Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    868.358

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მევლუთ ჩავუშოღლუ - ვმუშაობთ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეუფერხებლად განხორციელებისა და გაგრძელებისთვის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ოფიციალური ანკარა ბევრს მუშაობს გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გასაგრძელებლად. მედიის ცნობით, შეთანხმება გასული წლის ნოემბერში გაგრძელდა და მისი ვადა ამა წლის 18 მარტს იწურება. „ჩვენ ბევრს ვმუშაობთ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეუფერხებლად განხორციელებისთვის და შემდგომი გაგრძელებისთვის“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ დოჰაში სიტყვით გამოსვლისას. ამასთან, თურქეთის საგარეო მინისტრმა განაცხად

„არ დავუშვათ ამ კანონის მიღება“ - მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მასწავლებლების განცხადება

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებლები რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ უკიდურესად შეწუხებულნი არიან „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტებით, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს. „მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს და ზიანს მოუტანს მის უდიდეს უმრავლესობას. რაც მთავარია, მისი განხილვაც კი, საფრთხეს უქმნის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის

„ამერიკულ რეესტრში საერთოდ ვერ ნახავთ ადგილობრივ მედიას" - კიდევ რა განსხვავებებია ინიციირებულ პროექტებში

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი აანალიზებს ამერიკულ კანონს უცხოური გავლენის შესახებ და ასევე განმარტავს, არის თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებული კანონპროექტები ამერიკული კანონის მსგავსი და რა შემთხვევაში იმუშავებს ის ქართულ პრაქტიკაში. „ძალიან საინტერესო ფაქტებს მოვიყვან, რაც ამ რეესტრის დათვალირებისას ვნახე. რეესტში ამ ეტაპზე მხოლოდ 736 ორგანიზაციაა დარეგისტრირებული მათი უდიდესი უმეტესობა (ალბათ 90 პროცენტი) კომერციული

ვაკის პარკში მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს და სამ იურიდიულ პირს ბრალდება წარედგინა

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთში სულ მცირე 13 000 ბავშვია დეპორტირებული

რუსული ძალების მიერ, ამ დროისთვის, სულ მცირე 13 000 უკრაინელი ბავშვის რუსეთში დეპორტაცია მოხდა. ამის შესახებ ბრიტანულ მედიასთან საუბრისას უკრაინელმა დეპუტატმა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ განაცხადა. „ეს არის გენოციდის ნაწილი, რომელსაც რუსები უკრაინელი ერის წინააღმდეგ ახორციელებენ“, - განაცხადა კლიმპუშ-ცინცაძემ. უკრაინელი დეპუტატის თქმით, ზოგიერთი უკრაინელი ბავშვი ერთი კვირით ე.წ საზაფხულო ბანაკებში ან საარდადეგო ბანაკებში წაიყვანეს, შემდეგ კი აღარ დაბრუნებულან. ამასთან, კლიმპუშ-ცინ

მზექალა შანიძე: ეს კანონი ხელს შეუშლის ჩვენში მეცნიერების განვითარებას

ენათმეცნიერი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე „ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ კანონი, რომლის მიღებასაც ხელისუფლება გეგმავს და რომელიც  საქართველოს მოქალაქეებს „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებად“ გამოაცხადებს, ხელს შეუშლის მეცნიერების განვითარებას. „საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა მიერ ინიციირებული კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ყოველმხრივ საზიანოა ჩვენი ქვეყნისათვის. ამ დღეებში ბევრი გამოვიდა, ვინც სერიოზულად ფიქრობს საქართველოს წინსვლასა და კეთილდღეობაზე, და ღიად გამოთქვა თავისი უარყო

ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილეზე: რადგან ჩემი დისშვილია უნდა დაიჩაგროს?

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მას ჟურნალისტმა ჰკითხა, უქმნიდა თუ არა უხერხულობას, რომ მისი დისშვილი ომბუდსმენის მოადგილედ დაინიშნა. ალექსანდრე ელისაშვილი ამბობს, რომ მას არ აქვს უხერხულობა ამის გამო, რადგან ნათია ჯულაყიძე კვალიფიციური კადრია და ის პარტიაშიც ბევრ საქმეს აკეთებდა. სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გუშინ მოადგილეები წარადგინა – ნათია ჯულაყიძე და ელენე ღუდუშაური. ნათია ჯულაყიძე პარტია „მოქალაქეების

უკრაინაში გაასამართლებენ 15 რუს ჯარისკაცს, რომელსაც 368 ადამიანი, მათ შორის 69 არასრულწლოვანი ერთი თვე სარდაფში ჰყავდა დაკავებული

უკრაინაში 15 რუს ჯარისკაცს გაასამართლებენ, რომელსაც ჩერნიგოვის ოლქში, იაგოდნოეს სკოლის სარდაფში 368 ადამიანი თითქმის ერთი თვე ჰყავდა დაკავებული. გენერალური პროკურატურის ცნობით, 15 რუს სამხედრო მოსამსახურეს ბრალი ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევისთვის წაუყენეს.   „რუსეთის ფედერაციის 15 სამხედრო მოსამსახურეს ჩერნიგოვის ოლქში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის გაასამართლებენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2022 წლის მარტის დასაწყისში, ჩერნიგოვის ოლქის ოკუპირებულ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევენ, უარი თქვას „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტში ე.წ. პერსონალურ მიდგომაზე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები შეშფოთებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონპროექტით გათვალისწინებული ე.წ. პერსონალური მიდგომის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა რთული იქნება, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების, კლოდ კერნისა და ედიტ ესტრელას განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მათ საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამოაქვეყნეს. „თანამომხსენებლები ხ

“ლატვია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ყველა მიმართულებით ხელს შეუწყობს“ - ლატვიის ელჩი

„ლატვია ხელს შეუწყობს საქართველოს ყველა მიმართულებით, რაც ევროინტეგრაციაში დაეხმარება. ჩვენ ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა არსებობს როგორც აგრარული, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით. თუმცა, შეგვიძლია უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები, გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო უკეთესად“, - განაცხადა ლატვიის ელჩმა ედიტ მედნიმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან შეხვედრის დროს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით თანამშ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს პოლონეთს ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს პოლონეთში ჩადის, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო საკითხებში მარკინ პრჟიდაჩმა ორი დღის წინ განაცხადა. „ვიზიტი პრეზიდენტ დუდას მოწვევით გაიმართება. იქნება ხანგრძლივი, ფართო მოლაპარაკებები, არა მხოლოდ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე, არამედ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე“, - განაცხადა პრჟიდაჩმა. ვიზიტის ფარგლებში, ვოლიდიმირ ზელენსკი პრეზიდენტ ანჯეი დუდას და პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის შეხვდება

სკვერების თვითნებურად გადათხრა-დაზიანებასა და მათი პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე დატოვებაზე საჯარიმო სანქციები შემოდის

სკვერების თვითნებური გადათხრა-დაზიანებისთვის, ასევე მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვისა და გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვების გამო, ფიზიკური პირი - 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი – 1 000 ლარით დაჯარიმდება. იგივე ქმედება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ზონაში იქნება ჩადენილი, გამოიწვევს ფიზიკური პირის - 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილე

გარდაიცვალა ჯამლეტ ხუხაშვილი

78 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კომენტატორი და საკალათბურთო სპეციალისტი ჯამლეტ ხუხაშვილი. ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა. ჯამლეტ ხუხაშვილი 1963 წლიდან იყო საქართველოს პირველი არხის სპორტული კომენტატორი. 1980-1992 წლებში მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში; იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი. 1994 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების უფროსი. 1990 წლიდან „მაქაბის“ კლუბის პრეზიდენტი. ავტორი საიუბილეო წიგნისა „ყურადღება“ (20

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, სპეციალური ვებგვერდი ამოქმედდა

პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც, ხელმისაწვდომი გახდა ვებგვერდის, taxi.tbilisi.gov.ge განახლებული ვერსია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, შესაბამისად, უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდის, taxi.tbilisi.gov.ge განახლებული ვერსია მთელი რიგი შესაძლებლობებით, რომელსაც ეს ეტაპი ითვალისწინებს. ვებგვერდზე განთავსებულია მოხმარების ინს

დონალდ ტრამპი გაათავისუფლეს და მან სასამართლოს შენობა დატოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სასამართლოს შენობა დატოვა. ის დღეს მანჰეტენის საოლქო პროკურატურის ოფისში დაკითხვაზე გამოცხადდა, სადაც ფორმალურად დააკავეს სასამართლოს სხდომამდე, რომელიც დღესვე გაიმართა. დონალდ ტრამპს 34-პუნქტიანი ბრალდება წარუდგინეს. დონალდ ტრამპი ბრალს არ აღირებს. CNN-ის ცნობით, სასამართლოს შენობის დატოვების შემდეგ დონალდ ტრამპს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. publika

როგორ მუშაობს „ფარა“ და ვინ არიან უცხოეთის აგენტები ამერიკაში?

"ამერიკის ბარის ასოციაციის" იურისტი მეთიუ სანდერსონი, რომელიც შეერთებულ შტატებში "ფარას" რეფორმირებაზე მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იურისტია, ამერიკული კანონის არსს და მიზნებს განმარტავს. ის ამბობს, რომ რუსული კანონისგან განსხვავებით, 85 წლის განმავლობაში ამერიკაში "ფარა" სამოქალაქო საზოგადოების არცერთი ორგანიზაციის წინააღმდეგ არ ყოფილა გამოყენებული. სანდერსონი ამბობს, რომ კანონის ტექსტი რეალური ასლი რომც იყოს, თუ საერთო სურათის და ისტორიის გათვალისწინება არ მოხდება, ის სხვა ქვეყანაში ვერ ი

რიში სუნაკი - გაერთიანებულ სამეფოში არალეგალურად თუ ჩამოხვალთ, დარჩენის შესაძლებლობა არ გექნებათ

გაერთიანებულ სამეფოში არალეგალურად თუ ჩამოხვალთ, დარჩენის შესაძლებლობა არ გექნებათ,- ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „არავის შეეპაროს ეჭვი, რომ თუ არალეგალურად მოდიხართ, თქვენ დარჩენის საშუალება არ გექნებათ“, – განაცხადა რიში სუნაკმა. სუნაკის ეს განცხადება წინ უსწრებს ახალი კანონპროექტის წარდგენას, რომელიც ლა მანშის გავლით ევროპიდან დიდ ბრიტანეთში მიმავალი მიგრანტების პრობლემის გადაჭრას უნდა მოემსახუროს.

ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპოვეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 31:07 დაამარცხა. ამით ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპოვეს. მატჩი თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართა. პირველ ნახევარში ქართველმა მორაგბეებმა ორი ლელო დადეს, საერთო ჯამში ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა 17:0 გაიმარჯვეს. ქართველი მორაგბეები მეორე ტაიმის დასაწყისში ტექნ

რომც გჯეროდეს, რომ შესანიშნავი კანონია, როცა ამდენ ვნებათაღელვას იწვევს, უკან უნდა დაიხიო – რისმაგ გორდეზიანი

„სულ რომ გჯეროდეს, რომ ეს შესანიშნავი კანონია, როცა ამდენ ვნებათაღელვას გამოიწვევს, მგონი, უკან უნდა დაიხიო. თუმცა ამ ვითარებაში ამ კანონის მიღების არავითარი საჭიროება არ არის, ჩემი აზრით“, – ასე აფასებს აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც  „ქართული ოცნება“ აპირებს. „ნეტგაზეთმა“ აკადემიკოსს ჰკითხა, თუ რა საფრთხეს ხედავდა კანონის მიღებაში. „ჩვენს დროში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აღქმას. როგორ აღიქვამს ესა თუ ის ად

პარლამენტის აპარატმა „პუბლიკის“ სამ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერა

პარლამენტის აპარატმა „პუბლიკის“ 3 აკრედიტირებულ ჟურნალისტს, ნათია ამირანაშვილს, ქეთი გოგუაძესა და ნათია ლევერაშვილს ერთი თვით აკრედიტაცია შეუჩერა. „პუბლიკას“ პარლამენტის აპარატიდან აცნობეს, რომ გადაწყვეტილების წერილობითი დასაბუთება სამუშაო დღეს ჩაგვბარდება, თუმცა სიტყვიერად განგვიმარტეს, რომ გადაწყვეტილება 2 მარტს პარლამენტში გამართულ პროტესტს უკავშირდება. „პუბლიკის“ ჟურნალისტები,  სხვა მედიასაშუალებებთან ერთად, ხუთშაბათს, 2 მარტს პარლამენტის შენობაში გაერთიანებული კომიტეტის სხდომის გა

ოლაფ შოლცი - პუტინმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, ეს არის მოლაპარაკების საფუძველი

პუტინმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, ეს არის მოლაპარაკების საფუძველი, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა. გერმანიის მთავრობის მეთაურის თქმით, ერთწლიანი რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, რაც უზარმაზარ ზიანს აყენებს უკრაინას, მაგრამ არავინ უნდა აიძულოს უკრაინელები, წავიდნენ არაკომფორტულ კომპრომისებზე. შოლცმა ასევე დადებითად ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და მიმდინარე საერთაშორისო კრიზისის დროს მის ლიდერობაზე. „ჩემი აზ

ნათია მეზვრიშვილი - ჩვენი ერთადერთი მტერი რუსეთია, ოცნებამ კი მტრად სტრატეგიული პარტნიორები გამოაცხადა

ჩვენი ერთადერთი მტერი რუსეთია. ოცნებამ მტრად სტრატეგიული პარტნიორები გამოაცხადა. მაინტერესებს სად არიან ის მოქმედი თანამდებობის პირები, ვინც დასავლეთის დახმარებით აშშ-სა და ევროპაში განათლება მიიღო, ვის პროფესიულ განვითარებაშიც დასავლეთმა ათასობით ფული ჩადო, ვინც შესანიშნავად იცის, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი რეფორმები დასავლეთის დახმარების გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა., - წერს პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ახლა არ

ანა ბუჩუკური - რეგლამენტის უხეში დარღვევით, ოცნებამ უარი თქვა განეხილა ჩვენი კანონპროექტი, განაჩენი გამოტანილია!

რეგლამენტის უხეში დარღვევით, ოცნებამ უარი თქვა განეხილა ჩვენი კანონპროექტი “ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ", განაჩენი გამოტანილია!, - წერს სოციალურ ქსელში "პარტია "საქართველოსთვის" და პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური. 

ბექა ლილუაშვილი - "ქართულ ოცნებას" ეშინია, რომ ალტერნატიული კანონის პროექტი "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენის შემცირების შესახებ", რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ, პირველ რიგში შესაძლოა მათ ეხებოდეს

ეხლა ოცნება პარლამენტში კონსტიტუციისა და რეგლამენტის დარღვევით განიხილავს რუსულ კანონპროექტებს, = ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" და პარლამენტის წევრი ბექა ლილუაშვილი წერს.   მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" არ აქვს უნარი და ეშინიათ ოკუპანტ სახელმწიფოს გავლენებს ებრძოლონ. "ეშინიათ რომ ალტერნატიული კანონის პროექტი "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენის შემცირების შესახებ" რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ, პირველ რიგში შესაძლოა მათ ეხებოდეს!", - წერს ბექა

რუსული კანონის განხილვის პარალელურად პარლამენტში დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედეს

მიმდინარე წლის 6 მარტს საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრებისა, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა. მათივე თქმით, შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს და ღონისძიებებზე შესაბამის კომიტ
×
×
  • შექმენი...