Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    861.962

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„გახარია საქართველოსთვის“ - „ოცნებამ“ პროცედურული მანიპულაციებით არ მოგვცა საშუალება, მხარი დაგვეჭირა იმ კანონპროექტებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ბაღებსა და სკოლებში ბავშვების პროპაგანდისგან დაცვასთან

პარლამენტის თავმჯდომარემ დაგვაბრალა, თითქოს, ჩვენ არ გვსურს ბავშვები დავიცვათ პროპაგანდისგან - დღეს, „ოცნებამ" პროცედურული მანიპულაციებით არ მოგვცა საშუალება, მხარი დაგვეჭირა იმ კონკრეტული კანონპროექტებისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ბაღებსა და სკოლებში ბავშვების პროპაგანდისგან დაცვასთან, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა განაცხადა. მათი განცხადებით, „ქართული ოცნების" რეალური მიზანი არა ოჯახების დაცვა ან ბავშვთა უფლებებია, არამედ წინასაარჩევნოდ

ნათია მეზვრიშვილი - მუქარის გამჟღერებლის მთავარი როლის მორგება პაპუაშვილისთვის უნდოდათ, მაგრამ პირველივე მცდელობაზე მოსრიალდა (ვიდეო)

მუქარის გამჟღერებლის მთავარი როლის მორგება პაპუაშვილისთვის უნდოდათ, მაგრამ პირველივე მცდელობაზე მოსრიალდა ... დღეს კობახიძის გამოყვანით ცდილობდნენ მისი ბოდვები პაპუაშვილის მუქარასთან გაეტოლებინათ და ფასი დაეკარგათ იმ მუქარისთვისაც. ინტერესთა კონფლიქტის მქონე პაპუაშვილი აპირებს ამნისტიის არეალი გააფართოვოს და თავის 26 ივლისის დანაშაულებრივ განცხადებას ამნისტია შეახოს. მის მუქარას ისეთი ხანდაზმულობის ვადა აქვს, რომ ოცნების შეცვლის შემდეგ სამართლიანი მართლსაჯულების პირობე

ზაზა თავაძე - „ოცნება" დგას პოლიტიკურ კორუფციაზე, მათ სურთ შავი ფულით იყიდონ ხელისუფლება (ვიდეო)

„ოცნება" დგას პოლიტიკურ კორუფციაზე და მათ სურთ შავი ფულით იყიდონ ხელისუფლება.  ზაზა თავაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის\" პოლიტსაბჭოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1013356053919059

PHR: ქალმა ფეხბურთელებმა სექსუალური შევიწროების საქმე ქუთაისის სააპელაციოშიც მოიგეს

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ინფორმაციით, ქალმა ფეხბურთელებმა სექსუალური შევიწროების საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც მოიგეს. ორგანიზაციის ცნობით, გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. მათი თქმით, სხდომის თავმჯდომარე იყო ირმა პერანიძე, ხოლო მოსამართლეები: მალხაზ ჩუბინიძე და ინდირა მაშანეიშვილი. საქმეზე მუშაობდნენ PHR-ის ადვოკატები სოფი მენაბდიშვილი, ანა თავხელიძე და ანა აბაშიძე. პუბლიკა

"გახარია საქართველოსთვის" - „ოცნება“ დღეს ამ კანონებს იღებს არა იმიტომ, რომ ბავშვები ადარდებს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველაზე მგრძნობიარე საკითხებს იყენებენ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის

პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ განცხადებით, პარტიის წევრებს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე ნაწილზე მხარდაჭერა სურდათ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ. კერძოდ, როგორც გახარიას პარტიაში ნეტგაზეთს უთხრეს, ისინი პაკეტში შემავალ ორ კანონპროექტს უჭერდნენ მხარს: „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ ცვლილებებს. თუმცა, მათი თქმით, იმისა გამო რომ პარლამენტმა სა

აშშ-მა პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი დაასანქცირა

აშშ-მ დაასანქცირა რუსი პროპაგანდისტი და რუსული პროპაგანდისტული მედიები „რია ნოვოსტი“, „RT“, „ტვ-ნოვოსტი“, „Rutply“ და „სპუტნიკი“. მიზეზი, ოფიციალური განცხადების თანახმად, „მოსკოვის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობებია“. ამის შესახებ „მედუზა“ წერს. ფიზიკურ პირებს სანქციის სახით სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ. სიმონიანის გარდა სანქცირებულნი არიან მისი ჰოლდინგის ტოპ-მენეჯერები. გარდა ამისა, ვაშინგტონი ათმილიონიან ჯილდოს აწესებს ინფორმაციისთვის, რომელიც ამერიკულ ა

ISFED: 16-მა პარტიამ 7.3 მლნ ლარის შემოწირულება მიიღო, აქედან 84% — „ოცნებამ"

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც მოიცავს პერიოდს 1 ივნისიდან 27 აგვისტომდე, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე. ორგანიზაციის შეფასებით, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას საქართველო ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში ხვდება. ISFED ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ წინასაარჩევნო ღონისძიებების დაწყებისთანავე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები საკუთ

ნინო თიბილაშვილმა პარიზის პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ნინო თიბილაშვილმა პარიზის პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა პარასპორტსმენმა ფინალურ ბლოკში ფრანგი მოწინააღმდეგე, ბრიანა ვიდი დაამარცხა. როგორც ცნობილია, ნინო თიბილაშვილი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების პრიზიორია. პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს ამ დრომდე, ორი მედალი ჰქონდა. ოქროს მედალი ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძემ მოიპოვა, ბრინჯაოს მედალი მიიღო პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ.

დმიტრო კულებამ პარლამენტს გადადგომის შესახებ მიმართა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება თანამდებობას ტოვებს. მან პოსტის დატოვების შესახებ უკვე მიმართა პარლამენტს. ინფორმაცია უკრაინის რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ პარლამენტი კულებას განცხადებას უახლოეს სხდომაზე განიხილავს. ამასთან, როგორც მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, 4 სექტემბერს უკრაინის პარლამენტმა დაითხოვა რამდენიმე სხვა მინისტრიც და სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი. 3 სექტემბერს თანამდებობები დატოვეს ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ.

მილერი: გვაშფოთებს ამ კანონის აღსრულება იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, „ჩვენ გვაშფოთებს ამ კანონმდებლობის აღსრულება იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა”. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე „ამერიკის ხმის” დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ურთიერთობების გადახედვის პროცესი გრძელდება და ის დამატებით ნაბიჯებს „არ გამორიცხავს”. ის იმეორებს, რომ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მრავლისმომცველი გად

ექსპერტიზის დასკვნით, გლდანში, მამის მკვლელობისთვის ბრალდებული შეურაცხადია - 26 წლის ბიჭის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა, ის მკურნალობას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაივლის

გლდანში, მამის მკვლელობისთვის დაკავებული 26 წლის რეზი გამხიტაშვილი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეურაცხადია. შესაბამისად, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. გამხიტაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით მკურნალობას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სრულ გამოჯანმრთელებამდე გაივლის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, გამხიტაშვილი დანაშა

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ რუსლან აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. „მინდა საზოგადოებას ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობო. დღეს მე ვტოვებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას. 2019 წლიდან, დღემდე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ჩემს გუნდთან ერთად, ჩვენი საზოგადოების ინტერესების დასაცავად ბევრ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხეთ. საფუძველი ჩავუ

მიშა დაუშვილი - თუ არა კორუფცია, თუ არა ნეპოტიზმი, ამხელა ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური დოვლათი სად ქრება, რამდენიმე ათეული ოჯახის ჯიბეში?

თუ არა კორუფცია, თუ არა ნეპოტიზმი, ამხელა ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური დოვლათი სად ქრება,  რამდენიმე ათეული ოჯახის ჯიბეში? რატომ არ ნაწილდება ჩვენს მოქალაქეებზე?  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/27492999603620688/

ანა ბუჩუკური - ის, რომ ოპოზიციაში იყოს მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” ეს არის “ოცნების” ოცნება (ვიდეო)

ის, რომ ოპოზიციაში იყოს მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” ეს არის “ოცნების” ოცნება. ივანიშვილისთვის ყოველთვის მომგებიანი პოზიცია იყო, რომ მეორე მხარეს არჩევანი ყოფილიყო მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა”. დღევანდელ “ოცნებაში” ნახევარზე მეტი არიან ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებოდნენ და აფინანსებდნენ “ნაციონალურ მოძრაობას”.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2619261984943365/  

ვიკა ფილფანი - გუშინ 2 სექტემბერს ჭუბერის მოსახლეობამ გზის გაკეთების მოთხოვნით გადაკეტა ჯვარი-მესტიის ცენტრალური გზა. ათწლეულებია ეს ადამიანები ითხოვენ გაკეთდეს სოფლამდე მისასვლელი მონაკვეთი, თუმცა მხოლოდ დაპირებები ესმით

"გუშინ 2 სექტემბერს ჭუბერის მოსახლეობამ გზის გაკეთების მოთხოვნით გადაკეტა ჯვარი-მესტიის ცენტრალური გზა. ათწლეულებია ეს ადამიანები ითხოვენ გაკეთდეს სოფლამდე მისასვლელი მონაკვეთი, თუმცა მხოლოდ დაპირებები ესმით, გამონაკლისი არც 2021 წლის არჩევნები ყოფილა. აღნიშნული გზა სიცოცხლისთვის სახიფათოა, ზამთარში ფაქტობრივად შეუძლებელია გადაადგილება და არაერთი სავალალო შემთხვევაც მომხდარა. ამიტომ მოსახლეობის მხრიდან გზის გადაკეტვა და საპროტესტო გამოსვლა იყო სრულიად ლეგიტიმური. მათ გვ

თეონა აქუბარდია -  ჩვენს ნამდვილ მშვიდობას, სუვერენიტეტს, რომელიც აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე წარმოუდგენელია, მათ შორის ევროპულ მომავალსაც, რაც ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია “ოცნება” უქმნის საფრთხეს

ჩვენს ნამდვილ მშვიდობას, სუვერენიტეტს, რომელიც აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე წარმოუდგენელია, მათ შორის ევროპულ მომავალსაც, რაც ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია “ოცნება” უქმნის საფრთხეს, ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ “ოცნება” ვერ გაიმარჯვებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რაც არ უნდა ძალა გამოიყენოს.  თეონა აქუბარდია, “გახარია საქართველოსთვის” გუნდის წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/771854074947550/

ნათია მეზვრიშვილი - ივანიშვილი და მისი “ოცნება” გაცვდა, ეს არის დამარცხებული პოლიტიკური ძალა, რომელიც ახლა იმყოფება მარცხის გააზრების ძალიან მტკივნეულ პროცესში (ვიდეო)

ივანიშვილი და მისი “ოცნება” გაცვდა, ეს არის დამარცხებული პოლიტიკური ძალა, რომელიც ახლა იმყოფება მარცხის გააზრების ძალიან მტკივნეულ პროცესში. ერთ მხარეს გაიხედებით და არის გაჭირვება, სიღატაკე, დაუსრულებელი პროექტები და მეორე მხარეს “ოცნების” უზარმაზარი ბილბორდი, სადაც ღირსება, კეთილდღეობა აწერია და რეალურად ეს ღირსება და კეთილდღეობა არსებობს მხოლოდ “ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: http

რუსლან სტეფანჩუკი - სამმა მინისტრმა გადადგომა მოითხოვა

უკრაინის სამმა მინისტრმა გადადგომა მოითხოვა. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას (პარლამენტის) თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, გადადგომის შესახებ განცხადებები გააკეთეს: უკრაინის მრეწველობის სტრატეგიული დარგების საკითხების მინისტრმა ალექსანდრ კამიშინმა, უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ, და უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა რუსლან სტრელეცმა. “ასევე გადადგომის შესახებ განცხადება შემოვიდა უკრაინის სახელმწიფო ს

წალენჯიხაში ტურისტი ჩანჩქერში გადავარდა და დაიღუპა

წალენჯიხის მერის მოადგილის, თამარ ბელქანიას ცნობით, ინწრას ხეობაში პოლონელი ტურისტი ჩანჩქერში გადავარდა და დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.     პუბლიკა

სერგეი შამბა ადასტურებს, რომ რუსეთმა აფხაზეთს გარკვეული ფინანსური დახმარება შეუჩერა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი შამბა ადასტურებს, რომ რუსეთმა მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან აფხაზეთის დაფინანსება შეზღუდა და აფხაზურ მხარეს გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა. შამბას თქმით, მოსკოვში, არაერთხელ განაცხადეს, რომ „აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სანქციები“. „1-ელი სექტემბრიდან მათი განხორციელება უკვე დაიწყო. მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რომელიც ეხება ექიმებს, მას

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებული სამხედრო, კაპრალი ზურაბ ფისენკო თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ ზურაბ ფისენკოს გარდაცვალების გამო და თანგრძნობას უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს. „უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, რომ კაპრალი ფისენკო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, მიიღო სხეულის დამწვრობა და საქართველოში გაწეული სამედიცინო მომსახურების შემდგომ გადაყვანილ იქნა თურქეთის სპეციალიზებუ

ანა ბუჩუკური - 26 ოქტომბერს გვაქვს მარტივი არჩევანი - ძლიერ, ღირსეულ საქართველოსა და იზოლირებულ საქართველოს შორის (ვიდეო)

“ოცნება” არის პარტია, რომელიც დგას აბსოლუტურ სიყალბეზე.  26 ოქტომბერს გვაქვს მარტივი არჩევანი - ძლიერ, ღირსეულ საქართველოსა და იზოლირებულ საქართველოს შორის. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1059703789009200/

ნათია მეზვრიშვილი - პაპუაშვილი არის “ოცნების” მთავარი დეზინფორმატორი და პროპაგანდისტი (ვიდეო)

- პაპუაშვილი არის “ოცნების” მთავარი დეზინფორმატორი და პროპაგანდისტი. - “ოცნება” უკვე დამარცხებულია, ეხლა მიმდინარეობს ამ მარცხის გააზრების პროცესი. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1049663503225095/

მიშა დაუშვილი - “ოცნება” ამნისტიას იყენებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის და წინა საარჩევნო მიზნებისთვის (ვიდეო)

“ოცნება” ამნისტიას იყენებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის და წინა საარჩევნო მიზნებისთვის. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/358491263999392/

იუკნევიჩიენე: არ გამოვრიცხავ, რომ დავიწყოთ მსჯელობა უვიზო რეჟიმის შეწყვეტაზე

ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობა „დებიძინიზაციის გარეშე” შეუძლებელია. მისი თქმით, ქვეყანაში სიტუაცია გაუარესებულია და არ გამორიცხავს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერებაზეც დაიწყოს მსჯელობა. მე არ ვიცი, ამაზე უფრო როგორ უნდა გართულდეს სიტუაცია და არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ დავიწყოთ მსჯელობა უვიზო რეჟიმის შეწყვეტის თაობაზე. საქართველო ლიდერი იყო ევროპული რეფორმების მხრივ, ახლა კი სომხეთი უფრო წინ არის, ვიდრე საქართველო”, – განაცხადა მან [„მთავარი არხ
×
×
  • შექმენი...