ჩვენ, რაც გუშინ ვნახეთ ეს იყო მშვიდობიანი პროტესტის აბსოლუტურად არალეგიტიმური დარბევა და ძალადობრივი ქმედებები ხელისუფლების მხრიდან, იმ ახალგაზრდების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და ჩვენს ევროინტეგრაციას.
აქცია იყო მშვიდობიანი და ძალის გამოყენება იყო არალეგიტიმური!
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/416871494419463/
პარტია "გახარია საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:
"ივანიშვილმა უკვე დაიწყო მუქარის შესრულება - ძალადობა რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილ მშვიდობიან მოქალაქეებზე, სტუდენტებსა და ახალგაზრდებზე.
ეს არის საკუთარი მოქალაქების მიმართ ძალის დემონსტრირების მცდელობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მართლწესრიგის დაცვასთან. გამოყენებული ძალა იყო არალეგიტიმური იმ ფონზე, როცა აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და არ გასცდე
ზაზა სარალიძემ რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ თავად ზაზა სარალიძემ დაუდასტურა „ნეტგაზეთს“.
მისი თქმით, ხელისუფლება ახალგაზრდების დისკრედიტაციას ცდილობს და მათ იმ ტერმინებს უწოდებს, რასაც სარალიძის თქმით, მის მოკლულ შვილზე ამბობდნენ:
„დღეს უკვე მომავალ თაობას დაუწყო ბულინგი ხელისუფლებამ. რასაც ჩემს მოკლულ შვილს უწოდებდნენ, რომ იყო მოძალადე, დღეს უწოდებენ ჩემს ცოცხალ შვილს. ვიღაცა ამბიონიდან გამოდის და იუდას უწოდებს ჩემს ცოცხალ შვილს, ვი
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა.
ორგანიზაცია მოუწოდებს Შინაგან საქმეთა სამინისტროს: უზრუნველყოს შეკრებისა და მანიფესტაციის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავება ეროვნული კანონმდებლობის & საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და შეწყვიტოს აქციის დაშლის უკანონო პრაქტიკა.
ორგანიზაცია მოუწოდებს Სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს: – დაემორჩილონ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი შეკრების დაშლის მიზნით სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტს.
სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2024 წლის 30 აპრილს, 23.36 წუთზე გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და ამჟამადაც აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართავს და მშვიდობიანი აქციის დარბევის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ზურაბიშვილი ასევე სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანსაც მიმართავს, რათა რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებზე მყისიერი რეაგირება მოახდინოს.
„მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველ ხელებით მოსულ ახალგ
პოლიცია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან იმყოფებოდნენ, ტერიტორიას ძალის გამოყენებით ატოვებინებს.
მათ შორის, ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელი ნიკა გვარამია და ამავე პარტიის სხვა წევრები. ამ წუთებში [21:15] პოლიციას ჩიტაძის ქუჩაზე ორი კორდონი აქვს მოწყობილი.
პოლიციელების და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების ერთი ცოცხალი ჯაჭვი მოქალაქეებს ჩიტაძეზე რუსთაველის გმაზირ
პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ქვეყანას იზოლაციის საფრთხის წინაშე აყენებს.
მისი თქმით, თუ საქართველო რუსეთთან ერთი-ერთზე დარჩება, ქვეყნის სუვერენიტეტი ავტომატურად დამთავრდება.
„მთელი ევროკავშირი, ჩვენი დასავლელი მოკავშირეები, მეგობრები, ვინც ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მთავარი მხარდამჭერი და გარანტი არიან, გვეუბნებიან, რომ თქვენ თქვენი ნაბიჯებით ევროკავშირს შორდებითო. ამის მერე ვინ უ
საქართველომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს უმცირესობების დაცვას, როგორიც არის ლგბტქ ადამიანები და არ გაუღოს კარი დისკრიმინაციას ან უხეშ რიტორიკას ამ ადამიანების წინააღმდეგ, - ამის შესახებ ევროკომისარმა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვამ ბრიუსელში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
„ვფიქრობ, ჩემი მხრიდან მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა კვლავ იმის თქმა, რომ ევროკომისია დაჟინებით მოითხოვს ძლიერ სასამართლო სისტემას პროკურატურის სი
14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედა, ეგანა მაგარამოვა და ბიძა ნატიკ მაგარამოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია შოშიაშვილის გადაწყვეტილებით, ეგანა მაგარამოვას 3 წლის ვადით, ნატიკ მაგარამოვს კი 3,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, აითაჯ შახმაროვას დედაც და ბიძაც როგორც ქორწინების იძულებაში, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობ
ანა ბუჩუკურის კითხვა ანრი ოხანაშვილს:
90-იან წლებში, როდესაც ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური კრიზისი ჰქონდა, ფრესკებისა და ხატების რესტავრაცია ევროკავშირის სახელმწიფოების გრანტებით კეთდებოდა.
ჩვენი ეკლესიების ფრესკებისა და ხატების რესტავრაცია და გადარჩენა, რომელი უცხოური ძალის ინტერესია?
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/966796085116444/
მიშა დაუშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის დეპუტატი:
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95%-ზე მეტით გაიზარდა და 245 ათას ადამიანზე მეტი შეადგინა. აქედან, 62.2% იყო შრომისუნარიანი მოსახლეობა. ფაქტობრივად, გამოდის, რომ დღეს ვინც ემიგრაციაში მიდის, ისინი არიან დოვლათის შემქმნელი ადამიანები, ვინც ამ ქვეყანაში კეთილდღეობა უნდა შექმნას. ეს ადამიანები, სამწუხაროდ, ქვეყნიდან გარბიან! გარკვეულ ნაწილს უწევს ან შეუძლია უკან დაბრუნება, თუმცა, ძალიან მძიმე რეალობაა ის,
„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ლიდერი, ბექა ლილუაშვილი:
„ქვეყნის თავდაცვის ძალებს ვულოცავ დღევანდელ დღეს. შეუვალია მათი მსახურება თავდადებითა და გმირობით ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, წმინდაა თითოეული წვეთი მათ მიერ ამ მიზნით გაღებული სისხლი და არავის აქვს უფლება, არც პოლიტიკური, არც მორალური, საფრთხეში ჩააგდოს ამ უზარმაზარ ფასად მოპოვებული და დაცული თავისუფლება.
მაშინ როდესაც, არასდროს ყოფილა ქვეყნის სტრატეგიული და კონსტიტუციუ
29 აპრილს კონტრაქციაზე მოსული ნახევარზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, რეალურად თქვენს წინააღმდეგ იყო გამოსული. რატომ? იმიტომ, რომ დაშინებით, მუქარით და შანტაჟით მოყვანილი ხალხის სიმრავლე გახსოვდეთ, რომ ვერასდროს ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკური პროცესების ლეგიტიმაციას. საჯარო სექტორმა ყველაზე კარგად იცის თუ რა ფასი აქვს ევროპულ მომავალს და თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის მისი დაკარგვა. საჯარო მოხელეებმა ყველაზე კარგად იციან თუ რას ნიშნავს სახელმწიფოს და ხალხის მსახურება და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებს მიღ
დღეს, რუსეთში აღარ არსებობს ოპოზიციური და სიმართლის ხმა. საქართველოშიც ასე იწყება. ყველას დასავლეთის ე.წ გლობალური ომის პარტიის აგენტებად შერაცხავენ, ვინც ხელსუფლებისგან განსხვავებულად ფიქრობს, ჯერ სიტყვიერად, იარლიყების მიწებების დონეზე, ფინანსური რეპრესიების საშუალებით, შემდეგ ალბათ დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც.
ამ კანონის მიღებით, მმართველ ძალას ხელ-ფეხი ეხსნება, რადგანაც ე.წ. აგენტები, ანუ ყველა ის ადამიანი თუ საზოგადოების ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება და აკრი
დააკორექტირეთ კანონის მიზანი და გამჭვირვალობის ნაცვლად, რაც ტყუილია, მიუთითეთ, რომ ის ემსახურება საზოგადოების დაპირისპირებას.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო:
დღევანდელი აქცია მთლიანად ეძღვნება ადამიანების დაპირისპირებას და ამ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მტრის ინტერესეშია აქ ორი აზრი არ არსებობს.
ივანიშვილი ამ გაჭირვებულ ადამიანებს არის ამოფარებული და თან აკეთებს ისეთ საქმეს, რომელიც მისი ოჯახისთვის და მისი შვილებისთვის არის მატერიარული სიკეთეების შენარჩუნების მიზანი, მაგრამ აი ამ ადამიანების შვილებს, რომელთაც ცდილობს ამოეფაროს, მათ შვილებს უკეთეს მომავალს უსპობს, ყოველ შემთხვევაში ამისი
დღეს ხელისუფლება ქართველ ხალხს ართმევს ღირსებას!
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვიბრძვით ერთად, არ გავიყოფით, არ დავუშვებთ სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!
თემო ტარიელაძე, სტუდენტი ბათუმიდან.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7203221906454044/
ამ ქვეყნის საგარეო ორიენტაციას, არაერთი თაობის მკაფიო გადაწყვეტილებას, ქვეყნის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით და იმ მისწრაფებებს, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გვაქვს, ამას ვერც ივანიშვილი, ვერ სააკაშვილი და ვერც ვერავინ სხვა წერტილს ვერ დაუსვამს.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1529755021306107/
რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ეხმაურება “ქართული ოცნების” 29 აპრილის კონტრაქციაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას და თვლის, რომ ივანიშვილმა ღიად აირჩია რუსეთის მხარე.
“წილი ნაყარია და ბიძინას აღარ აქვს იმედი, რომ დასავლეთი მას აპატიებს რუსეთთან კოლაბორაციონიზმს, ამიტომ გადაწყვიტა მხარის საბოლოოდ არჩევა. მან რუსეთთან ყოფნა აირჩია.
ყველაზე დამთრგუნველი ისაა, თუ როგორ მდაბიოებივით ექცევა ის თავის მხარდამჭერებს, რომლებიც მთლად გონებაჩლუნგი ჰგონი
საქართველოში წარმოდგენილი გერმანული პოლიტიკური ფონდები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსული კანონის ინიციირებასთან დაკავშირებით და პარლამენტს კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.
ფონდების შეფასებით, თუ კანონი მიღებული იქნება, „ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, რომლებმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანეს საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში”.
შვედეთის ყოფილი პრემიერი, ECFR-ის თავმჯდომარე კარლ ბილდტი სოციალურ ქსელში ,,ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განხადებებს ეხმაურება:
,,ივანიშვილის ეს გამოსვლა აჩვენებს, რომ ის მართავს რეჟიმს, რომელიც უცხოა ევროკავშირის ღირებულებებისა და ინტერესებისთვის. ყველამ, ვისაც ეჭვი ეპარება, მისი სიტყვა უნდა წაიკითხოს”, – წერს ბილდტი.
პუბლიკა
საქართველოსთვის, შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორისთვის, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია ისეთი კანონმდებლობის შემოღება, რომელიც პუტინის იგივე ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტის მსგავსია, - ამის შესახებ კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების, კონგრესმენ გერი კონოლისა და კონგრესმენ ოსტინ სკოტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
კონგრესმენები წერენ, რომ 2012 წელს, ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ხე
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინა უკვე იღებს იარაღს დახმარების ახალი პაკეტიდან, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას, კონგრესის მიერ დამტკიცების შემდეგ, გამოაცხადა.
„დახმარება მოდის უკრაინაში, ახლა ისინი იღებენ ამ მხარდაჭერას უსაფრთხოების სექტორში“, - განაცხად თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინე ჟან-პიერმა და დასძინა, რომ სურს, სიფრთხილე გამოიჩინოს ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან საუბარია ოპერატიული უსაფრთხოების საკითხებზე.
თეთრი სახლის პრესსპი
ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს.
„გუშინ, მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე „რუსული კანონის“ წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
დღეს, „პუტინის ტიპის“ მოქმედება: საჯარო მოხელეები თბილისში „ავტობუსებით გადაჰყავთ“ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად.
ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-