Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.102.872

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პენლატებიც კი მოსაწყენი იყო, დააბრუნეთ საქართველო... - რას წერენ უცხოელი ფანები ევრო 2024-ის მეოთხედფინალების შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, ევრო 2024 ნელ-ნელა ფინალურ სტადიას უახლოვდება. მეოთხდიფინალების პირველმა ორმა წყვილმა, ესპანეთი-გერმანიამ და პორტუგალია-საფრანგეთმა, უსახური მატჩები გვაჩვენეს, რის გამოც ფანები უკმაყოფილონი არიან. ისინი სოციალურ მედიაში წერენ, რომ ყველა მათგანს საქართველოს ნაკრებმა აჯობა: "საქართველოს გარაშე ეს ტურნირი მოსაყენია. დააბრუნეთ საქართველო!" "მოკვეთეთ ეს გუნდები და დააბრუნეთ საქართველო!" "მორიგი ამაზრზენი მატჩი დიდი გუნდების შესრულებით! დააბრუნეთ ავსტრია დ

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მეომარი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბონდო გაგნიძე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინაში მებრძოლმა ვანო ნადირაძემ სოციალური ქსელით გაავრცელა. „ბონდო აღარ გვყავს. ბრძოლაში დაეცა გმირულად, ბოლო ტყვიამდე იბრძოლა… ყველაზე ალალი კაცი, თუ ოდესმე ვინმე შემხვედრია“, – წერს ვანო ნადირაძე. უკრაინაში ამ დრომდე დაღუპული ქართველი მებრძოლების რაოდენობა 70-ს აღწევს. პუბლიკა

ფაბრიციო რომანო: შეთანხმება შედგა, მამარდაშვილი „ლივერპულის“ ფეხბურთელია

სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილსა და „ლივერპულს“ შორის შეთანხმება საბოლოოდ შედგა და ინგლისურ კლუბს ქართველი მეკარე 2025 წლიდან შეუერთდება. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დღეს „ვალენსიას“ ქართველი ფეხბურთელი „ლივერპულში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, კლუბს კი 2025/2026 წლის სეზონიდან შეუერთდება. შეთანხმების მიხედვით, მამარდაშვილის სანაცვლოდ ესპანური „ვალენსია“ 35 მილიონ ევროს მიიღებს. რაც შეეხება „ლივერპულის“ მოქმედ მეკარეს, ალისონი კლუბში სულ მცირ

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ პირველი ბალისტიკური რაკეტა შექმნა

უკრაინამ პირველი ბალისტიკური რაკეტა შექმნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. „სხვა რა მიღწევები აქვს უკრაინას? ვიფიქრე, ამაზე საუბარი ნაადრევი იყო, მაგრამ პირველი უკრაინული ბალისტიკური რაკეტის წარმატებული გამოცდა განხორციელდა. ვულოცავ ჩვენს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბალისტიკური რაკეტის შესახებ მეტის თქმა არ შეუძლია, მაგრამ ამ ინფორმაციის გავრცელება იმიტო

„ქართული ოცნებისთვის“ 253 000 ლარის შემწირველი ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს - TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შემომწირველი ალექსანდრე ბაღათურია ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს. უფრო კონკრეტულად, ორგანიზაციის ინფორმაციით, ბათუმის მერიამ 2021 წელს, ბაღათურიას მფლობელობაში არსებულ შპს „ახალი ბულვარს“ უსასყიდლოდ გადასცა მიწის ნაკვეთი, სადაც აღნიშნული კომპანია 2023 წლიდან კომერციულ საქმიანობას ახორციელებს. „ბათუმის მერიამ შპს „ახალი ბულვარს“ 2021 წლის 1-ელ სექტემბერს, 2 წლის ვადით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის წე

ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ვოლოდიმირ ზელენსკიმ აქცენტი გამარჯვების გეგმის საკითხზე გაამახვილა. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მას ვაშინგტონში, 26 სექტემბერს გასამართ შეხვედრაზე განიხილავე

“საქართველოს მთავრობის პრორუსული პოზიცია შეშფოთებას იწვევს” – ჰელსინკის კომისიის ანგარიში

ჰელსინკის კომისია თავის უახლეს ანგარიშში აშს-ის საგარეო პოლიტიკის შესახებ წერს, რომ საქართველოს პოლიტიკური ვექტორის გადახრა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ვაშინგტონისთვის. “საქართველოს მთავრობის გადახრა პრორუსული პოზიციისკენ, და მზარდი არალიბერალური შიდა პოლიტიკა შეშფოთებას იწვევს”, – ნათქვამია ანგარიშში. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ მოსახლეობის პროდასავლური განწყობა მიუთითებს, რომ შესაძლებელია საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობის განახლება. ანგარიშის ავტორები საჭიროდ მიიღებენ

თოლორაია: პროკურატურიდან დამირეკეს და გამოკითხვაზე დამიბარეს, მისვლას არ ვაპირებ

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ სპიკერი, ლონდა თოლორაია წერს, რომ დღეს, 4 ნოემბერს პროკურატურიდან დაურეკეს და სთხოვეს გამოკითხვაზე მისვლა. საქმე ეხება ცენრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე. მისი თქმით, პროკურატურაში, რომელიც სრულად უმოქმედო იყო და არ შეასრულა მისი არც პრევენციული, არც საგამოძიებო და არც საზედამხედველო როლი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მისვლას არ აპირებს. თოლორაია წერს, რომ თუ პროკურატურისთვის რეალურად მნიშვნელოვანია მის მიერ მიწოდე

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავდა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ [FBI] დაადგინა, რომ ირანი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და სხვა პირების მკვლელობას გეგმავდა. „იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წარუდგინა ირანის აგენტს, რომელსაც რეჟიმმა დაავალა კრიმინალების ქსელის ხელმძღვანელობა ირანის სამიზნეების – მათ შორის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის – მკვლელობაში. ასევე დაკავებულია ორი პირი, რომელიც გეგმავდა აშშ-ში ამერიკელი ჟურნალისტის, რეჟიმის კრიტიკოსის მკვლელობას“, – განაცხა

ლევან დოლიძე: "კატეგორიულად მიუღებელი და არაადეკვატურია არესტოვიჩის განცხადება საქართველოში ძალის “პროეცირების” შესახებ"

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან დოლიძის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელი და არაადეკვატურია არესტოვიჩის განცხადება საქართველოში ძალის “პროეცირების” შესახებ. როგორც ლევან დოლიძე საკუთარ ფეისბუქ სტატუსში აღნიშნავს, ეს არც მეგობრულია და არც რაციონალური იმ საერთო სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ქართველ და უკრაინელ ხალხს აქვთ. "უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკეული პოლოტიკოსების მოსაზრებები ან ინტერესები. არავის აქვს უფლება ეს

აფხაზმა ბლოგერმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

ბლოგერმა დაურ ბუავამ, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება "სახელმწიფოს ღალატში" ადანაშაულებდა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში განაცხადა. ბუავას თქმით, საქართველოს მოქალაქე გამარტივებული წესით გახდა. მისი სიტყვებით, იანვრიდან ეს ფორმა კიდევ უფრო გამარტივდება „ოკუპირებული ტერიტორიებზე“ მცხოვრებთათვის. „ოფიციალური თბილისი აფხაზეთის მკვიდრებს თავის მოქალაქეებად მიიჩნევს, ეს შეეხება სამაჩაბლოსაც. მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელია პიროვნების

პრეზიდენტი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს მასთან საქმიან კომუნიკაციაზე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან კომუნიკაციის არქონის შესახებ ილაპარაკა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „TV პირველთან" ინტერვიუში. ის ამბობს, რომ მხოლოდ მინისტრებთან აქვს კომუნიკაცია. „ძალიან ნორმალური კომუნიკაცია მაქვს მთავრობის ყველა მინისტრთან, გარდა ერთისა - მთავართან, პრემიერ-მინისტრთან", - თქვა პრეზიდენტმა. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სურვილი აქვს პრემიერთან კომუნიკაციის, თუმცა მთავრობის თავმჯდომარეს ეს არ სურს. „არ შეიძლება, რომ ქვეყანაში არ იყოს გაწონასწორებული, ნორმალურ

ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი აპრილში ჩინეთში ერთად ჩავლენ

ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი აპრილში ჩინეთში ერთად ჩავლენ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მე შევთავაზე პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომ ის თან მახლდეს ჩინეთში ჩემი ვიზიტის დროს, რათა პეკინს ერთიანი ევროპული პოზიცია გავაცნოთ. მე არ მაქვს ევროპული მანდატი, რადგანაც საფრანგეთს აქვს დამოუკიდებელი დიპლომატია, მაგრამ მე დაკავშირებული ვარ ევროპულ კოორდინაციასთან“, – განაცხადა მაკრონმა. საფრანგეთის პრე

„კვლევის პასუხები რუსულად მიაწოდეს“ | კონკურენციის სააგენტომ საქმე შეისწავლა

კონკურენციის სააგენტოს განცხადებით, მოვაჭრე ვალდებულია, რომ მომხმარებელს მომსახურება ქართულ ენაზე გაუწიოს. სააგენტოს განცხადებით, მათ ამ საკითხზე ერთ-ერთმა მოქალაქემ „ვეტერინალურ ცენტრ ზოოპლაზასთან“ დაკავშირებული შემთხვევის გამო მიმართა, რომელმაც მომხმარებელს ერთ-ერთი კვლევის პასუხი რუსულად მიაწოდა. სააგენტომ საქმე „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის სავარაუდო დარღვევის კუთხით შეისწავლა. „საქმის შესწავლის ფარგლებში, სააგენტომ მოვაჭრესთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ იენს სტოლტენბერგს მიმართა - ფრთხილად იყავით, გვჭირდებით

ფრთხილად იყავით, გვჭირდებით, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, რომელმაც კიევში პრესკონფერენციის დაწყებისას, სადენებს ფეხი წამოჰკრა და წაბორძიკდა. ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევში დღეს ჩავიდა. იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაანონსებული არ ყოფილა.   ავტორი - ქეთი ჩოხელი

მედია - შარლ მიშელი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შეხვდება

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, კვირის ბოლოს, ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე მოსალაპარაკებლად შეხვდება. ამის შესახებ Financial Times-ი და Politico წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებიან. FT-ის ცნობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა კვირას, 14 მაისს არის დაგეგმილი, Politico წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სამიტი 13-14 მაისს გაიმართება და მისი დღის წესრიგის ჩამოყალიბება ჯერ კიდ

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს - ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩისკი გამოთქვამს პირად მოსაზრებას, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. თუმცა, ის აქვე ხაზს უსვამს, რომ უკიდურებად მნიშვნელოვანია, ქვეყანამ წლის ბოლომდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოიყენის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.

„ვშიშობთ, რომ დროს წელავენ“ – კვლავ უცნობია, როდის შემოიტანენ აქონდროპლაზიის წამალს

კვლავ უცნობია, როდის ჩამოიტანს სახელმწიფო აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრეპარატს. მშობლები შიშობენ, რომ მიუხედავად შეხვედრებისა, შესაძლოა, პასუხისმგებელმა უწყებებმა წამლის შემოტანის ვადა 2024 წლამდე გაწელონ – ეს კი პრობლემურია აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ე.წ. ზრდის ზონა ეკეტება. ნეტგაზეთთან ინტერვიუში აქონდროპლაზიის საპროტესტო აქციათა ერთ-ერთი ორგანიზატორი და მშობელი, ქეთი ბეგიაშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ხელისუფლება“ ენგურზე კონტროლს აძლიერებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ხელისუფლება“ რუსეთთან და საქართველოსთან ე.წ. „საზღვარზე“ კონტროლს აძლიერებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილების შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის, ბადრა გუნბასა და „სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელების“ შეხვედროს შემდეგ გახდა ცნობილი. აფხაზეთის ე.წ. „ვიცე-პრეზიდენტის“ დავალებით, რუსეთში სამხედრო ამბოხის მცდელობასთან დაკავშირებით, რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების პერსონალი გაძლიერებულ სამუშაო რეჟ

ვორონეჟის გუბერნატორი - „ვაგნერი“ ვორონეჟის ტერიტორიას ექსცესების გარეშე ტოვებს

“ვაგნერის“ ქვედანაყოფები ვორონეჟის ოლქის ტერიტორიას ნორმალურ რეჟიმში და ექსცესების გარეშე ტოვებენ, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა განაცხადა. „ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ ქვედანაყოფების გადაადგილება მთავრდება. ის გადის ნორმალურ რეჟიმში და ექსცესების გარეშე", - წერს გესევი. გუბერნატორის თქმით, სიტუაციის საბოლოო მოგვარების შემდეგ ყველა შეზღუდვა მოიხსნება. იპნ

აღმოსავლეთ რაიონებში ნარჩუნდება ძლიერი წვიმის, სეტყვისა და ქარის შესაძლებლობა - სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში შენარჩუნდება ზოგან ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის შესაძლებლობა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ფაქტორმა აღნიშნული ტერიტორიის მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს. გუშინ, 29 აგვისტოს თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემ

ბექა ლილუაშვილი - რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი თითოეული ჩვენგანისთვის და რა სარგებელი აქვს მას ქვეყნისთვის (ვიდეო)

რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი თითოეული ჩვენგანისთვის და რა სარგებელი აქვს მას ქვეყნისთვის. ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  400759024_1074725936881022_7337418810202551814_n.mp4

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელშიც მოიცავს საბრძოლო მასალას, რაკეტებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, ასევე Skynex-ის თვითმავალ საზენიტო დანადგარს, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ინფორმაციის თანახმად, ბერლინმა კიევს „ლეოპარდ 2 A6“ ტანკების საბრძოლო მასალაც გადასცა. ამასთან, დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს : Marder-ის ტიპის 10 ქვეითთა საბრძოლო მანქანას, რაკეტებს IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სი

სკოლების 64%-ს არ გააჩნია არანაირი საბუნებისმეტყველო ლაბორატორია - CCIIR

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტექნიკით აღჭურვის შესახებ ბიულეტენი მოამზადა. ბიულეტენში საუბარია საქართველოს საჯარო სკოლების შენობების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესახებ და ასევე საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით აღჭურვაზე. კვლევის მიხედვით, საქართველოში სკოლების მხოლოდ 31%-ს აქვს საბუნებისმეტყველო ლაბორატორია; სკოლების 64%-ს არ

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა. აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, ახალი ტერმინალის სრული საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით კონკურსი გამოცხადდა. უწყების ცნობით, კონკურსში მონაწილება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც პროექტირების სფეროში ოთხწლიანი გამოცდილება აქვს, ასევე პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მომზადებული 2 000 მ²
×
×
  • შექმენი...