაზე სალომე ზურაბიშვილი პასუხობს - „აღარ დავაზუსტებ“. პრეზიდენტმა ინტერვიუში ასევე ისაუბრა მოახლოებულ არჩევნებსა და „ქართუ

სალომე ზურაბიშვილი - გუშინ ღამით შეიარაღებული ბოროტმოქმედები შეამჩნიეს, რომლებიც სპეცრაზმს არაოფიციალურ დახმარებას უწევდნენ - რუსეთის გარდა, რომელ ქვეყანაში აქცევენ მასობრივ პროტესტს ალყაში?

რუსეთის გარდა, რომელ ქვეყანაში აქცევენ მასობრივ პროტესტს ალყაში? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „რუსეთის გარდა, რომელ ქვეყანაში აქცევენ მასობრივ პროტესტს ალყაში? როგორც წესი, მიზანი დაშლაა და არა განადგურება. გუშინ ღამით სპეცრაზმი თითოეულ დემონსტრანტს დაედევნა, რომელმაც გაქცევა მოახერხა და ცენტრიდან კილომეტრების მოშორებით მიაგნო“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. ასევე, საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ „მმართველი პარტია რეპრესიებს სულ უფრ

სალომე ზურაბიშვილი - გილოცავთ უკრაინას და მოლდოვას ამ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე! - დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერიც მალე შეუერთდება თქვენს რიგებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეთანხმებას ეხმაურება. „გილოცავთ უკრაინას და მოლდოვას ამ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე! გულწრფელად ვულოცავ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრეზიდენტ მაია სანდუს ამ მნიშვნელოვან მიღწევას. დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერიც მალე შეუერთდება თქვენს რიგებს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში.

სალომე ზურაბიშვილი - გასაგებია, რატომაც არის ხელისუფლების მიმართ უნდობლობა - ნუ გეშინიათ, რას იზამენ, ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ევროპულ გზასთან, დავადებ ვეტოს

გასაგებია რატომაც არის უნდობლობა ხელისუფლების მიმართ - ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ჩვენს ევროპულ გზასთან, დავადებ ვეტოს, მე ვარ თქვენი იმედით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ეამაყება საქართველოს ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ახალგაზრდობა. “ნუ გეშინიათ. ხელისუფლების მიმართ არის და გასაგებია რატომაც არის უნდობლობა ამ გზაზე და ნუ გეშინიათ რას იზამენ, რომელ კანონს შემოიტანენ თუ გაიტანენ - ნებისმ

სალომე ზურაბიშვილი - გამჭვირვალეობის პირველი მოთხოვნა ის არის, რომ ყველა დარწმუნებული უნდა ვიყოთ ვინ არიან ადამიანები მართლმსაჯულების სისტემაში და ვენდოთ მათ - როგორ უნდა ენდო, თუ მათ შესახებ ყველაფერი არ არის გამჭვირვალე?!

ბევრს გველაპარაკებიან გამჭვირვალობაზე... გამჭვირვალეობის პირველი მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ ყველა დარწმუნებული უნდა ვიყოთ ვინ არიან ეს ადამიანები მართლმსაჯულების სისტემაში, ვენდოთ მათ და როგორ უნდა ენდო, თუ მათ შესახებ ყველაფერი არ არის გამჭვირვალე?! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის შერჩევის საკითხზე განაცხადა. „ამ თვეში მე მევალება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრი წარვადგინო, ამისათვის პრეზიდენტის ადმინისტრა

სალომე ზურაბიშვილი - გამძლეობას ვუსურვებთ მამაც მეხანძრეებსა და კანადის ხელისუფლებას საზარელ ხანძრებთან ბრძოლაში, საქართველო კანადელი ხალხის გვერდით დგას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანადელ ხალხს თანადგომას უცხადებს. ზურაბიშვილი კანადაში ძლიერი ხანძრების შესახებ „ტვიტერზე“ წერს. „გამძლეობას ვუსურვებთ მამაც მეხანძრეებსა და კანადის ხელისუფლებას საზარელ ხანძრებთან ბრძოლაში. ამ რთულ დროს საქართველო კანადელი ხალხის გვერდით დგას“, – წერს ზურაბიშვილი. კანადაში, თითქმის ყველა პროვინციაში ტყის ხანძრებია, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.

სალომე ზურაბიშვილი - გადაწყვეტილება უცხოური აგენტების კანონზე რეაგირების მიზნით დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე გარკვეულწილად უჩვეულოა - დაივიწყეთ ძველი კანონები, მოითხოვეთ ახალი არჩევნები

ევროკავშირის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე უცხოური აგენტების კანონზე რეაგირების მიზნით, გარკვეულწილად უჩვეულოა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „მას შემდეგ საქართველომ უარესი განიცადა: მოპარული არჩევნები, ევროპული გზის შეჩერება, მასობრივი პროტესტი, ძალადობრივი რეპრესიები. დაივიწყეთ ძველი კანონები, მოითხოვეთ ახალი არჩევნები!”- წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირის საბ

სალომე ზურაბიშვილი - ბელგიას ევროკავშირის საბჭოს წარმატებულ თავმჯდომარეობას ვუსურვებ!

ბელგიას ევროკავშირის საბჭოს წარმატებულ თავმჯდომარეობას ვუსურვებ! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) წერს. „მოუთმენლად ველი თანამშრომლობის გაძლიერებას ამ ვადის განმავლობაში, მაშინ, როცა საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე პროგრესს განიცდის", - წერს ზურაბიშვილი.   იპნ

სალომე ზურაბიშვილი - ბედნიერი ვარ, რომ დაბადებული ვარ 18 მარტს და არა 5 მარტს, თორემ ვიღაცები კიდევ რაღაცას დამაბრალებდნენ

ბედნიერი ვარ, რომ დაბადებული ვარ 18 მარტს და არა 5 მარტს, თორემ ვიღაცები კიდევ რაღაცას დამაბრალებდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც დაბადების დღის მილოცვისთვის მადლობას იხდის. „დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ამდენი მოლოცვისთვის, ამდენი სითბოსთვის, ამდენი კეთილი სურვილისთვის. მინდა, ასევე, გითხრათ, რომ მე ვარ დღეს ძალიან ბედნიერი, ბედნიერი იმითაც, რომ ვარ დაბადებული 18 მარტს და არა 5 მარტს, თორემ ვიღაც

სალომე ზურაბიშვილი - ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება აშშ - თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, რათა ნატო-ში ინტეგრაციაში წინ წაგვწიოთ და უსაფრთხოების მეტი გარანტიები მივიღოთ

ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ამერიკის შეერთებული შტატები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ისტორიის ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში თქვენი მხარდაჭერა გვექნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. „მინდა ყველას აშშ-ისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე მოგილოცოთ. ეს საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი დღეა. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ეს ასე არ ჩანს, ჩვენ ვიცით, გვესმის და ვაფასებთ, რომ აშშ ჩვენი დამოუკ

სალომე ზურაბიშვილი - აქ ვარ და აქ ვიქნები, არსად მივდივარ - თუ ვინმეს ქვეყანაში მშვიდობა უნდა, თუ ვინმეს უნდა, რომ კრიზისიდან რაიმე ფორმით გამარჯვებულები გამოვიდეთ, არსებობს ერთადერთ გზა, არჩევნების გზა

აქ ვარ და აქ ვიქნები, არსად არ მივდივარ, იმიტომ, რომ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა არის ახალი არჩევნები. „ამბობენ, რომ არ ვიცით, რა მოთხოვნა დგას ამ პროტესტის უკან. ეს უზარმაზარი პროტესტი არის მხოლოდ ერთი რამისთვის, დაინიშნოს ახალი არჩევნები. იმიტომ, რომ სხვა მშვიდობიანი გზა არ არსებობს, სხვა

სალომე ზურაბიშვილი - არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არცერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ - რეალური ომის პარტია ერთია: რუსული იმპერიალიზმი - მაოცებს, რომ მიწევს ვიღაცები დავარწმუნო ფაქტში, ვინაა მტერი და ვინაა მეგობარი

არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არცერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ - რეალური ომის პარტია ერთია: რუსული იმპერიალიზმი - მაოცებს ის ფაქტი, რომ მიწევს ვიღაცები დავარწმუნო იმ ფაქტში, ვინაა მტერი და ვინაა მეგობარი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროპული კავშირი თავისი არსითა და იდეით შექმნილია მშვიდობისთვის და „ის, ვინც ამ გზას საბოტაჟს უწყობს და აზიანებს, ის ფეხქ

სალომე ზურაბიშვილი - არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ - დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი და დემოკრატია

არსად არ მივდივარ. არ გადავდგები, არ გადმოვდგები. ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა. მისივე თქმით, დღეს საქართველოს ევროპული მომავალი და დემოკრატია ერთი ქვით მოკლეს. „არსად არ მივდივარ. არ გადავდგები, არ გადმოვდგები. ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. დღეს ერთი ქვით მო

სალომე ზურაბიშვილი - არ მგონია, რუსეთი ახლა შემოიჭრას საქართველოში, მაგრამ შეიძლება, დროის რაღაც მომენტში გაუჩნდეს ცდუნება, ქულები დაიწეროს საქართველოში, ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად

მე ვიყავი შეშფოთებული, ისევე როგორც მთელი მსოფლიო და შეიძლება, უფრო მეტადაც კი. ჩემს გუნდთან ერთად, მთელი ღამე ვადევნებდით თვალს ახალ ამბებს. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩემს შეგრძნებასთან, რომ ბირთვული ბალანსი კარგად მუშაობს დღეს და ამ ხაზს, რომელიც დაცულია ნატო-ს მიერ, ყველა ძალიან უფრთხილდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა. სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა რეაქციაზე, რომელიც სა

სალომე ზურაბიშვილი - ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ქვეყნისა და მოსახლეობის არჩეულ გზას

ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. „საგანგაშოა პარლამენტის წევრის მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება. ქვეყნის უზენაესი კანონი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსა

სალომე ზურაბიშვილი - ამერიკის იმედი უნდა გვქონდეს ხვალაც, ვინაიდან უკრაინა მოიგებს, მისი სუვერენიტეტი აღდგება და მაგ მომენტში სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა იყოს, რათა მსოფლიოს ახალი წესრიგი შეიქმნას

თქვენი იმედი უნდა გვქონდეს ხვალაც, ვინაიდან უკრაინა მოიგებს, უკრაინის სუვერენიტეტი აღდგება და მაგ მომენტში სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა იყოს, რათა მსოფლიოს ახალი წესრიგი შეიქმნას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. „თქვენი იმედი უნდა გვქონდეს ხვალაც, ვინაიდან უკრაინა მოიგებს, უკრაინის სუვერენიტეტი აღდგება და მაგ მომენტში სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა იყოს, რათა მსოფლიოს ახალი წესრიგი შეიქმნას. მსოფლი

სალომე ზურაბიშვილი - ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას, საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე - მათი რეაქცია არის მხოლოდ პატარა კაცების პატარა ბოღმა

ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას, ხოლო შემდგომ უკვე „ოცნების“ მიერ გამართლებული იყო ძალადობა პრეზიდენტის მიმართ , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აეროპორტში მასზე განხორციელებულ თავდასხმას, კერძოდ კვერცხების სროლის ფაქტს ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა და მოითხოვა გამოძიება. მან თავდასხმა შეაფასა "პატარა კაცების პატარა ბოღლად" და განაცხადა, რომ "ქართული ოც

სალომე ზურაბიშვილი - 2024 წლის ოლიმპიადაზე ვლოცულობ - იმედი მაქვს, რომ საფრანგეთი აიღებს ოქროს მედალს და ფრანგ-ქართველი მხეიძე მოიგებს ძიუდოს ფინალს

იმედი მაქვს, რომ ფრანგ-ქართველი მხეიძე მოიგებს ოქროს მედალს და სარდალაშვილი აიღებს ბრინჯაოს, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “2024 წლის ოლიმპიადაზე ვლოცულობ და იმედი მაქვს, რომ საფრანგეთი აიღებს ოქროს მედალს და ფრანგ-ქართველი მხეიძე მოიგებს 60 კილოგრამ [წონით კატეგორიაში] ძიუდოს ფინალს და პირველ ქართულ მედლისთვის (ბრინჯაოსთვის) გიორგი სარდალაშვილი მოიგებს პლეი-ოფს იმავე შეჯიბრში. ვამაყობ ორივეთი,” - წერს ზურაბიშვილი.   იპნ

სალომე ზურაბიშვილი - 2024 წელს რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე მუდმივი, გაუმართლებელი თავდასხმებით იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალი წლის დღეებში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ მასიურ შეტევებს ეხმაურება. „ახალ, 2024 წელს რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე მუდმივი, გაუმართლებელი თავდასხმებით იწყებს. ახლა, როცა სადღესასწაულო დღეები უნდა იდგას, საქართველოს უკრაინის მიმართ სოლიდარულია“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).   იპნ
×
×
  • შექმენი...