Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.100.897

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მსოფლიოს 10 ქვეყანა, სადაც პური ყველზე იაფი/ძვირია - რომელ ადგილზეა საქართველო

მსოფლიოში პურზე ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით საქართველო 95 ქვეყნიდან მე-20 ადგილზეა. ამის შესახებ სამომხმარებლო ფასების, კრიმინალის მაჩვენებლის, ჯანდაცვის ხარისხისა და სხვა სტატისტიკის გლობალურ მონაცემთა ონლაინ ბაზის, Numbeo-ს 2024 წლის თებერვლის რეიტინგში წერია. Numbeo-მ 95 ქვეყნის რეიტინგი 500-გრამიანი თეთრი პურის ფასების მიხედვით შეადგინა, რომელშიც საქართველო 0,67-დოლარიანი ფასით არის წარმოდგენილი. მსოფლიოში ყველაზე დაბალი ფასი ნახევარკილოგრამიან პურზე ტუნისში დაფიქსირდა, რამაც 0,1

აკა მორჩილაძე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად არის წარდგენილი

ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორთა მიერ, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარდგენილია ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი) 1ტვ

მოსკოვში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მოსკოვთან ახლოს მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუსში“ ტერაქტის შედეგად გარდაცვლილია 60-ზე მეტი ადამიანი. „სამწუხაროდ, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს“, — აცხადებენ კომიტეტში. რუსეთის ჯანდაცვის მინისტრ მიხაილ მურაშკოს ინფორმაციით, სროლის შედეგად დაშავებული 115 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ხუთი ბავშვია. 60 ზრდასრული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 22 მარტს, მოსკოვის რაიონში, Crocus City Hall-ში, სადაც „პიკნიკის“ კო

„…ზღაპრის ბოლო კეთილია“ — როგორ იქცა ეს სიმღერა საგულშემატკივრო ჰიმნად

მერაბ სეფაშვილის სიმღერამ „გაიღიმე”, რომელიც 2001 წელს გამოვიდა, ახალი სიცოცხლე შეიძინა. სიმღერა ახლა საქართველოს ნაკრების გამარჯვებასთან ასოცირდება. გამარჯვებასთან, რომლის წყალობითაც ისტორიაში პირველად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებს. რა ისტორია აქვს ირმა სოხაძის ტექსტითა და გია მაჭარაშვილის მელოდიით შექმნილი სიმღერის გამოჩენას „ქომაგების“ რეპერტუარში და როგორ დაიმკვიდრა თავი გულშემატკივრებში — ამ თემაზე „ნეტგაზეთი“ „ქომაგების“ წევრს, ბე

გერმანია უკრაინას 10 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს

გერმანია უკრაინას უახლოეს დღეებში 10 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის სიტუაციური ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალმა კრისტიან ფროიდინგმა განაცხადა. მისი განმარტებით, გერმანიამ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის სამ ეტაპად მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნულ 10 000 საარტილერიო ჭურვს პირველი ეტაპის ფარგლებში გადასცემს. საბრძოლო მასალას ბუნდესვერის არსენალებიდან ამოიღებენ. ამასთან, გერმანია უერთდება ჩეხე

პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით მიმართეს

პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით მიმართეს – ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ შეიტანეს. ადვოკატის ცნობით, პრეზიდენტის მრჩეველმა თავად ჩაიბარა განცხადება. დღეს რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამართული მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ორივე მუხლში დამნაშავედ ცნეს და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ლაზარეს პატიმრობის ათვლა მისი დაკავების დღიდან დაიწყო. ის ერთი წლის წინ, 29 მარტს დააკავეს და ციხეში 8 წელს გაატ

მიშა დაუშვილი - უნდა გესმოდეთ, რომ დღეს ქვეყანაში არსებობს სამოქალაქო დაპირისპირების სერიოზული საფრთხე

უნდა გესმოდეთ, რომ დღეს ქვეყანაში არსებობს სამოქალაქო დაპირისპირების სერიოზული საფრთხე, რომელიც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე არის და იცოდეთ, რომ დღეს ამისი განმუხტვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სწორ დროს, სწორი ნაბიჯი უნდა გადადგათ, სწორ დროს, სწორი კომპრომისი უნდა დაინახოთ, როდესაც ათობით ათასი შენი მოქალაქე გეუბნება, განსაკუთრებით მომავალი თაობა, რომ ეს არ გააკეთოო. აქ კომპრომოსი ჩვენთან კი არ გაქვთ, არამედ თქვენივე მოქალაქეებთან, თქვენივე ამომრჩეველთან. იცოდეთ, რომ უარს ჩვენ ა

მევიოლინე ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა

ქართველი მუსიკოსი, მევიოლინე, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი, ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ლიანა ისაკაძემ 1970 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია. 1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი. ლიანა ისაკაძე ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა - 3 წლის ასაკში გახდა მუსიკოსი. ლიანა

სამხრეთი კორეა: აშშ-ის გაჟონილი დოკუმენტების „მნიშვნელოვანი ნაწილი“ ყალბია

სამხრეთმა კორეამ 11 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-ის გაჟონილი სადაზვერვო დოკუმენტების „მნიშვნელოვანი ნაწილი“, რომელშიც საუბარია სეულის შეშფოთებაზე უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე, ყალბია. ეს დოკუმენტები ნაწილია უფრო ფართო მასშტაბის გაჟონვისა, რომელიც პენტაგონმა შეაფასა როგორც „ძალიან სერიოზული“ მუქარა ეროვნული უსაფრთხოებისთვის. როგორც იტყობინებიან, ზოგიერთი ფაილი შეიცავს სამხრეთ კორეის უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენელთა შეშფოთებას, რომ სამხრეთ კორეაში ნაწარმოები იარაღი საბოლოოდ შეი

კობახიძე „Азимут-ს“ ჟესტს უწონებს, კრიტიკის ავტორებს კი „სპეკულანტებს“ უწოდებს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს დღეს ჟურნალისტებმა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ შესახებ დაუსვეს შეკითხვები, მათ შორის, იმის შესახებაც, რომ კომპანიის ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იყო მითითებული. რამდენიმე საათის წინ კი კომპანიამ ქვეყნების გრაფიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წაშალა. ოცნების თავმჯდომარე მხოლოდ „რადიკალურ ოპოზიციას“ მიაწერს რუსეთთან პირდაპირი ფრენების კრიტიკას და კვლავ იხსენებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ

ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ჩავიდა. CNN-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი იაპონიაში საფრანგეთის მთავრობის თვითმფრინავით ჩავიდა, რომელიც ჰიროსიმაში ცოტა ხნის წინ ჩაფრინდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ჰიროსიმაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

კათოლიკე ეკლესიის პასუხი საპატრიარქოს ბუზმარეთის ინციდენტზე

კათოლიკე ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს, რომელიც ბუზმარეთში მომხდარ ინციდენტს შეეხება. საქართველო–თურქეთის სასაზღვრო ზონაში, ბუზმარეთის ეკლესიასთან, მართლმადიდებელი ბერი შეეცადა, ხელი შეეშალა კათოლიკე მორწმუნეებისთვის ტაძრის მიმდებარედ წირვის აღვლენაში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ხსენებულ ამბავს 19 მაისს, განცხადებით გამოეხმაურა. უწყების პრესსამსახურის თქმით, “ინფორმაცია ცალმხრივად და ტენდენციურად გაშუქდა

გუბერნატორის განცხადებით, ბელგოროდში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დაწესდა

ბელგოროდის რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დაწესდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. „დღეიდან ბელგოროდის რაიონში „მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ შემოღებულ იქნა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“, - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა. მან გაიხსენა, რომ კონტრტერორისტული რეჟიმი აწესებს სპეციალურ ზომებს და დროებით შეზღუდვებს - მოქალაქეების დოკუმენტების შემოწმებიდან დაწყებული ფეთქებადი, რადიოაქტიური, ქიმიურად და ბიოლოგიურად სახიფათო ნივთიერებების მრე

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი უშედეგოდ ცდილობს არმიაში დისციპლინის გაუმჯობესებას

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, რუსულ არმიაში დისციპლინის მხრივ არსებული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. ბრიტანეთის დაზვერვა მისთვის სანდო, დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტების კვლევის საფუძველზე წერს, რომ 2023 წლის ხუთ თვეში რუსეთის სამხედრო სასამართლოებმა განიხილეს სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების 1053 საქმე, რაც 2022 წლის მთლიან მონაცემებზე მეტია. ამასთან, დამნაშავედ აღიარებულთა უმრავლესობას პირობითი სასჯელი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, უკრაინაში სა

დიახ, რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება. ღარიბაშვილისგან გაიგეს ეს? - მდინარაძე

„დიახ, რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება, ეს თურმე ღარიბაშვილისგან გაიგეს”, – ასე ეხმაურება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმდჯომარე, მამუკა მდინარაძე. ირაკლი ღარიბაშვილმა სლოვაკეთში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს გაფართოება იყო. მდინარაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და მას ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე აქვს „მკაფიო გზავნილები“.

ო’ბრაიენი: საქართველო ერთ-ერთია, ვინც სანქციებისთვის გვერდის ავლის პრობლემას იწვევს

საქართველო ერთ-ერთია იმ ხუთ სახელმწიფოს შორის, რომელიც „[რუსეთის წინააღმდეგ] სანქციების გვერდის ავლის პრობლემას ქმნის“, – „პოლიტიკოს“ ცნობით, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა ჯიმ ო’ბრაიენმა. ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ომისთვის მნიშვნელოვანი მიკროჩიპებისა და ელექტრონული მოწყობილობების იმპორტი რუსეთში ომამდელ დონეს დაუბრუნდა. როგორც ო’ბრაიენი ამბობს, რუსეთმა იმპორტის დონის აღდგენა მოახერხა სანქციების გვერდის ავლით, ხოლო გვერდის ავლის პრობლემას

ლევან იოსელიანი - ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი მინიშნება ჩემთვის მიუღებელია

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ადამიანის ორიენტაციაზე მინიშნება მისთვის მიუღებელია. ამ განცხადებით იოსელიანი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ თსუ-ში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდებს „ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული“. „ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი მინიშნება ჩემთვის მიუღებელია, ვინაიდან ეს არის საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით დაცული“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა. გარდა ამისა, იოსელიანი გამოეხმა

საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა, ელჭექი და ქარია მოსალოდნელი

18 ივნისს, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი და ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში. იპნ

სოფელ ველისციხეში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ფ. დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანასოფლელებს – 1952 წელს დაბადებულ გ.კ.-ს და ამავე წელს დაბადებულ მ.ზ.-ს

რაფაელ გროსი - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროგრესს ვაღწევთ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე ტერიტორიის შემოწმებაში პროგრესს აღწევს, - ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა. „ვფიქრობ, პროგრესს ვაღწევთ“, - განუცხადა გროსიმ ტოკიოში ჟურნალისტებს. მისივე თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებმა გარკვეული ადგილები, მათ შორის ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებლები მოინახულეს და „ასაფეთქებელი ნივთიერების ან ნაღმის ნიშნები არ უნახავთ“. ამასთა

ხელისუფლებას გლოვის გამოცხადებისთვის არ ირჩევენ – რა [არ] ვიცით 8 დღის შემდეგ რაჭის სტიქიაზე

ირჩევენ ხელისუფლებას გლოვის გამოცხადებისთვის? – რა [არ]ვიცით 8 დღის შემდეგ რაჭის სტიქიაზე რაჭაში, 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიიდან 8 დღე გავიდა. მედიას/საზოგადოებას აქვს კითხვები ხელისუფლებასთან, მაგრამ ვერ იღებს ადეკვატურ პასუხებს. მმართველი პარტია სტიქიის ზონაში ჟურნალისტების მუშაობას პერიოდულად ზღუდავს და თავს ესხმის დამოუკიდებელ მედია საშუალებებს, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ინფორმირებას. ჟურნალისტ ზვიად ქორიძის აზრით, ერთი საკითხია რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას, რომ წარმატებული

მიშა დაუშვილი - ნიშანდობლივია, რომ “ნაცები” უკვე “იმედის” ეთერიდან გვესაუბრებიან (ვიდეო)

ნიშანდობლივია, რომ “ნაცები” უკვე “იმედის” ეთერიდან გვესაუბრებიან.  ეს ის “ნაცებია”, რომლებმაც სასამართლო სისტემა გაუძლიერეს “ოცნებას”. მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  393383265_161497143641831_8447871072087648282_n.mp4

ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა, სადაც დავოსის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა, სადაც ქვეყნის ლიდერებს შეხვდება და დავოსში დაგეგმილ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. „ბერნში მე გავმართავ მოლაპარაკებებს პარლამენტის ორივე პალატის ხელმძღვანელებთან, პარტიებისა და ფრაქციების ლიდერებთან, პრეზიდენტ ვიოლა ამერდთან“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, შეხვედრებზე მადლიერებას გამოხატავს შვეიცარიის მიმართ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის და

ივანიშვილს ეშინია გახარიასი და მისი გუნდის – ქემოკლიძე

პარტიის “საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი, კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და პოლიტიკაში მესამედ, “საპატიო თავმჯდომარის” სტატუსით დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს ეშინია ექსპრემიერ გიორგი გახარიასი. ამის მიზეზად ქემოკლიძე ასახელებს იმას, რომ “საქართველოსთვის” გუნდი, რომელიც მეტწილად სწორედ “ქართული ოცნების” ყოფილი წევრებისა და მხარდამჭერებისგან შედგება, კარგად იცნობს მმართველ პარტიას. “ბატონ ივანიშვილს ნამდვილად ეშინია პარტიის “საქართველოსთვის”, ბატონი გახარია

პაპუაშვილი: პრობლემაა, რომ USAID რელიგიური ისტერიის გამღვივებელ ცენტრს აფინანსებს

პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ბექა მინდიაშვილი ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ჩართულია და „სულის ჩამდგმელია” რელიგიური ნიშნით თავდასხმის კამპანიის. პაპუაშვილის თქმით, „მინდიაშვილს აქვს მტრული რიტორიკა მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ და გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით”. პაპუაშვილმა ტოლერანტობის ცენტრის დაფინანსებაზეც ისაუბრა. თქვა, რომ ცენტრი USAID-ის ერთ-ერთი პროგრამის ფარლბეში ფინანსდება და „ეს პრობლემაა”. პაპუაშვილის თქმით, „ტოლერანტობის ცენტრ
×
×
  • შექმენი...