Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    898.443

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სალომე ზურაბიშვილი - ფემიციდი არის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პრობლემა, რასაც უნდა მივხედოთ არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ კანონმდებლობით, საჭიროა ბევრად მკაცრი კანონმდებლობა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ფემიციდი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პრობლემაა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საჭიროა ბევრად მკაცრი კანონმდებლობა. „ჩვენი სოციალური პრობლემებიდან ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძაფრია, რომელიც არსებობს დღეს და ამას უნდა მივხედოთ, არა მხოლოდ განცხადებებით და სიტყვიერად, არამედ კანონმდებლობით. საჭიროა, მიღებულ იქნას ახალი, ბევრად მკაცრი კანონმდებლობა, რომელიც ისე დაადგენს ამის კრიმინალიზაციას, რომ ამ კუთხით უკვე ნამდვილად პრევენციული ზ

სალომე ზურაბიშვილი - ფაქტობრივად, „რუსულ არჩევნებამდე“ მივედით - ეს არ იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, მასობრივად გაყალბდა არჩევნები, ძალიან მაღალ, დახვეწილ დონეზე

ფაქტობრივად, „რუსულ არჩევნებამდე“ მივედით. ეს არ იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, რასაც ვხედავთ ხოლმე არჩევნებზე-პოლიციას ვერ იპოვიდით არჩევნების დროს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, არჩევნების დროს მომხდარ ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან საუბარი სურდა, თუმცა ვერ დაუკავშირდა. „ფაქტობრივად, „რუსულ არჩევნებამდე“ მივედით. ეს გახლავთ არჩევნები, რომელიც სისტემატ

სალომე ზურაბიშვილი - ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნე ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რათა ქართველმა ხალხმა თავი იზოლირებულად არ იგრძნოს

პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი ევროპული გზის დაჩქარებისათვის ქართველი ხალხის ერთგულება , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტთან „ხაზგასმით აღვნიშნე ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რათა ქართველმა ხალხმა თავი იზოლირებულად არ იგრძნოს მაშინ, როცა 26 ოქტომბერს ისინი საკუთარ ევროპულ არჩევანს გააკეთებენ”, - წერია პრეზიდენტის განცხადებაში. შეგახსენებთ, საქართველოს

სალომე ზურაბიშვილი - უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი - ევროპა თუ რუსეთი - გადაწყვეტილების დღე მოგვიახლოვდა, დღე არჩევანისა და გადარჩენის

ის კი მართალია, რომ უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი - ევროპა თუ რუსეთი, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს დანიშნა. მისი თქმით, გადაწყვეტილების დღე მოგვიახლოვდა, „დღე არჩევანის, დღე გადარჩენის“. "დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, როცა მოქალაქე ირჩევს, თუ რომელი პოლიტიკური ძალა არის მის მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოს, არამე

სალომე ზურაბიშვილი - უმკაცრესად ვგმობ თავდასხმას ოდესაზე, ეს არის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეში დარღვევა

ოდესაზე და მის მშვიდობიან მცხოვრებლებზე თავდასხმა არის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეში დარღვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერზე“ დაწერა. ზურაბიშვილის თქმით, ოდესაზე თავდასხმა არის რუსეთის მორიგი სამხედრო დანაშაული. „რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაული, უმკაცრესად ვგმობ თავდასხმას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე – ოდესაზე და მის მშვიდობიან მცხოვრებლებზე, ეს არის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეში დ

სალომე ზურაბიშვილი - უკრაინის წინააღმდეგ ომი ნამდვილად არის ომი დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ

უკრაინის წინააღმდეგ ომი ნამდვილად არის ომი, დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ ,,დემოკრატიის სამიტზე“ გამოსვლისას აღნიშნა. მისივე თქმით, ომი უკრაინაში არის შეხსენება უძველესი და ხანგრძლივი იმპერიალისტური ამბიციების მქონე შეუზღუდავი ავტორიტარული რეჟიმების შედეგების შესახებ. „არცერთ ჩვენგანს არ ესმოდა, რომ მსოფლიო დადგებოდა უფრო პირდაპირი, სასტიკი და ყოვლისმომცველი გამოწვევის წინაშე უკ

სალომე ზურაბიშვილი - უკრაინის ტანჯვის შედეგად მიღებულმა ევროპულმა პერსპექტივამ დახურა დისკუსია, რომ ევროკავშირის საზღვრები გეოგრაფიამ უნდა გვიკარნახოს

ის პერსპექტივა, რომელიც ჩვენ მოგვცეს უკრაინის ტანჯვის შედეგად და მადლიერნი ვართ ჩვენ ამის, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რადგან ის ხურავს იმ დებატებს, კამათს, რომელიც მუდმივად გრძელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ გეოგრაფიამ უნდა გვიკარნახოს ევროკავშირის საზღვრები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის გამართულ წინასაახალწლო მიღებაზე განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის გამოწვევე

სალომე ზურაბიშვილი - უკრაინელების გამარჯვება განაპირობებს მსოფლიოს ხვალინდელ დღეს, მათი და ყველა ჩვენგანის თავისუფლებას

უკრაინელების გამარჯვება განაპირობებს მსოფლიოს ხვალინდელ დღეს, მათი და ყველა ჩვენგანის თავისუფლებას , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში დაუნდობელმა აგრესიამ რუსეთის იმპერიალიზმის ხასიათი ყველასთვის გამოააშკარავა და „საფრთხის ახალი აღქმა გამოიწვია“. „21-ეს საუკუნეში აგრესიული იმპერიალიზმი, რაც არ უნდა ანაქრომულად ჟღერდეს, ახალი სისასტიკით და დაუნდობლო

სალომე ზურაბიშვილი - უკრაინასთან მიმართებით ვერც დიპლომატია გამოვიჩინეთ, ვერც გონიერება და ვერც ჩვენთვის შესაფერისი ისტორიული სოლიდარობა

უკრაინასთან მიმართებით ვერც დიპლომატია გამოვიჩინეთ, ვერც გონიერება და ვერც ჩვენთვის შესაფერისი ისტორიული სოლიდარობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ბოლო ორი წლის რიტორიკით და ქმედებებით ხელისუფლებამ თავის 9-წლიან მმართველობას გეზი შეუცვალა ხალხის და ამომრჩევლის ნებას და მანდატს გადაუხვია. „დიახ, ჩვენ ვუერთდებით გაერო-ში რეზოლუციებს, თუმცა ყველა სხვა მორალური, პოლიტიკური

სალომე ზურაბიშვილი - ტყუილ-მართლის ტოტალური ინვერსიის და ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა, როცა შენი ქვეყნის რეპრესიის კრიმინალურ ვერტიკალს „ღირსების“ ორდენით დაჯილდოებას უპირებ!

ტყუილ-მართლის ტოტალური ინვერსიის და ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა, როცა შენი ქვეყნის რეპრესიის კრიმინალურ ვერტიკალს “ღირსების” ორდენით დაჯილდოებას უპირებ! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, სახელმწიფოსგან მუდმივი ტყუილი საბჭოთა კავშირის მართვის მთავარი ხერხი იყო. “სახელმწიფოსგან მუდმივი ტყუილი შიდა პოლიტიკაზე, სოციალურ მდგომარეობაზე და გარე სამყაროზე იყო საბჭოთა კავშირის მართვის მთავარი ხ

სალომე ზურაბიშვილი - ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოს დღეს მხარდაჭერა სჭირდება, დარწმუნებული ვარ, რომ ის საქართველოს ძლიერი მოკავშირე იქნება

ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოს დღეს მხარდაჭერა სჭირდება, დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი საქართველოს ძლიერი მოკავშირე იქნება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე - რა უნდა გაიგონ ამერიკელებმა, რომლებმაც შეიძლება ბოლომდე არ იციან ეს საკითხი, იმ საქართველოს მთავრობის რისკზე, რომელიც რუსეთის, ირანისა და ჩინეთის მოკავშირეა? - ზურაბიშვილმა უპასუხა: „[რუსეთის, ირანისა და ჩინეთის მოკავშირე საქართვ

სალომე ზურაბიშვილი - ტერორი საქართველოში - კვლავ თვითნებური დაპატიმრებები

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ტერორი და თვითნებური დაპატიმრებები გრძელდება. „ტერორი საქართველოში - კვლავ თვითნებური დაპატიმრებები, მათ შორისაა სტუდენტური მოძრაობა “სტუდენტები თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკო მანაგაძე“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე. იპნ

სალომე ზურაბიშვილი - სრულიად მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული განცხადება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „სრულიად მიუღებლად“ მიიჩნევს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ახალგაზრდებთან დაკავშირებით. პრეზიდენტის თქმით, შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ „თანამდებობა ვინმეს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას ანიჭებს“. „სრულიად მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული ბოლო განცხადება. შეიძლება ხელისუფლ

სალომე ზურაბიშვილი - სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომ თანამშრომლებთან შეხვედრისთვის! - აპირებენ რეორგანიზაციით გაუშვან ყველა, ვინც პროტესტს ხელს აწერს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სირცხვილია, როცა თანამშრომლებთან შეხვედრის მიზეზით, ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა სამინისტროში ფარულად შედის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება. „სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომც და თანამშრომლებთან შეხვედრისთვ

სალომე ზურაბიშვილი - საჭიროა, ვებრძოლოთ რეპრესიულ სისტემას - ჩვენი, ყველას მოვალეობა, რომ ვიყოთ სოლიდარულები მათ მიმართ, ვინც დღეს გისოსებს მიღმაა, ვინც გათავისუფლებულია საჯარო სამსახურებიდან

ეს არის ჩვენი ყველას მოვალეობა, რომ ვიყოთ სოლიდარულები მათ მიმართ, ვინც არიან დღეს გისოსებს მიღმა და მალე გამოვლენ, ვინც დღეს არის გათავისუფლებული საჯარო სამსახურებიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, პროტესტში ჩართულ ყველა ადამიანს სჭირდება თანადგომა და ერთიანობა. “საჭიროა, რომ ვებრძოლოთ რეპრესიულ სისტემას - ეს ნიშნავს იმ ფონდების გაძლიერებას, რომლებიც ემსახურებიან ადამიანებს, რომლე

სალომე ზურაბიშვილი - საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების - მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის

ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების - მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გავრცელებულ მიმართვაში. პრეზიდენტის განცხადებით, დღეს, ჩვენი მთავარი მოვალეობა ის კი არ არის, რომ „მაინც და მაინც ყოველ დღე ვიდგეთ სადმე“, არამედ მთავარი მოვალეობაა ახალი არჩევნებისთვის მომზადება. „საჭიროა, რომ ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩ

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში ყველა ინსტიტუტი ერთი პარტიის ხელშია და ეს პარტია ერთი პირის ხელშია, რომელიც ძალიან არის დაკავშირებული რუსეთთან

ამ დროისთვის არ არსებობს საქართველოში ინსტიტუტი, რომელიც მმართველი პარტიისგან დამოუკიდებელია. ყველა ინსტიტუტს: მთავრობას, პარლამენტს, ყველა სასამართლოს, ცენტრალური ბანკის, ცენტრალური საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობენ მმართველი პარტიის მიერ დანიშნული ადამიანები და დაკომპლექტებულია მმართველი პარტიისთვის მისაღები ადამიანებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „არჩევნებამდე, დე ფაქტო მმართველმა, ბატონმა ივანიშვილმა გა

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებელია უსაფრთხოების თვალსაზრისით

საქართველოსთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ევროპასთან ჩვენი კავშირის უდიდეს ინტერესშია, რომ რუსეთი ექსკლუზიური ძალა არ იყოს შავ ზღვაში, რასაც ის ცდილობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე: „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ განაცხადა. კითხვაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების გამო. „ეს არის აუცილებლობ

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობების ასეთი პოზიტიური განვითარება, თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უფრო მყარ საფუძველს ქმნის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მიესალმა პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ახლო მომავალში შედგება. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრული, პარტნიორული ურთიერთ

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს სურს, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს, ეს არის ისტორიული არჩევანი, ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს - ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია

მე თქვენ წინაშე ვარ და გამოვდივარ ამ გზავნილით - ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია, რადგან ის ემყარება ჩვენს ღირებულებას, ჩვენს ისტორიას, ჩვენს ბრძოლას, შემართებას, ჩვენს ხედვას ევროპული მომავლისთვის, საქართველო კვლავ შეუერთდეს თავის ევროპულ ოჯახს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფს იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა მივმართო ამ ას

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს მოსახლეობა არასდროს მისცემს საშუალებას მთავრობას, რომელიც აშკარად პრორუსულია, კვლავ მის მთავრობად დარჩეს

ნათელია ის, რომ საქართველოს მოსახლეობა არასდროს მისცემს საშუალებას მთავრობას, რომელიც აშკარად პრორუსულია, კვლავ მის მთავრობად დარჩეს, რადგან ეს ეწინააღმდეგება მის ძირითად ეგზისტენციალურ არჩევანს, რომელსაც საქართველო მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის აკეთებს და რომელიც არ შეიცვლება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწე

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს არ შეუწყვეტია პროევროპელობა - ევროპასთან საერთო ღირებულებები გვაქვს და სწორედ ამ ღირებულებების გამო გვაქვს ევროპული ბედი

საქართველოს არ შეუწყვეტია პროევროპელობა. ევროპასთან საერთო ღირებულებები გვაქვს და სწორედ ამ ღირებულებების გამო გვაქვს ევროპული ბედი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა პარიზში, ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ჩვენების გახსნისას განაცხადა, მთავრობამ ივანიშვილი მეთაურობით „პრაქტიკულად ომი გამოუცხადა ჩვენს 30 წლის პარტნიორებსა და მეგობრებს იმისთვის, რომ მოსკოვის გვერდით დამდგარიყო“. „ჩვენ შევიკრიბეთ დღეს,

სალომე ზურაბიშვილი - საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება, ეს იქნება ევროპის სიძლიერისა და ერთობის კიდევ ერთი დადასტურება

დღეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება არის ჩვენი უალტერნატივო მიზანი - დიახ, საქართველო და ქართველი ხალხი დიდ ევროპულ ოჯახში ისტორიული ადგილის დაბრუნებას იმსახურებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ და ქართველმა ხალხმა ევროპული ფასეულობებისადმი თავისი ურყევი ერთგულება არაერთხელ დაამტკიცა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის მოს

სალომე ზურაბიშვილი - საქართველო ხვალ შეიძლება ამერიკის დიდი წარმატება, ან დიდი პრობლემა იყოს კავკასიის რეგიონში - ჩვენ გვჭირდება ამერიკა, მაგრამ, ვფიქრობ, ამერიკასაც ვჭირდებით

საქართველო ხვალ შეიძლება ამერიკის დიდი წარმატება, ან დიდი პრობლემა იყოს კავკასიის რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. „[ტრამპის ადმინისტრაციის მომავალ წევრებთან] ეს ოფიციალური შეხვედრები არ იყო, ეს შეხვედრები იყო მიღებებზე, რომლებიც ინაუგურაციამდე ხდება, რათა მათ ყურამდე მიგვეტანა საქართველო და პირველი კონტაქტები დაგვეწყო. ვინაიდან საქართველო ხვალ შეიძლება ამერიკის დიდი წარმატება ან ამერიკისთვის დიდ

სალომე ზურაბიშვილი - საქართველო თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნდება

საქართველო თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნდება , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “მადლობა, შარლ მიშელ, საქართველოს ურყევი ევროპული გზისადმი მუდმივი მხარდაჭერისთვის და ჩვენი საერთო ევროპული მომავლისთვის ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერისთვის. საქართველო თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნდება”, - წერს ზურაბიშვილი.
×
×
  • შექმენი...