ტალინში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან ალარ კარისთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფოტოებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია.
"ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ ამ გადამწყვეტ გზაზე გავმართე მნიშვნელოვანი შეხვედრა პრეზიდენტ ალან კარისთან. საქართველო ესტონეთის დიდი ხნის მეგობარი და პარტნიორია. თქვენი ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტს განაგრძობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ხვდება.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი პარიზში ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელსაც 40-მდე ქვეყნის მთავრობის ლიდერი ესწრებოდა. სალომე ზურაბიშვილი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ამერიკელ ბიზნე
საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საუბრისას ანტონიო კოშტამ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა გამოხატა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
იპნ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად მიიწვიეს. ამის შეახებ დღეს, 16 დეკემბერს, ევროპარლამენტის თავმომარემ, რობერტა მეცოლამ განაცხადა
„ევროპარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც უკვე ორი კვირაა ქუჩებში მშვიდობიანად, ვნებით იბრძვის ევროპული მომავლისთვის. ისინი აფრიალებენ ევროკავშირის დროშებს, როცა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ. საქართველოს მოქალაქეებო, ჩვენ გხედავთ, გვესმის თქვენი, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ.
ჩვენ კატეგორიულა
საქართველოში ხალხი ქუჩებში მასობრივად გამოდის მაშინ, როცა გრძნობს, რომ სასწორზე ეგზისტენციალური საკითხი დევს და დღეს ეს სწორედ ასეა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გადამწყვეტი მომენტია, რადგან ზოგიერთ დღეს ჩვენ ვგრძნობთ, რომ 1921 წელში ვართ და სცენები მეორდება. ალბათ, სწორედ ამით აიხსნება ის სიმამაცე და მონდომება, რომლითაც დღეს ქართველი ხალხი რეაგირებს იმაზე, რასაც ხედავს, თავისუფლებისა და მომავლის მოტაცებას, გარკვ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში იმართება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება.
ცნობისთვის, თბილისს ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია სტუმრობს. კერძოდ, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტთან აქციას შეუერთდება და 21:00 საათზე, სიტყვით გამოვა.
როგორც მან შაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველამ ერთად კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, რომ ახალი არჩევნები მთელი ქვეყნის მოთხოვნაა.
“სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამისთვის მე ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად. 21:00 საათზე გამოვალ სიტყვით, რათა ყველამ ერთად - არა მხოლოდ მათ, ვინც აქ არიან და მუშაობენ, არამედ იმ ადამიანებთან ერთადაც, ვინც სხვადასხვა ფ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დღეს, 18 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა და ევროპარლამენტარებს მიმართავს.
„პრეზიდენტი სტრასბურგში ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიწვევით გაემგზავრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის მიმართ ევროპარლამენტის სოლიდარობა და კიდევ ერთხელ დაგმო დემონსტრანტების მიმართ ძალადობა”, -
9 იანვარს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს.
პრესსამსახურის თანახმად, სალომეზურაბიშვილის ბრიფინგი 13:00 საათზე არის ჩანიშნული.
უცნობია, რა საკითხებთან დაკავშირებით გაკეთდება განცხადება.
იპნ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.
შეხვედრის ამსახველ ვიდეოს და ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.
„სიღრმისეული დისკუსია მქონდა პრეზიდენტ ტრამპსა და მაკრონთან. საუბარი იყო მოპარულ არჩევნებზე და საგანგაშო რეპრესიებზე ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი ამერიკის შეერთებული შტატების საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით ჰყავს მეგობარი. ღმერთმა დ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი ლონდონში Chatham House-ის - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციის წევრი პოლიტიკოსები, დიპლომატები, აკადემიკოსები, ბიზნესის წარმომადგენლები და ახალგაზრდები.
„ღონისძიებაზე იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, რის შემდეგაც ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმ
არჩევნების დღეს ძალადობის კადრები რომ ვნახე ტელევიზორით, დავურეკე შს მინისტრს, მის მოადგილეს… ვერსად დავუკავშირდი და დღემდე არ გადმოურეკავთ. შემიძლია დავადასტურო, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ გიცავდათ იმ დღეს და არ გვიცავს დღემდე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან: კოალიცია „ჩემი ხმა“, საია და „სამართლიანი არჩევნები“ საჯარო შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, ეს ბრძოლა ახლა მხოლოდ პირველ ეტაპზეა. როგორც პრეზიდენტმა ა
არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ - მინდა, მხოლოდ გაგახსენოთ, რომ პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას, თუ სხვა ტიპის მუქარას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რა დროსაც "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
"დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ბრიფინგი 15:00 საათზე, ორბელიანების სასახლეში გაიმართება.
ბრიფინგის თემა უცნობია.
იპნ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს“.
დებატებთან დაკავშირებით განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა ახსნას თავისი ზოგიერთი პოზიცია, თუ "რას ერჩის" ქვეყანას.
„ვერავინ ვერ გავიგეთ რეალურად სად არის, რა უნდა, რატომ უნდა და რას უკეთებს ამ ქვეყანას. მე მზად ვარ და დებატებში ვიწვევ. მე პირადად არ შემხვდება. დებატში მოვიდეს, რადგ
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
„მადლობელი ვარ ორი დიდებული პატრიოტის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვედრისთვის, რათა აშშ-საქართველოს ძლიერი ურთიერთობა დაიცვან და ივანიშვილის ტირანული რეჟიმი დაამარცხონ“, - წერს ჯო უილსონი.
ამერიკელი კო
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი აცხადებს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ხელახალი არჩევნებია. სალომე ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის არის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი ქვეყანაში.
თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა რესპუბლიკელ კონგრესმენს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის.
ნეტგაზეთი
გმადლობთ, პრეზიდენტო ანჯეი დუდა საქართველოს გვერდში დგომისთვის პირადად და პოლონელი ერის სახელით ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით რეპრესიებისა და ტერორის ამ ბნელ საათებში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც მასსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
„გვჯერა, რომ თქვენი მხარდაჭერით ქართველები გადალახავენ და ჩვენი საერთო ევროპული მომავალი გაგვაერთიანებს!“- წერს პრეზიდენტი.
იპნ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 თებერვალს წარდგება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
„როგორც იცით, პარლამენტის რეგლამენტით, მათ შორის ბოლო ცვლილების საფუძველზე დადგენილია, რომ პრეზიდენტის მოხსენება საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, უნდა შეთანხმდეს პარლამენტის თავმჯდომარესთან. პრეზიდენტმა განაცხადა თანხმობა, რომ ის პირველ სხდომაზე მოვა და შესაბამისად, 6 თებერვალს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 17:00 საათზე ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
პრეზიდენტის რეზიდენციასთან 15:00 საათიდან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მოუწოდებდნენ, რომ არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ამის შემდეგ აქციაზე განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მათთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, რის შემდეგაც, აქციის მონაწილეებმა რეზიდენციის შესასვლელთან გადაინაცვლეს. მათი ნაწილი რეზიდენციის ეზოში შევიდა, სადაც პრ
ხვალ, 1 სექტემბერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ქალაქ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ბერლინში, გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს და პირველი შეხვედრა სწ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.
AP-სთან ინტერვიუში, კითხვაზე, დაადებს თუ არა ის ვეტოს კანონპროექტს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ მისი დაძლევის უნარი აქვს, პრეზიდენტმა უპასუხა:
„დიახ. ეს ეხება ყველა კანონს, რომლისთვისაც აქამდე ვეტო დამიდია, მას შემდეგ რაც გავაკეთე განცხადება, რომ ვეტოს დავადებდი ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს როგორც ფორმალურად, ისე ა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა, რომელიც 10-11 ნოემბერს გაიმართება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ხვალ საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ალან ბერსესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პანელის მუშაობაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავს ,,From Multicrisis to Multiconflicts: how to stop the vicious circle“.
მე ჩემთვის ვაწესებ, ეს ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ თქვენც გაიზიაროთ, ბოიკოტს აირზენაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აირზენა არის კომპანია, რომელიც „სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს“.
„აირზენა არის კომპანია, რომელიც სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს. ეს იყო ყველა ხელისუფლების დროს, გაგრძელდა კოვიდის დროს და ახლა უნდა ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც არის მიუღებელი ჩვენი მოსახლეობის ძალიან
ხელმოწერების კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“ გორის ახალგაზრდობა შეუერთდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი დღეს გორში კამპანიაში ჩართულ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებმაც ხელმოწერით კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა ხელი მოაწერეს ევროპელი ლიდერებისადმი მიმართვას და აღნიშნეს, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.
მათივე ცნობით, ხელმოწერების კამპანია, რომელიც დღეიდან საქართველოს რეგიონებშიც გაიშლება, 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო.