Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.581
  • comments
    0
  • views
    767.827

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლი" დააწინაურა [VIDEO]

სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლი" "ატალანტას" ეთამაშება.   მატჩის 58-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ "პარტენოპეი" დააწინაურა.       ავტორი  :გიორგი ღვინიაშვილი     kvara-451359.mp4

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა

ხვიჩა კვარაცხელია ქართველ სტუდენტებს და შოთა არველაძეს შეხვდა

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში ქართველ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც იტალიაში შოთა არველაძის, ძმები არველაძეების ფონდის და მათი პარტნიორების დახმარებით ჩავიდნენ. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელის მიზანი იყო, ნეაპოლში 12 საუკეთესო შედეგის მქონე აბიტურიენტი „ნაპოლის“ და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის დასწრებოდა. სამწუხაროდ, ხვიჩა ტრავმის გამო ბოლო მატჩებს ვერ თამაშობს, მაგრამ სტუდენტები იტალიაში გაემგზავრნენ და „ნაპოლის“ ქართველ ლიდერს შეხვენენ. ხვიჩა არველაძეს სასტუმრ

ხვიჩა კვარაცხელია FIFA-ს 2023 წლის საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის მოხვდა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და „ნაპოლის” თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია FIFA-ს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელების ტოპ ათეულშია. ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება. ხვიჩა კვარაცხელია 7 ქულით სიაში მე-10 ადგილზე გავიდა. 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად კი ლიონელ მესი დასახელდა. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონია – „The Best FIFA Football Awards 2023“ ლონდონში გაიმართა. საუკეთესოთა დაჯილდოებაზე რჩეულებს ეროვნულ ნაკრებთა კაპიტნები, მწვრთ

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლი“ - „მილანის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრაში მიზანს ვერ მიაღწია (1:1) და გათამაშებას დაემშვიდობა. ამის მიუხედავად, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ავტორიტეტულმა საერთაშოროსო საფეხბურთო ანალიტიკურმა გვერდებმა მაინც ქართველი ფეხბურთელი დაასახელეს. Whoscored-მა კვარაცხელიას 8.2 ქულა დაუწერა, როდესაც გამარჯვებული „მილანის“ შეტევის ლიდერის, რაფაელ ლეაოს თამაში 8.0 ქულით შეაფასა. რაც შეეხება მეორე საერთაშორისო გვერდს, Sofascore-ს, მან ქართველის გრაფაში

ხვიჩა კვარაცხელია - ჩვენი მიზანი შევასრულეთ, დადებითად შევაფასებ მთლიანად ამ თამაშს და პერფორმანსს

დღეს მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, ჩეხეთის ნაკრებთან 4:1 მოგება, ჩემი აზრით, დადებითია, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის მოგების შემდეგ განაცხადა. როგორც კვარაცხელიამ განაცხადა, საქართველოს ნაკრები ალბანეთთან თამაშის მოგებასაც შეეცდება. „რაც დღეს, ბიჭებმა აჩვენეს, ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი იყო... ვილიმ [სანიოლი] ტაქტიკურად მოგვცა ის დავალებები, რომელიც უნდა გაგვეკეთებინა და ჩვენც შევასრულეთ. ვფიქრობ, პირველ ტაიმში ჩვენი მიზანი შევასრულეთ, დ

ხვიჩა კვარაცხელია - საქართველოს გზა ევროპაშია. ევროპული გზა გვაერთიანებს!! წინ ევროპისკენ!! მშვიდობა საქართველოს!

„საქართველოს გზა ევროპაშია. ევროპული გზა გვაერთიანებს!! წინ ევროპისკენ!! მშვიდობა საქართველოს“, - წერს ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია - სანამ შანსი 1% მაინც გვაქვს, ყველა გუნდთან ვიბრძოლებთ ბოლომდე და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია

ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს საქართველოში ვთამაშობდი და ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს, - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრმა, ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ განაცხადა. როგორც კვარაცხელიამ აღნიშნა, საქართველოს ნაკრები მოგებასთან ძალიან ახლოს იყო. „ჩეხებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა, ალბათ ამიტომაც არის საუკეთესო მეკარე. რაც შეეხება დანარჩენს, ვფიქრობ, ჩვენც გვქონდა მომენტი და ბოლოს, საერთოდ მოგება შეგვეძლო. სანამ

ხვიჩა კვარაცხელია - მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი - შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს - დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა!

მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი - მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, საქართველო ქართველ ხალხს ეკუთვნის და მათზე მაღლა არავინ დგას. „მოგესალმებით, ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პო

ხვალიდან მანქანების განმეორებითი ინსპექტირება ფასიანი ხდება

2023 წლის 1 თებერვლიდან სატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ინსპექტირება ფასიანი ხდება. ამ დრომდე ეს მომსახურება უფასო იყო და ტექნიკური ინსპექტირების კომპანიები ვალდებული იყვნენ, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე შეემოწმებინათ სატრანსპორტო საშუალებები, ისევ ჰქონდათ თუ არა ხარვეზი. ფასის დაწესების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 9 დეკემბერს მიიღო. დოკუმენტს ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზ

ხვალ, პარლამენტთან, აქცია სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება

17 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქცია სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე, დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან თავად მოჰყვებიან, რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე. ამასთან, იურისტები საზოგადოებას გააცნობენ მომხდარის სამართლებრივ შეფასებას, ხოლო ორგანიზატორები შესთავაზებენ ხედვას, თუ როგორ უნდა მივიდნენ ხელახალ და სამართლიან არჩევნებამდე. გარდა ამისა, ხვალ

ხვალ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება

ხვალ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. ბრიუსელში, არაფორმალურ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავენ. შეხვედრას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც დაესწრება. მოგვიანებით, მინისტრები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან თურქეთსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს გა

ხვალ, 11 ნოემბერს პრეზიდენტი EU-ის 8 ქვეყნის დელეგაციას შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 11 ნოემბერს, ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდება. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ გაიმართება პრესკონფერენცია. თბილისში ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის – ფინეთის (ჯუკა კოპრა), შვედეთის (ერიკ ოტოსონი), საფრანგეთის (ფრედერიკ პეტიტი), ლიეტუვის (ჟიგიმანტას პავილიონისი), ლატვიის (ინარა მურნიესი), ესტონეთის (მარკო მიკელსონი), პოლონეთისა (მიხალ კამინსკი)

ხვალ საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პირველი საპარლამენტთაშორისო კონფერენცია გაიმართება

საქართველოს პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით პირველად ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლები ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, მონტენეგროდან, სერბეთიდან და ჩრდილოეთ მ

ხვალ რომ არჩევნები იყოს, 25% „ქართულ ოცნებას”, 13% - „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა ხმას - IRI

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები რომ ხვალ იყოს, გამოკითხულთა 25% „ქართულ ოცნებას“, ხოლო 13% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა მხარს. რაც შეეხება სხვა პარტიებს: „საქართველოსთვის“ – 4% (4% მეორე არჩევანი) „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3% (4% მეორე არჩევანი) „ხალხის ძალა“ – 1% (5% მეორე არჩევანი) „ლელო“ – 2% (4% მეორე არჩევანი) „გირჩი“– 3% (2% მეორე არჩევანი) გირჩი&დროა – ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია – 2

ხვალ კულტურის სამინისტროში კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრა გაიმართება

ხვალ, 29 სექტემბერს, 16:00 საათზე, კულტურის სამინისტროში კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე იქნებიან ქართული მრავალხმიანობის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელები და სხვა წარმომადგენლები. უწყების განცხადებით, სამინისტროში შეხვედრას გაუძღვება მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია. შეხვედრას ასევე დაესწრება სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გუგა მირიანაშვილი. „საქართველოს კულტურის,

ხვალ დილის 11 საათიდან მოქალაქეები პარლამენტის უკან შეიკრიბებიან

ხვალ, 28 მაისს, რუსულ კანონზე ვეტოს განხილვის პარალელურად, პარლამენტთან მოქალაქეები დილიდან შეიკრიბებიან. პარლამენტის უკან 11 საათიდან მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდებს ახალგაზრდული მოძრაბა „დაფიონი“. „ამ ეტაპზე არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ხვალ საქართველოს დაცვა რუსული კანონისგან და რეჟიმისგან, ამიტომ ხვალ ყველა ჩვენგანი უნდა ვიყოთ პარლამენტის უკან. გადავდოთ ყველა საქმე საქართველოს დასაცავად“, – წერს „დაფიონი“. მოქალაქეებს დილის 12 საათიდან პარლამენტის უკან მისვლისკენ მოუწო

ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონია, თიბილაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეტლით ფარიკაობაში, საქართველოს ნაკრებმა მორიგი მედლები რაპირით ასპარეზობაში მოიპოვა. ტურნირის ნახევარფინალში ირმა ხეცურიანმა უკრაინელ ოლგა იესინას 15:2 მოუგო. ფინალში ასეთივე ანგარიშით იტალიელი ბიაჯინი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამავე შეჯიბრზე ნინა თიბილაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უნგრელი ამარელა ვერესი 15:3 დაამარცხა და კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოს ეტლით მოფარიკავე

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში აცხადებენ, რომ დაჭრილი კურიერის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, მაია მახარაშვილის ინფორმაციით, გუშინ, თბილისში დაჭრილი „გლოვოს“ კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც მან აღნიშნა, პაციენტს დაზიანებები კიდურებზე აქვს მიყენებული, ამასთან, კლინიკაში რჩება, რადგან შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს. "მდგომარეობა სტაბილურია. დაზიანებული აქვს ფეხები. კლინიკაში რჩება, რადგან შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს“, - აღნიშნავს მაია მახარაშვილი. ინფორმაციისთვის, გუშინ, თბილისში "გლოვოს" კურ

ხეჩინაშვილის კლინიკის მენეჯერის ინფორმაციით, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი ორი პირიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა

სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური მენეჯერის, რეანიმაციული განყოფილების გამგის, ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი ორი პირიდან ერთ-ერთის, გივი მარგველაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნიკოლოზ კვაჭაძემ განუცხადა, პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს. „ამ ეტაპზე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციის განყოფილებაში. კლინიკაში შემოს

ხერსონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა

ხერსონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. დაშავებულია 55 ადამიანი, მათ შორის 18 მძიმე მდგომარეობაშია. დაშავებულთა შორის 6 წლის ბავშვიცაა. თავდასხმა რუსულმა ძალებმა ქალაქზე დღეს დილით განახორციელეს. მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ფაქტის ამსახველი ფოტომასალა გაავრცელა.   ავტორი - სალომე თორაძე

ხერსონის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ გაუხსნა ცეცხლი ქალაქ ხერსონს

ხერსონის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ გაუხსნა ცეცხლი ქალაქ ხერსონს. ამის შესახებ ტელეგრამარხზე წერს ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარე იური სობოლევსკი. „ისევ დარტყმები, ისევ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. არიან დაჭრილი სამოქალაქო პირები, მათ უტარდებათ სამედიცინო დახმარება“ – წერს სობოლევსკი ტელეგრამში. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობა, დაღუპულების შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ არის დადასტურებული.   ავტორი - ლევან ახალაია

ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იური სობოლევსკი - მზად ვართ აღვადგინოთ რუსი ოკუპანტების მიერ გაძარცული და დანგრეული დეოკუპირებული ხერსონის ოლქი

თუ რა ვითარებაა დღეისათვის ქალაქ ხერსონსა და ხერსონის ოლქის დეოკუპირებულ დასახლებულ პუნქტებში, „ინტერპრესნიუსი“ ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, იური სობოლევსკის ესაუბრა.   - ბატონო იური, გილოცავთ ქალაქ ხერსონისა და ხერსონის ოლქის დეოკუპაციას. მიუხედავად იმისა, რომ თქვენთან საუბარს არ ვაპირებთ ხერსონის ოლქში სამხედრო მდგომარეობაზე და სამხედრო თვალსაზრისით სამხედრო გეგმებზე, თქვენთან დაკავშირება მაინც გადავწყვიტეთ. კი ვნახეთ როგორ ზეიმობთ ხერსონისა და ხერსონის ოლქის გ

ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ზელენსკის - ბატონო პრეზიდენტო, ქალაქის და ოლქის სამხედრო ადმინისტრაციებმა მოვალეობის შესრულება დაიწყეს

ხერსონში უკრაინული ქალაქისა და ოლქის ადმინისტრაციებმა მუშაობა დაიწყეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე იაროსლავ იანუშევიჩი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისადმი მიმართულ ვიდეოში აცხადებს. მინი ინფორმაციით, ხერსონში ქალაქისა და ოლქის კანონიერი ადმინისტრაციების გარდა, მუშაობა დაიწყეს ასევე ეროვნულმა პოლიციამ და უსაფრთხოების სამსახურმა. “ბატონო პრეზიდენტო, თქვენი დავალებით, მოგახსენებთ. ქალაქში მოვიდნენ და მოვალეობის შესრულება დაიწყეს

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - ნოვა კახოვკას კაშხლის კოლაფსის შემდეგ, 1400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ნოვა კახოვკას კაშხლის კოლაფსის შემდეგ, 1400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა ხერსონის რეგიონში, - ამის შესახებ ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ პროკუდინმა განაცხადა. მისივე თქმით, 1800-ზე მეტი სახლი მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე დაიტბორა. პროკუდინის განცხადებითვე, წყლის დონე მოსალოდნელია, რომ შემდეგ 20 საათში, კიდევ ერთი მეტრით გაიზარდოს. „დატბორვის ინტენსივობა მცირდება, თუმცა, კაშხლის მნიშვნელოვანი დაზიანების გამო, წყალი დინებას გა
×
×
  • შექმენი...