ევროპარლამენტში ინიციირებულია რეზოლუციის პროექტი „საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“.
რეზოლუციის კენჭისყრა 25 აპრილს გაიმართება, მანამდე კი დაგეგმილია დებატები საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მონაწილეობით.
რეზოლუციის პროექტში წერია, რომ ქართული კანონპროექტი შედგენილია რუსეთში 2012 წელს მიღებული მსგავსი კანონის მიხედვით, ასევე,
სანქტ-პეტერბურგის ფრუნზეს რაიონის სამხედრო კომისარიატმა ჯარში გაწვევის უწყება გაუგზავნა კრეისერ „მოსკვის“ დაღუპულ მეზღვაურს და თან გამოუცხადებლობისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ გააფრთხილა. საინტერნეტო გამოცემა „ფონტანკის“ ცნობით, ყოფილი წვევამდელი კავშირზე აღარ გასულა ამა წლის აპრილიდან, მას შემდეგ, რაც სარაკეტო კრეისერი სევასტოპოლის უბეში ჩაიძირა.
ფრუნზეს რაიონის სამხედრო კომისარმა, ალექსანდრ ვორონინმა, დაღუპული მეზღვაური წვევამდელთა მობილიზაციასთან დაკავშირებული აღრიცხვისთვი
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი აცხადებს, რომ საქართველოში მუშაობით ბედნიერია.
კითხვაზე, რა გეგმები აქვს მომავალში ფრანგ მწვრთნელს, სანიოლი ამბობს, რომ მომავალზე წინასწარ ვერ ისაუბრებს, თუმცა საქართველოში ყოფნით კმაყოფილია.
„ჩემთვის პატივია ვიყო იმ ბიჭების მწვრთნელი, რომლებმაც ამდენი სიხარული მომანიჭეს ამ 3.5 წლის განმავლობაში. ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში, ბედნიერი ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ამ საოცარ ტურნირზე.
მომავალში არ ვი
სანიაღვრე ქსელის მოწყობის გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 10 დეკემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე „ვეფხი და მოყმის“ ძეგლიდან გაგარინის ქ. N29-მდე იმოქმედებს.
მათივე ცნობით, მარშალ გელოვანის გამზირიდან და ბაქრაძის ქუჩიდან მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ ჟვანიას მოედნისკენ და პეკინის გამზირის გავლით, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირების მიმართულებით; გმირთა მოედნისა
"მოლდოვა ომის საფრთხის წინაშე არ დგას, მაშინ, როდესაც უკრაინა იბრძვის". – თქვა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
"მინდა დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, რომ მოლდოვას ახლა არანაირი ომის საფრთხე არ ემუქრება. რუსეთის ჯარი აქამდე ვერ მოაღწევს, მანამ, სანამ უკრაინა იბრძვის და ამით იცავს მოლდოვას. ჩვენ მადლობელი ვართ უკრაინელების, მათი სიმამაცისა და თავისუფლების სიყვარულისთვის". – თქვა სანდუმ.
CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური ს
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, უკრაინას კი – წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყება მიულოცა.
ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. საბჭოსვე გადაწყვეტილებით, დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში მათი გაწევრების შესახებ. ამ ორ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიენიჭა.
პუბლიკა
აქტივისტი სანდრო ქინქლაძე ამბობს, რომ ცოლთან ერთად ქვეყანა დატოვა. მისი თქმით, პატიმრობის შემდეგ ხელისუფლებამ დაიწყო მისი და მისი ოჯახის წევრების თვალთვალი. ქინქლაძე ამბობს, რომ გაუგზავნეს დედამისის ფოტო, თუ როგორ მიდიოდა სამსახურში, ყველგან დაჰყვებოდნენ მის ცოლს, ხოლო ბოლოს ორი დაბურულშუშიანი „შკოდა“ დახვდა და „იარაღის დამიზნებით გააცილეს“ უბნიდან.
ქინქლაძე 2024 წლის 8 დეკემბერს დააკავეს, სასამართლომ მას 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით მან სოციალურ ქსელ
19 წლის სანდრო ბუკია, რომელსაც ეპილეფსია აქვს და სპეცრაზმმა გუშინ დააკავა, თავისუფალია, თუმცა ოჯახის თქმით, მას მრავლობითი დაზიანებები აქვს, თავის, სახისა და სხეულის არეში. ამის შესახებ ბუკიას ბიძამ „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
სანდრო ბუკიას დედა დაკავებისას სპეცრაზმს ეუბნებოდა, რომ სანდროს ეპილეფსია აქვს, თუმცა სპეცრაზმმა ქალის სიტყვები არ გაითვალისწინა.
ბუკია ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.
საფრანგეთის ქალაქმა შალონ ან შამპანმა ხმალში გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლა.
მსოფლიოს ნომერ პირველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე კლუბ „ორლეანის“ შემადგენლობაში ასპარეზობდა.
კრისტიან ბაუერის გუნდში სანდრო ბაზაძის გარდა, ფრანგი მოფარიკავეები – ბოლად აპიტი, ჟან ფილიპ პატრისი და სებასტიან პატრისი გამოდიოდნენ.
საფრანგეთში გამართული პრესტიჟული ტურნირის ჩემპიონი კლუბი „ორლეანი“ გახდა და ქართველმა მოფარიკავემ მორიგი გამარჯვება იზეიმა.
ავტორი - ალექსანდრე ქურხული
დღეს, 12 ნოემბერს ალჟირში ხმლით ფარიკაობის მსოფლიო თასი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც სანდრო ბაზაძე გახდა.
სანდრომ ტურნირი 1/32-ფინალიდან დაიწყო, სადაც ეგვიპტელი მაზენ ელარაბი 15:10 დაამარცხა, შემდეგ მან იტალიელ მიკელე გალოსაც იგივე ანგარიშით სძლია. მერვედფინალურ დაპირისპირებაში ქართველი მოფარიკავე ფრანგ ჟან-ფილიპ პატრისს შეხვდა და 15:9 მოუგო. ყველაზე მარტივი ბაზაძისთვის მეოთხედინალი აღმოჩნდა, სადაც სამხრეთ კორეელი ბონგილ გუ 15:3 დაამარცხა.
ნახევარფინალში სანდრო ეგვიპტელ ზიად ელსისს დ
ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. მან ყველა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.
ნახევარფინალში სანდრომ ფრანგი მაქსიმ პიანფეტი 15:11 დაამარცხა, ფინალში კი იტალიელ რიკარდო ნუჩიოს 15:6 სძლია.
სანდრო ბაზაძე 2022 წლის მადრიდის მსოფლიო თასიდან დღემდე ზედიზედ მე-11 ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო სამეულშია.
ავტორი - ელენე ბილიხოძე
– წერს მომღერალი ლაშა ჩხაპელია, სასცენო სახელით – „თამადა”.
ლაზარე გრიგორიადისს სოლიდარობა გამოუცხადეს სხვადასხვა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, ორგანიზაციებმა, პარტიებმა, მოქალაქეებმა. დღეს პარლამენტთან მისი მხარდამჭერი აქციაც გაიმართა.
ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილებამ დამსწრე საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. სასამართლომ ფოიეში დაძაბული ვითარება, ხმაური და შეძახილები – „მონებო” იყო.
დაცვის მხარე მოითხოვდა, მის მიმართ გამოყე
ევროპარლამენტის დეპუტატი ურმას პაეტი აცხადებს, რომ სანამ რუსული კანონი არ გაუქმდება, საქართველოს ვერ ექნება პროგრესი ევროკავშირთან ურთიერთობაში.
ამის შესახებ მან ევროპარლამენტში საქართველოზე რეზოლუციის დებატებისას განაცხადა.
„მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია, საქართველოს მომავალი იხილონ ევროპაში. სწორედ ამიტომ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, მთავრობა ამის წინააღმდეგ მოქმედებს. ბოლო წლებში საქართველო დაშორდა ევროკავშირს და გაიზარდა რუსეთის გავლენა.
გამჭვ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის, ნენსი პელოსის ქმარი საავადმყოფოშია მოთავსებული მას მერე, რაც 28 ოქტომბერს, გამთენიისას, მას სან-ფრანცისკოში, საკუთარ სახლში დაესხნენ თავს.
პელოსის პრესმდივნის, დრიუ ჰემილის თქმით, თავად სპიკერი შეჭრის დროს სახლში არ იმყოფებოდა და თავდასხმის მოტივს გამოძიება ადგენს. ჰემილი დასძენს, რომ თავდამსხმელი დაკავებულია, 82 წლის პოლ პელოსის ჯანმრთელობას კი საფრთხე არ ემუქრება.
თავდასხმის ფონია 8 ნოემბერს დანიშნული შუალედური არჩევნები, რომელზეც წარმომად
სამხრეთმა კორეამ 11 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-ის გაჟონილი სადაზვერვო დოკუმენტების „მნიშვნელოვანი ნაწილი“, რომელშიც საუბარია სეულის შეშფოთებაზე უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე, ყალბია.
ეს დოკუმენტები ნაწილია უფრო ფართო მასშტაბის გაჟონვისა, რომელიც პენტაგონმა შეაფასა როგორც „ძალიან სერიოზული“ მუქარა ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
როგორც იტყობინებიან, ზოგიერთი ფაილი შეიცავს სამხრეთ კორეის უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენელთა შეშფოთებას, რომ სამხრეთ კორეაში ნაწარმოები იარაღი საბოლოოდ შეი
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად თამაზ ბესტაევი დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მას პირადად შეხვდა და ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თამაზ ბესტაევმა აღნიშნულ პოზიციაზე დიმიტრი სანაკოევი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა. ბესტაევი, ბოლო 15 წლის განმავლობაში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა.
მთავრობის მეთაურმა
სამხრთეთ ლიბანში დაბომბვებს როიტერის ვიდეოოპერატორი ემსხვერპლა.
როიტერის განცხადებით, ისინი დამატებით ცნობებს ელიან ოფიციალური უწყებებისგან და ღრმა მწუხარებას გამოხატავენ ისამ აბდალას დაღუპვის გამო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაჭრილია სხვა რამდენიმე ჟურნალისტიც.
სამხრეთ ლიბანი ისრაელს ესაზღვრება. ლიბანში ოპერირებს ჰეზბოლა. ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის პარალელურად, ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელს ცეცხლით უტევენ ჰეზბოლას მებრძოლებიც. ჰეზბოლას პოზიციებს ბომბავს ისრაე
15 ივლისს, უკრაინის ბავშვთა დაცვის ცენტრში, უკრაინელ მოზარდებს შეხვდნენ უკრაინის პირველი ლედი ელენა ზელენსკაია და სამხრეთ კორეის პირველი ლედი, კიმ კონ ჰი.
როგორც უკრაინის სახალხო დამცველი, დმიტრო ლუბინეცი წერს საკუთარ ტელეგრამ არხზე, ცენტრში მისულ სტუმრებს მან მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ბავშვთა უფლებების დარღვევისა და ასევე ომის შედეგად დაღუპული და დაშავებული ბავშვების შესახებ.
დმიტრო ლუბინეცის თქმით, ამ ხნის განმავლობაში, უკრაინამ რუსეთში დეპორტირებული მხოლოდ
სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju Air-ის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 179 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყანაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა, რომლის დროსაც სამთავრობო უწყებებზე დროშები დაშვებული იქნება.
გამოცემის ცნობით, მაშველებმა ეკიპაჟის ორი წევრის გადარჩენა შეძლეს, როლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, Boeing 737-800-ი, რომელსაც მგზავრები ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან გადაჰყავდა, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვ
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გეორგი ზინოვიევი მოსკოვის მხრიდან სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის მიმართ გაჟღერებული კრიტიკის გამო უწყებაში დაიბარა.
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, ჩანგ ბიუნ-ვონმა განაცხადა, რომ იუნ სუკ იოლის განცხადებებზე მოსკოვის კრიტიკა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებს.
„მინისტრის მოადგილის, ჩანგ ბიუნ-ვონის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთმა უგულებელყო სიმა
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. APA (AP Photo/Jae C. Hong)
სამხრეთ კორეამ უკრაინისთვის გამოყოფილი 394 მილიონი დოლარის (520 მილიარდი კორეული ვონი) ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რაც 2023 წელს გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე 8-ჯერ მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.
ფინანსური დახმარებიდან 98 მილიონი დოლარი გამოყოფილია უკრაინის რეკონსტრუქციისთვის, 197 მილიარდი ჰუმანიტარული დახმარებისთვ
სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ჩეხი დიპლომატი მაგდალენა გრონო დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს.
“[ევროკავშირის საბჭოს] პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტმა დაამტკიცა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად ჩეხი მაგდალენა გრონოს დანიშვნა. ნომინაცია ოფიციალურად დამტკიცებული იქნება ევროკავშირის საბჭოს მიერ”, - ნათქვამია განცხადებაში.
მაგდალენა გრ
მაგდალენა გრონო, რომელმაც სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში EU-ს სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი შეცვალა, საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა.
მაგდალენა გრონო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის უფროსი დიპლომატიური მრჩეველია. ის წლების განმავლობაში მუშაობდა სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის, საქართველოში, ის კარგად იცნობს საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას.
ნეტგაზეთი
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება.
ამჟამად სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი, 18 თვით გადავადებისათვის 2 000 ლარს შეადგენს. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის პირვანდელი ვარიანტით მოსაკრებლის ოდენობა 10 ათასი ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული, რაც საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვის დროს პროექტიდან ამოიღეს.
დღევანდელ სესიაზე კი ცნობილი გახდა, რომ კანონით ჯარში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნ