Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    898.441

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სალომე ზურაბიშვილი - ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ მათ აქვთ ბოლო შანსი, შეამცირონ საზოგადოებასთან არსებული უფსკრული, მათ აქვთ უკანასკნელი შანსი აჩვენონ, რომ ისინი არ არიან პრორუსული ძალა

ჩვენ გვყავს უფრო მეტად დემოკრატიული საზოგადოება, ვიდრე, სამწუხაროდ, ხელისუფლებები გვყოლია. ამ საზოგადოებას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი ნება, აქვს უფლება თქვას, რომ მას სურს ევროპა და ვაპირებ ამას მხარი დავუჭირო, ჩემი მაქსიმალური შესაძლებლობით და ერთ-ერთი ასეთი არის უცხოელ ლიდერებთან საუბარი, უცხოურ მედიასთან საუბარი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომლის ინიცირებაც პარლამენ

სალომე ზურაბიშვილი - ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს განმეორებით ეძალადება, ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება, გრცხვენოდეთ უნდა

შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, ქალზე ძალადობისა და კიდევ უფრო, მისი სხვადასხვა ფორმით გამართლებისა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, კატეგორიულად გმობს ყოველივე შევიწროვებას, სიტყვიერ თუ ფიზიკურ თავდასხმას. „გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ, ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. ასეთი არაცივილური,

სალომე ზურაბიშვილი - ხელისუფლება იშლება!

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ხელისუფლება იშლება. როგორც ზურაბიშვილი განმარტავს, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზა ხელახალი არჩევნებია, რისი ალტერნატივაც არ არსებობს. „არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა. ეს არის ცნობილი არა პრინციპი, არამედ მოცემულობა ყველა ქვეყანაში, სადაც ასეთი ღრმა კრიზისი არსებობს, სადაც არჩევნების გარეშე ვერ გამოხვალ ამ კრიზისიდან და ვერავინ მართავს დიდ ხანს ქვეყანას თავის ხალხის წინააღმდეგ. ხელისუფლება უკვე იშლება. ვერტიკალში ძალ

სალომე ზურაბიშვილი - ხელისუფლება იმსახურებს მეტსახელ „რუსულს“, რადგან იგი კრემლის მეთოდებს იყენებს

ეს არა ჩვეულებრივი არჩევნები, არამედ ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის არჩევანია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა Financial Times-სთან ინტერვიუში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ „ტრადიციული მეთოდებით“ გამარჯვებას არ ცდილობს და არჩევნებზე მაღალი აქტივობა „ქართული ოცნების“ სრულ დამარცხებას ხელს შეუწყობს. „ამიტომ არჩევნებში გამარჯვების საშუალება არჩევნების გაყალბებაა. ეს უკვე დაიწყო. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მობილიზაცია, რადგან ერთადერთი სცენარი,

სალომე ზურაბიშვილი - ხანძარი, რომელმაც სოხუმის ეროვნული გალერეა გაანადგურა, ყველა ჩვენგანისთვის ტრაგედიაა - მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღადგინოს ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის გალერეაში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე იზრუნოს. „ხანძარი, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის ეროვნული გალერეა გაანადგურა, ყველა ჩვენგანისთვის ტრაგედიაა. ვწუხვარ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ისე რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორის

სალომე ზურაბიშვილი - ძნელი სათქმელია მოსკოვი იძლევა განკარგულებებს, თუ მმართველი პარტია საკუთარი ინიციატივით ცდილობს რუსებს ასიამოვნოს

ძნელი სათქმელია ისინი იძლევიან განკარგულებებს, თუ მმართველი პარტია საკუთარი ინიციატივით ცდილობს რუსების სიამოვნებას, მაგრამ ამას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა The Kyiv Independent-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც დაუსვეს შეკითხვა, როგორ ფიქრობს, ახლა თბილისში მოსკოვი გასცემს თუ არა განკარგულებებს. „ეს ისაა, რასაც გარედან ვერ გაიგებ. მნიშვნელოვანია ეს პარალელი, ეს მსგავსება, რომელიც ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რა მიმართულებით მიდის

სალომე ზურაბიშვილი - ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის - არჩევანი ჩვენზეა და არანაირი რუსული ვეტო ნებადართული არ უნდა იყოს

ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე“ წერს. მისი თქმით, ვილნიუსში ატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინისადმი თავისი ერთიანობა და ურყევი მხარდაჭერა აჩვენა. „გულითადად მივესალმები ამ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აძლიერებენ უკრაინის უსაფრთხოებასა და მიზანდასახულობას. ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის. არჩევანი ჩვე

სალომე ზურაბიშვილი - ძვირფასო ჯოზეფ ბორელ, საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლის მიმართ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელის მიმართ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის პერიოდში გაწეული სამსახურისთვის მადლიერებას გამოხატავს. „გმადლობთ, ძვირფასო ჯოზეფ ბორელ თქვენი სამაგალითო სამსახურის, თავდადებისა და სიმტკიცისთვის. საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლისა და მისწრაფებების მიმართ“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა

სალომე ზურაბიშვილი - ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! - მინდა გისურვოთ ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა

ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! - მინდა გისურვოთ ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში აღნიშნავს. „ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე! მინდა გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია - თქვენი ქვეყნის

სალომე ზურაბიშვილი - ცეკვით მხოლოდ ჩვენ ვაპროტესტებთ: ხორუმი! ეს უკვე გამარჯვების ცეკვაა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება, რომლის დროსაც გუშინ ცეკვა „ხორუმი“ შესრულდა. „საქართველო აპროტესტებს: ცეკვით მხოლოდ ჩვენ ვაპროტესტებთ: ხორუმი! ეს უკვე გამარჯვების ცეკვაა 23-ე დღეს!“- წერს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, „ხორუმით ევროპისკენ“ - ამ ლოზუნგით ქართველი მოცეკვავეები გუშინ პარლამენტთან ხორუმის ცეკვით მივიდნენ.   იპნ

სალომე ზურაბიშვილი - ჩინეთი უფრო აქტიური ხდება საქართველოში - ახლა „სტრატეგიულ პარტნიორობაში” ვართ, არ ვიცი რას ნიშნავს, მე ნუ მკითხავთ

ჩინეთი უფრო აქტიური ხდება საქართველოში, ახლა “სტრატეგიულ პარტნიორობაში” ვართ, არ ვიცი რას ნიშნავს ეს, მე ნუ მკითხავთ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში დისკუსიის დროს ჩინეთთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, გარდა ამისა, ჩინეთი საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ამიტომაც საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მეტი ჩართულობა სჭირდება. სალომე ზურაბ

სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვართ ქართველები, მაშასადამე, ევროპელები, ამის შემდეგ გვაქვს წინსვლები და უკუსვლები, არ გვაქვს იდეალური დემოკრატია, ვდგავართ გამოწვევის წინაშე

ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვართ ქართველები, მაშასადამე, ევროპელები. მას შემდეგ ეს არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს სურს. ამის შემდეგ გვაქვს წინსვლები და უკუსვლები, ჩვენ არ გვაქვს იდეალური დემოკრატია, ისევე როგორც ამ ოთახში მყოფ ყველა სხვა ქვეყანას. რეფორმები ხორციელდება ხან სწრაფად, ხან ნელდება, ვდგავართ გამოწვევის წინაშე, –  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე“ გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა ფორუმზე გამოსვლისას სა

სალომე ზურაბიშვილი - ჩემი რწმენაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე

ჩემი რწმენაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმაზე მიმართვისას აღნიშნა. მისივე თქმით, ერთიანობა და გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვებისთვის და არანაკლებ გადამწყვეტია საქართველოსა და მოლდოვას მომავალი უსაფრთხოებისთვის. „ვინაიდან უკრაინა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კონტინენტზე უხილავი მასშტაბის კონფლიქტის წინაშე დგას,

სალომე ზურაბიშვილი - შოვის ტრაგედია არ გვავიწყდება!

შოვის ტრაგედია არ გვავიწყდება! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „როცა ტრაგედიაზე სწავლობს, ზომებს იღებს, რომ ასეთი არ განმეორდეს, როცა მსხვერპლს არ ივიწყებს და უსაფრთხო მომავალზე ზრუნავს, ამას ჰქვია სახელმწიფო!“ - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა. გასული წლის 3 აგვისტოს ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანის ცხედარი ამ დრომდე ვერ იპოვეს. იპნ

სალომე ზურაბიშვილი - შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი, რომ დავეწიოთ ორ პარტნიორს „ასოცირებული ტრიოდან“ - უკრაინას და მოლდოვას

შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი იმისთვის, რომ დავეწიოთ ჩვენს ორ პარტნიორს „ასოცირებული ტრიოდან“ - უკრაინას და მოლდოვას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ჩვენი ხმა ევროპას" კამპანიის ფარგლებში ქართულ მედიასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საქართველომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად უნდა მიაღწიოს იმას, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე სამივე ქვეყანასთან მოლაპარაკებები გაიხსნას. ამასთან, საკუთარ გამოსვლაში პრეზიდენტმა

სალომე ზურაბიშვილი - შეიძლება, სხვა ქვეყნებშიც არის პოლარიზაცია, მაგრამ ისინი არიან დემოკრატიულ სამყაროში, აქვთ ძლიერი ინსტიტუტები, ჩვენ არც ძლიერი ინსტიტუტები გვაქვს და არც მათდამი პატივისცემა

12 რეკომენდაციაში მართლმსაჯულება და მისი რეფორმის ბოლომდე მიყვანა არის მთავარი, რადგან ეს არის საშუალება, გზა, რომ ჩვენ საბოლოდ გამოვიდეთ საბჭოთა სისტემიდან, სხვა გზა არ არსებობს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა „მართლმსაჯულების სახლის“ ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, ყველაფერი, რასაც დემოკრატიას უწოდებენ, მართლმსაჯულებაზე გადის. „მართლმსაჯულებიდან გამომდინარეობს შემდეგ ყველაფერი დანარჩენი – ადამიანის უფლებების, ბი

სალომე ზურაბიშვილი - შარლ მიშელმა დამირეკა და მადლობა პირადად გადავუხადე - მისი სახით მთელ ამ პერიოდში გვყავდა დიდი მეგობარი - ვისაც სჯეროდა, არ სჯეროდა, ნაკლებად სჯეროდა, დღეს ყველა გახარებულია

მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, რადგან ვიცი, რომ დღეს ყველას უხარია, ვისაც სჯეროდა, არ სჯეროდა, ნაკლებად სჯეროდა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღეს ყველა გახარებულია, რადგან ყველამ იცის, რომ ევროკავშირი არის საქართველოს მომავალი და ქვეყანამ ამ მომავლისკენ სერიოზული ნაბიჯი გადადგა. „არ მინდოდა მოლოცვის დროს მარტო ვყოფილიყავი - ადმინისტრაციის ნაწილი, ვინც აქ იყო ამ საღამოს, ჩემთან არიან, რადგან ყველანი ერთად ვიყავით ამ დიდ მოლოდინში. მ

სალომე ზურაბიშვილი - ყველაფერს აკონტროლებს ერთი პარტია და ერთი პირის მმართველობა, რა რჩება ამ კონტროლის გარეთ? - ოპოზიციური მედია, არასამთავრობო სექტორი და მე, რომელიც აქ ვარ და ერთი კვირის შემდეგ აღარ მეყოლება პირადი დაცვა

არჩევნების შემდეგ ჩვენ ვხედავთ ძალიან გაძლიერებულ და დაჩქარებულ მოძრაობას რუსეთის გზაზე - ყველაფერს საქართველოში აკონტროლებს ერთი პარტია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, 28 ნოემბერს ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ განცხადება რეალური მანდატისა და უფლების ქონის გარეშე გაკეთდა. „არჩევნების შემდეგ ჩვენ ვხედავთ ძალიან გაძლიერებულ და დაჩქარებულ მოძრაობას რუსეთის გზაზე. არამხოლოდ კონსტიტუც

სალომე ზურაბიშვილი - ღრმად ვარ შეშფოთებული ისრაელში ვითარების ესკალაციითა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დანაკარგით - საქართველო სრულად სოლიდარულია ისრაელის მიმართ

ღრმად ვარ შეშფოთებული ისრაელში ვითარების უკანასკნელი ესკალაციითა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დანაკარგით,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა, რითაც ისრაელში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ტერორსა და არაადამიანობას თანამედროვე სამყაროში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. „ღრმად ვარ შეშფოთებული ისრაელში ვითარების უკანასკნელი ესკალაციითა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დანაკარგით. საქართვე

სალომე ზურაბიშვილი - ქვეყანა როდესაც ევროპული გზის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპზეა, პოლარიზაციის დაძლევის პროცესში ქართული ეკლესიის როლი უმნიშვნელოვანესია და ეროვნული თანხმობის მაგალითს უნდა გვიჩვენებდეს

გილოცავთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. ეს დღე არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის და ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ ჩვენი ევროპული მომავლის საფუძველიცაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ქართული ეკლესია ისტორიულად ყოველთვის იყო ერის გამაერთიანებელი და გამაძლიერებელი. დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როცა საქართველო ევროპული გზის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპზეა, პოლარიზა

სალომე ზურაბიშვილი - ქეთევან ჯაჭვაძევ, სირცხვილია! - თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს!

თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს! - ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც თქვენ და სასამართლო სისტემა აწარმოებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელშ წერს და ეხმაურება მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ საპროტესტო აქციებისას დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას. სალომე ზურაბიშვილის თქმით, „მონობა ცუდად სრულდება“. „ქეთევა

სალომე ზურაბიშვილი - ქართველ ხალხს სურს ახალი არჩევნები, ევროპული მომავლის გზაზე დაბრუნება და არა რუსეთის მიმართულებით წასვლა, რომლისკენაც მათ მხოლოდ ერთი ოლიგარქი მიუძღვით

მე ვარ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი. ასე მიმიჩნევს ქართველი ხალხი, - ამის შესახებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა One Decision-თან ინტერვიუში განაცხადა. „ის, რაც ჩემთვის შეიცვალა, არის, რომ აღარ დავდივარ ყოველ დღე პრეზიდენტის სასახლეში და არ ვფიქრობ, რომ ამას რამე მნიშვნელობა აქვს. კედლები არ ქმნიან ლეგიტიმაციას, ლეგიტიმაციას ქმნის ხალხი, რომელსაც მე ყოველ დღე ქუჩებში ვხვდები. ვხვდები პოლიტიკურ პარტიებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, მედიას. ვცდილობ, ვაკეთო ის, რასაც მ

სალომე ზურაბიშვილი - ქართველ ხალხს მივმართავ, დაეთანხმოს იმ პოლიტიკას, რომელსაც მივყვები - ვფიქრობ, საუკეთესო თავდაცვა ევროკავშირის სოლიდარობაა

ზოგიერთი ლიდერი შთაბეჭდილების ქვეშაა, რას შეიძლება ცდილობდეს რუსეთი საქართველოში თუ საქართველოს მიმართ, უკრაინაში მარცხის დასაკომპენსირებლად - ზოგიერთი ადამიანი ასეთი პერსპექტივის მიმართ შესაძლოა, შიშს გრძნობდეს, მაგრამ მე ამას არ ვიზიარებ - ვფიქრობ, საუკეთესო თავდაცვა ევროკავშირის სოლიდარობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ეპყრობა თუ არა საქართველოს მთავრობა პუტინს ზედმეტი პატივისცემით და როგორ ა

სალომე ზურაბიშვილი - ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი, ეს არის სირცხვილი ქვეყნისთვის, როცა ასეთ მოვლენებთან გვაქვს საქმე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს კულტურას, იდენტობას და ყველა იმ ღირებულებას, რაც ჩვენ გვაერთიანებს

ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი ანუ ქალთა მკვლელობა, ეს არის პირდაპირ სირცხვილი ქვეყნისთვის, როცა ასეთ მოვლენებთან გვაქვს საქმე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს კულტურას, იდენტობას და ყველა იმ ღირებულებას, რაც ჩვენ გვაერთიანებს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია პრობლემის გადაჭრა სკოლებიდან დაიწყოს. „ეს არის, ალბათ, მთავარი გამოწვევა, რომ ჩვენ შევძლოთ და დავძლიოთ ეს მძიმე სურათი. ეს ყველას საქმეა

სალომე ზურაბიშვილი - ფინეთი ნატო-ს წევრი 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია, ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება. „ფინეთი ნატო-ს წევრი 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია. გილოცავთ! ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. ფინეთი ნატოს 31-ე წევრი დღეს ოფიციალურად გახდა. ცერემონია ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ოფ
×
×
  • შექმენი...