საქართველოს პრეზიდენტი 31 მაისს, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.
„საქართველოს პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების პირებთან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან.
31 მაისს
ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დათანხმდა უკრაინული მხარის თხოვნას, ახლად შექმნილი უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომა მოიწვიოს, რათა ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართოს. ინფორმაციას გამოცემა dpa-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ალიანსის პრესსპიკერმა, ოანა ლუნგესკუმ განაცხადა, რომ შეხვედრა ოთხშაბათს ელჩების დონეზე გაიმართება, რათა ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის გავლით ტრანსპორტირების საკითხი, განიხილონ.
შეგახსენებთ, გუში
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ არქეოლოგი გოგი მინდიაშვილი საუბრობს, რომელიც გათხრებს ხელმძღვანელობს. ის დასძენს, რომ შიდა ქართლში აქამდე მსგავსი ყორღნისთვის არ მიუკვლევიათ.
შუა ბრინჯაოს ხანა მოიცავს ძველი წელთაღრიცხვის 2100–1550 წლებს, რაც თანამედროვე ეპოქიდან, დაახლოებით, 4000-3500 წლით არის დაშორებული.
არქეოლოგთა ინფორმაციით, ახლად აღმოჩენილი სამარხი ტომის წარჩინებულ წარმომადგენელს უნდა ეკუთვნოდეს.
“ეს არის, პრ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი, 9 ხმა სახალხო დამცველობის კანდიდატმა და ომბუდსმენის მოქმედმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ მიიღო. იგი სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებული ერთ-ერთი კანდიდატია.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა ყველას, ვინც თავისი კანდიდატურა არ მოხსნა და გასაუბრება გაიარა. საკითხი ახლა პლენარულ სხდომაზე გადავა.
კენჭისყრამდე, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, რომ კომიტეტის ფარგლებში "ქართული ოცნების" ფრაქ
დეპუტატები, როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებენ.
როგორც დეპუტატმა, ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, „ქართულ ოცნებასთან“ გარიგების შესახებ, არის ტყუილი.
„დეპუტატები: როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და მე, ნიკა მაჭუტაძე, რომლებიც საქართველოს პარლამენტში არჩეული ვართ მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის პარტიული სიით, ვაცხადებთ, რომ ვტოვებთ ფრაქციას სახელწოდებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაო
ფეისბუკზე ვრცელდება მოკლე ვიდეო, სადაც ჩანს თბილისში, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე როგორ იშლება კლდე. ვიდეოს ავტორი, სალი ჯიქიძე წერს: "ᲐᲮᲐᲚ ᲒᲖᲐᲖᲔ ᲙᲚᲓᲔ ᲩᲐᲛᲝᲘᲜᲒᲠᲐ, ᲠᲝ ᲐᲠ ᲛᲔᲩᲥᲐᲠᲐ ᲣᲖᲐᲠᲛᲐᲖᲐᲠᲘ ᲚᲝᲓᲘ ᲓᲐᲔᲪᲔᲛᲝᲓᲐ ᲛᲐᲜᲥᲐᲜᲐᲡ!"
ამ გზაზე რამდენიმე დღის წინაც დაფიქსირდა ქვათაცვენა - თბილისის მერიამ შემდეგ სცადა, ხელოვნურად ჩამოეშალა მაშველების დახმარებით კლდის ნაწილი და ახალი დამცავი ბადეებით დაეფარა ეს მონაკვეთი.
რადიო თავისუფლებას თბილისის მერიაში უთხრეს, რომ ქვათაცვენა მოხდა ჭაბუა ამ
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მიგრაციის პრობლემა აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას აქვს.
გომელაურს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. შს მინისტრს რამდენიმე დეპუტატმა ჰკითხა მიგრაციის მაღალი დონის შესახებ.
გომელაურის თქმით, არასწორია ოპოზიციის მტკიცება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 800 000-მა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. გომელაურის თქმით, „იგივე შემოვიდა თითქმის“.
ამასთან, გომელაურმა თქვა, რომ მიგრაციის სტატისტიკას შსს არ ა
არ მსურს, არესტოვიჩის ნაცვლად გავცე პასუხი, იგი არის უკრაინის მთავრობის წევრი. მე გეტყვით აშშ-ის პოზიციას – ჩვენ თანიმდევრულად და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ვწევთ ყველანაირ ძალისხმევას, რომ საქართველომ მიაღწიოს თავის ამ მიზნებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ეხებოდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას.
კელი დეგნანის თქმით, ახლა არსებობს რეალური შესაძ
უნგრეთის პარლამენტში შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. უნგრული მედიის ცნობით, უნგრეთის პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ოპოზიციის მოწვევით გაიმართა, სადაც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის დამტკიცების საკითხი უნდა განხილულიყო, თუმცა უნგრეთის მმართველი პარტია და მისი პარტნიორი „ქრისტიან-დემოკრატები“ სხდომაზე არ მივიდნენ, რის გამოც კვორუმი არ შედგა.
შესაბამისად, პარლამენტარებმა დღის წესრიგის დამტკიცება ვერ შეძლეს.
შეგახსენებთ,
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას. ამის შესახებ საუბარია დღეს, 26 დეკემბერს, გავრცელებულ განცხადებაში.
"ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ლოგისტიკური სირთულეების გამო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას, მათ შორის საქართველოს ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოების სახელმწიფო ცერემონიას. აღნ
მოდი, დავიწყოთ მადლობით! მადლობა ახალგაზრდებს! - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით.
როგორც გახარია აღნიშნავს, ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, ეს გამარჯვების დასაწყისია.
„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის! მადლობა ყველა ჩვენს უცხოელ მეგობარს, ევროკავშირს, აშშ-ს ქართველი ხალხის ევროპული არჩევან
საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნას ვუსურვებ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელშიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„მთლიანად ქართველ ერს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, და მინდა, რომ ჩვენთან და ევროპის ყველა სხვა ერებთან ერთად თავისუფლად, მშვიდობიან და გაერთიანებულ ევროპულ ოჯახში იყვნენ. მთელ საქართველოს ვუსურვებ ამას - და თქვენი ქვეყნის იმ ნაწილებსაც, რომლებიც ჯერჯერობით რუსულ ოკუპაციაში იმყოფებიან. ჯერჯერობით! საქართველო ერთ-ერთ
თბილისში მტკვარში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მტკვარში ბავშვს ეძებენ.
როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, უწყებაში შესულია შეტყობინება მდინარეში ადამიანის ჩავარდნის შესახებ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრას ედავებიან, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშვედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ნაჭყებიამ გამოაცხადა.
ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, გრიგორიადისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახ
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ადასტურებს, რომ საქართველოში ნამდვილად იმყოფებოდა სერგეი ლავროვის შვილი. ამის შესახებ ვოლსკიმ იმედის ეთერში განაცხადა.
“ლავროვის შვილი იყო, როგორც მოგვიანებით გავიგეთ. ვინოკუროვაა, სხვა გვარით არის. ქმრის გვარზეა. მისი ქმრის ძმის ქორწილი იყო, როგორც მეუბნებიან”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკის განცხადებით, ლავროვის შვილის ქმრის ძმა საკმაოდ ანტირუსული განცხადებებით არის ცნობილი და ფეისბუკზე წერს “არა ომს”, “არა უკრაინაზე თავდასხმას” და ა.შ. “მთლ
თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს 9:00 საათიდან მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას
იუსტიციის სახლი ავრცელებს.
ამავე ცნობებით, მობილური იუსტიციის სახლების საშუალებით მზა დოკუმენტების გაცემა თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომის ტერიტორიიდან შეუფერხებლად მიმდინარეობს.
მობილური იუსტიციის სახლები მომხმარებლებს, ამ რეჟიმში, 21:00 საათამდე მოემსახურება;
„მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ
„ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელი კვლავ შეუშალა.
სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კენჭისყრა ვერც დღეს შედგა. მიზეზი კვლავ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებაა. ისინი კენჭისყრამდე რეგისტრაციის გავლაზე უარს ამბობენ და ამიტომ, საჭირო ქვორუმი 76 დეპუტატით არ გროვდება.
როგორც რეგისტრაციის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა,
“აზერბაიჯანი მზადაა ახალი ჰუმანიტარული ტვირთი გადმოგვცეს, მათ შორის გამნაღმველი აღჭურვილობა. განაღმვის საკითხი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის დროს. უკრაინა საჭიროებს ამ დახმარებას პატნიორებისგან”, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას. უკრაინის პრეზიდენტს აზერბაიჯანის სახელმწიფო მედია ციტირებს.
ზელენსკის განცხადებითვე, უკრაინაში ამჟამად 174 ათასი კვ. კილომეტრი ფართობის ტერიტორია ამ კუთხით საფრთხეს წარმოადგენს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობითვე, ზელენსკის მიმ
შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ შოვში, სტიქიის ზონაში რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევას ცხედარი იპოვეს. 31 წლის ქალის გვამი ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მორგში ამოიცნო.
"დღეს მიღებული ინფორმაციით, ქსენია ტრიჩევა გარდაცვლილი იპოვეს - მისი ცხედარი ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მორგში ამოიცნო. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქსენიას ოჯახისა და მეგობრების მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსი ქალის ნაცნობები ტელეფონით დაუკავშირდნენ რუსეთის ინტერესების
დიდ დიღომში 11 წლის გოგოს ეძებენ — თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას, დარეკეთ 112-ში!
დიდი დიღომში ეძებენ 11 წლის გოგოს, რომელიც 16 ივნისს, საღამოს დაიკარგა.
გავრცელებული ცნობებით, ბავშვი ბოლოს მწვანე სკოლასთან ნახეს.
დაკარგული ბავშვის სამძებრო სამუშაოში პოლიცია ჩაერთო, ასევე სამძებრო სამუშაოში ჩართულია ათეულობით ადგილობრივი მცხოვრები.
საქართველოს საელჩომ თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მეორე მოქალაქის დაღუპვის შესახებ მიიღო ინფორმაცია.
საელჩოს ცნობით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალქეების თაობაზე ინფორმაციის მიღებისა და მათი დახმარების მიზნით.
„თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შემოვიდა შეტყობინება მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალქის გარდაცვალების შესახებ. საელჩოს თურქეთის ქ. ანთაქიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალ
პარტია "საქართველოსთვის" წევრები, სოციალურ ქსელში, უმრავლესობის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც, მმართველმა პარტიამ, მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, რეგისტრაცია არ გაიარა და კვორუმის არარსებობის გამო, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ჩააგდო:
Anna Buchukuri
ოცნებამ კვორუმი ჩააგდო. სანდრო გირგვლიანის მოსამართლის დასაცავად ქართული ოცნება
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წალკასთან, სოფელ სალამალეიქისთან 3.7 (ML) მანგიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით 13:39 საათზე დაფიქსირდა.
მანამდე, წალკასთან, სოფელ მამიშლართან 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 13:20 საათზე დაფიქსირდა.