Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.101.605

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რუსეთმა კრემლზე უკრაინული დრონების თავდასხმა დაადასტურა

რუსეთის ხელისუფლება ამბობს, რომ უკრაინამ კრემლზე დრონებით იერიში მიიტანა. უკრაინა ამ ინფორმაციას უარყოფს. რუსული პროსახელისუფლებო გამოცემა „რია ნოვოსტი“ წერს, რომ კრემლს ორი უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს, მაგრამ ვლადიმერ პუტინს საფრთხე არ შექმნია. შეტევას არ მოჰყოლია მსხვერპლი და ნგრევა. კრემლზე თავდასხმის ფოტო და ვიდეოკადრები გუშინ ინტერნეტსა და რუსულ მედიაში გავრცელდა. კადრებში ჩანს საფრენი აპარატი, კრემლის ნაწილში მომხდარი აფეთქება და კვამლი. მოსკოვში ამ იერიშს „კრემლზე თავდას

მსგავს ტერაქტებზე გადაწყვეტილებას ვაშინგტონში იღებენ - პესკოვი დრონებით თავდასხმაზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ კრემლზე დრონების თავდასხმის უკან აშშ დგას. მისი განცხადებით, მსგავს გადაწყვეტილებებს უკრაინა ამერიკის მითითებებით იღებს. გუშინ, 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ უკრაინამ კრემლზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული პროსახელისუფლებო გამოცემა „რია ნოვოსტი“ წერდა, რომ კრემლს ორი უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს, მაგრამ ვლადიმერ პუტინს საფრთხე არ შეჰქმნია.

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ სამართალდამცველები არიან მობილიზებული

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც. სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. ტერიტორიაზე ელოდებიან სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც. ინფორმაციისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაზე“ იმყოფება.

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ უკრაინას გადაეცა TRML-4D ტიპის საჰაერო სათვალთვალო რადარი, Biber-ის ტიპის ხიდის გამდები ორი ტანკი, Vector -ის ტიპის სადაზვერვო დრონები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები, სასაზღვრო ავტომობილები და Zetros-ის სატვირთო მანქანები. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 14 მაისს უკრაინისთვის სამხედრო დახმარ

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

თურქეთის მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მთავარ ოპოზიციურ კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს შორის მოუწევთ. ხმის მისაცემად 64. 1 მილიონზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული. თურქული მედიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქვეყნის ისტორიაში პირველად იმართება. შეგახსენებთ, თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 14 მაისს გაიმართა, რა დროსაც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,52 პროცენტი მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი ხმე

პარლამენტთან პოლიციამ აქტივისტს ცარიელი ფურცელი წაართვა [ვიდეო]

პარლამენტთან გამართული მშვიდობიანი ანტისამთავრობო აქციის მონაწილეს პოლიციამ ცარიელი ფურცელი წაართვა. ეს იმ დროს მოხდა, როცა ძალოვნები შეკრების მონაწილეებს პლაკატებს ართმევდნენ და აკავებდნენ. 2 ივნისს პარლამენტთან მოძრაობა “ჯიუტი” მორიგ ანტისამთავრობო აქციას  მართავდა. პროტესტის მონაწილეები პარლამენტის კიბის საფეხურებზე ისხდნენ და სხვადასხვა შინაარსის პლაკატი ეჭირათ ხელში. პირველი ივნისის ღამის მსგავსად, პოლიციელები ამჯერადაც მივიდნენ აქციის მონაწილეებთან და ყოველგვარი განმარტების გარეშ

„შემოვიდა მეზობელი, რომელმაც სცადა ჩემი და მამას მოკვლა“ - შსს-მ ერთი პირი დააკავა

მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში, საცხოვრებელ ბინაში მეზობელი მას და მამამისს თავს დაესხა და დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. შსს-მ კაცი უკვე დააკავა და ფაქტზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. შემთხვევა 18 ივნისს მოხდა. მოქალაქე წერს, რომ შუაღამისას, მის ბინაში შემოვიდა 25 წლის კაცი და სცადა მამა-შვილის მოკვლა. ის სოციალურ ქსელში ფოტო- და ვიდეომასალასაც აქვეყნებს, რომელსაც შინაარსის სიძიმის გამო „პუბლიკა“ მასალას

მეწყერის გამო, დღეს მატარებლების ყველა რეისი გაუქმებულია — საქართველოს რკინიგზა

სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრის გამო, საქართველოს რკინიგზამ პირველ ივლისს დანიშნული ყველა რეისი გააუქმა. ინფორმაცია რკინიგზამ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. “მგზავრობის გადახდილი საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ. 2 ივლისის რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით”, — აღნიშნავს უწყება ბოლო განცხადებაში. საქართველოს რკინიგზის ცნობით, მარელისში უხვი ნალექის გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა “მნიშვნელოვნად დააზიანა” საკონტაქტო ქსელი და ლიანდაგები. თავდაპი

ნიდერლანდების საგარეო უწყება - გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მათ, ვინც შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაზარალდა

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და დაზარალებულებს სამძიმარს უცხადებს. „გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მათ, ვინც შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაზარალდა. ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე სამძებრო და სამაშველო ოპერაციის შედეგად დაკარგული ადამიანების უსაფრთხოდ პოვნა მოხერხდება“, - ნათქვამია ნიდერლანდების საგარეო უწყების განცხადებაში.

დიმიტრი პესკოვი - რუსეთს კონსტიტუციაში დაფიქსირებული ყველა ტერიტორიის გაკონტროლება სურს

ჩვენ უბრალოდ გვინდა, გავაკონტროლოთ ყველა ტერიტორია, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, როგორც ჩვენი საკუთრება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა. შეკითხვაზე, სურს თუ არა რუსეთს, უფრო მეტი უკრაინული ტერიტორია დაიკავოს, პესკოვმა უპასუხა: "არა, არ გვინდა. ჩვენ უბრალოდ გვინდა, გავაკონტროლოთ ყველა ის ტერიტორია, რომელიც ახლა ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, როგორც ჩვენი", - აღნიშნა პესკოვმა. შეგახსენებთ,

გერმანიამ უკრაინას Leopard 1 ტიპის ტანკების პირველი პარტია გადასცა

გერმანიამ უკრაინას Leopard 1A5 ტიპის საბრძოლო ტანკების პირველი პარტია გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობის ვებსაიტზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, უკრაინას უკვე მიეწოდა Leopard 1A5 ტიპის 10 ტანკი. სამომავლოდ კი ქვეყანა აპირებს, პროექტის ფარგლებში, რომელიც დანიასთან ერთობლივად ხორციელდება, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კიდევ 100 ასეთი ტანკი გადასცეს. ამასთან, გერმანიამ უკრაინას მძიმე ჯავშანტექნიკისთვის, კერძოდ, Leopard 2 ტანკებისთვის, Marder-

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა

14 აგვისტოს, აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა. ომი აფხაზეთში, რომელიც 1992-1993 წლებში, 13 თვეს გაგრძელდა,  საქართველოს სამთავრობო ჯარებს, რუსულ სამხედრო შენაერთებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის მიმდინარეობდა. სხვადასხვა მხარის ოფიციალური მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი და 4 ათასი აფხაზი. ასევე 2 ათასი მოხალისე მებრძოლი ჩრდილოეთ კავკასიიდან. 300 ათასზე მეტი ადამიანი კი დევნილად იქცა. ნეტგაზეთი

ჯო ბაიდენის შვილი, მისი საგადასახადო ინფორმაციის უკანონოდ გასაჯაროების გამო, აშშ-ის შემოსავლების სამსახურს უჩივის

ჯო ბაიდენის შვილი, ჰანთერ ბაიდენი, მისი საგადასახადო ინფორმაციის უკანონოდ გასაჯაროების გამო, აშშ-ის შემოსავლების სამსახურს უჩივის. სარჩელი ორი ოფიცრის მიმართ არის შედგენილი, რომლებმაც კონგრესს ჩვენება მისცეს ჰანთერ ბაიდენის ბიზნესგარიგებების შესახებ მიმდინარე გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით. სარჩელში ბაიდენის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ამით მათი კლიენტის პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობა დაირღვა. ჰანთერ ბაიდენი კომპენსაციის სახით 1000 დოლარის ოდენობით თანხას, ასევე იურიდიული ხარჯე

ჩინეთი ამერიკელი ტურისტებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს

ჩინეთი ამერიკელი ტურისტებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ვაშინგტონში ჩინეთის საელჩო ავრცელებს. აშშ-ში ჩინეთის საელჩოს ცნობით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამერიკელ ტურისტებს ჩინეთის სავიზო განაცხადის შევსებისას მოთხოვნილი საბუთების ნაკლები რაოდენობით წარდგენა დასჭირდებათ. ჩინეთის ტურისტული ვიზის მისაღებად ამერიკელებისთვის მოსაწვევი წერილის, ავიაბილეთისა და სასტუმროს ჯავშნის წარდგენა აუცილებელი აღარ იქნება. ჩინეთის ეს ნაბიჯი, COVID-19 პანდემიის შემდეგ, ტური

საქართველოში ყოველ მე-5 ადამიანს კრიმინალური მენტალიტეტის მიმღებლობა აქვს – კვლევა

კრიმინალური მენტალიტეტი და საზოგადოებაზე მისი გავლენა – ასე ჰქვია კვლევას, რომლის შედეგები წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა (GCRT) დღეს გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, ყოველი მე-5 ადამიანი საქართველოში სადავო საკითხების გადაწყვეტისას უპირატესობას კრიმინალურ სუბკულტურებს ანიჭებს. კვლევის მიხედვით, კრიმინალური სუბკულტურის მიმღებლობა უფრო მაღალია დასავლეთ საქართველოში, ვიდრე თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში. ურბანულ ჭრილში კი ამგვარი მენტალიტეტის მიმღებლო

ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

დღეს, ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საგარეო პოლიტიკური მოქმედებები, კერძოდ მისი მოსკოვში ვიზიტი დაგმო. რეზოლუციას, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ადასტურებს, კენჭისყრაში მონაწილე 679 ევროპარლამენტარიდან ხმა 495-მა მისცა. რეზოლუცია რუსეთში ვიქტორ ორბანის ვიზიტს გმობს და „ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ვიზ

დმიტრო კულებამ პარლამენტს გადადგომის შესახებ მიმართა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება თანამდებობას ტოვებს. მან პოსტის დატოვების შესახებ უკვე მიმართა პარლამენტს. ინფორმაცია უკრაინის რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ პარლამენტი კულებას განცხადებას უახლოეს სხდომაზე განიხილავს. ამასთან, როგორც მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, 4 სექტემბერს უკრაინის პარლამენტმა დაითხოვა რამდენიმე სხვა მინისტრიც და სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი. 3 სექტემბერს თანამდებობები დატოვეს ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი - დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი სწორ არჩევანს გააკეთებს

დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი სწორ არჩევანს გააკეთებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა ბაქოში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ნარიშკინის თქმით, ეუთო/ოდირმა “აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით” მოამზადა “შუალედური დასკვნა, რომელშიც არსებობს თეზისი იმის შესახებ, თითქოს საქართველოში სამართლიანი და ღია არჩევნებისთვის პირობები არ არსებობს”. ნარიშკინის თქმით, ეს “რა თქმა უნდა, რეალობას არ შეესაბამება”. “ამ აქციის მიზანია - სცადოს

თეონა აქუბარდია - დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ განზრახვაა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა

ივანიშვილ-კობახიძის რეჟიმი საქართველოში რუსეთის ინტერესების გასატარებლად ყველაფერს აკეთებს - დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ განზრახვაა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. აქუბარდია სწორედ ამ კონტექსტში ხსნის მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ბალტიის ქვეყნების მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემდეგ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთში ჩასვლა

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში 300-მდე ოკუპანტი გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ზუსტი დარტყმების შედეგად, დონეცკის ოლქის მაიორსკის დასახლებულ პუნქტში 300-მდე ოკუპანტი განადგურდა, რომლებიც მორიგი თავდასხმისთვის ემზადებოდნენ, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, 60-მდე დაჭრილი კი გორლოვკას სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. გენშტაბში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის თავდასხმები დონეცკის ოლქის ვოდიანეს, კამენკ

გერმანია უკრაინას 350 გენერატორს გადასცემს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის დამატებითი 350 გენერატორის გადაცემის გეგმის შესახებ გამოაცხადა. „დღემდე გერმანიის მთავრობამ უკრაინას მოკლევადიანი ფინანსური დახმარება გაუწია, დაახლოებით 56 მილიონი ევროს ოდენობით, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთების მიზნით და უზრუნველყოფს 350-ზე მეტი გენერატორის მიწოდებას“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰე

ევროკომისიამ უნგრეთს 13 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა გაუყინა

ევროკომისიამ უნგრეთს 13 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა გაუყინა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ევროკომისიამ უნგრეთის პოსტპანდემიური აღდგენის გეგმა დაამტკიცა, თუმცა განაცხადეს, რომ ქვეყანა ვერ მიიღებს 5.8 მილიარდი ევროს ოდენობის თანხას, ვიდრე არ განახორციელებს რეფორმებს სასამართლო დამოუკიდებლობასა და კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ. პარალელურად, კომისიამ ასევე რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, გაყინონ 7.5 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა, რომელსაც უნგრეთ

საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია წარმომადგენლობით ორგანოში წლის ანგარიშით წარსდგა

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, წარმომადგენლობით ორგანოში წლის ანგარიშით წარსდგა.   ნოდარ შეროზიამ საკრებულოში თავისი საქმიანობის ანგარიშში ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან პროექტებსა თუ პროგრამებზე, რომელსაც მხარი დაუჭირა. საანგარიშო პერიოდში საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 183 ბრძანება, 118 განკარგულება და 54 დადგენილება იქნა მიღებული.   რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ააიპ „მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრს“ შო

სოფო ხორგუანი: "გმირობას ყველას ვერ მოსთხოვ"

"მოსაზრება, რომ მტრობა და შუღლი მხოლოდ ქართველებს ახასიათებს, არასწორია!"   "ჩვენი ქვეყნის განვითარებას წინ ვერავინ დაუდგება, შეიძლება ეს პროცესი ვიღაცამ დროებით შეაფერხოს, მაგრამ ასეა..." - ამბობს იურისტი, უფლებადამცველი სოფო ხორგუანი.   - ქალბატონო სოფო, თქვენც ფიქრობთ, რომ ქართველი ხალხი ძალიან ინერტულია და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე რეაქცია არა აქვს? - ვერ დაგეთანხმებით, რომ ქართველ ხალხს მიმდინარე მოვლენებზე რეაქცია აღარ აქვს. ამის დასტურია თუნდაც

ამერიკულ კანონში აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება პარტნიორებზე არ ვრცელდება, რაც თარგმანში გამოტოვეს - პლატფორმა

"საქართველოს ეროვნული პლატფორმა" აცხადებს, რომ ე.წ. “ამერიკული კანონის“ ქართულ რედაქციაში შეგნებულად არის გამოტოვებული ავთენტური ამერიკული კანონის პარაგრაფ 613 – ის (გამონაკლისები/ EXEMPTIONS) კონკრეტული და "ამ კანონმდებლობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი "f". მათი თქმით, ამერიკულ კანონის (FARA) ამ პუნქტში წერია, რომ ქვეყნის პარტნიორები და მათი წარმომადგენლები ითვლებიან გამონაკლისებად და მათზე არ ვრცელდება უცხო ქვეყნის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება. პლატფორმის განცხადებაში ნათქვამია,
×
×
  • შექმენი...