Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.099.376

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გაეროში ახალგაზრდების ყოფილი ელჩები რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს უერთდებიან

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლები რუსულ კანონთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას განცხადების სახით ავრცელებენ, რომლითაც უერთდებიან სამოქალაქო პროტესტს და მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაიწვიოს პირველი მოსმენით მიღებული კანონი. “მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონის საბოლოო მიღება უკიდურესად დააზიანებს საქართველოს გრძელვადიან ინტერესებს, შეაფერხებს მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ამასთანავე, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დააშორებს ჩვენს ქვეყანას

გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა

ქართველი ექიმი, მეცნიერი გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ. გულიკო ჩაფიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს დაამთავრა. 1954–1958 წლებში იყო ბორჯომის ლიკანის სანატორიუმის ექიმი-ორდინატორი. 1958–1961 წლებში მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი. 1962-1963 წლებში საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1963-1975 წლებში ინფარქტის განყოფილების უფროს

ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის მეოთხედფინალშია. მერვედფინალში გრიგალაშვილი ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილს დაუპირისპირდა და ვაზარით დაამარცხა. ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.   იპნ

ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ბექაურმა იაპონელი სანშირო მურაო ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე ვაზარით 2:1 დაამარცხა. შეგახსენებთ, ამ დრომდე, საქართველოს ერთი მედალი ჰქონდა. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სა

რომი-ქუთაისის ავიარეისზე მგზავრი გარდაიცვალა

რომი-ქუთაისის ავიარეისზე საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.არსებული ინფორმაციით, ქალი შეუძლოდ გახდა, მას ბორტზევე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება. ბორტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველივე შესაძლო მიმღებ აეროპორტში, ბულგარეთში დაშვებულიყო, თუმცა მგზავრის გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ბორტის სხვა მგზავრებს ბულგარეთის აეროპორტში 4-5 საათი ლოდინი მოუწიათ და რეისი საქართველოში დილით ჩამოფრინდა. იპნ

„ლავროვს შევახსენებ, ჩვენი იდენტობა არსად დაკარგულა" - სალომე ზურაბიშვილი

„მტრის პირველი მიზანია წაშალოს ჩვენი ძეგლები, რადგან ძეგლების წაშლა ჩვენი იდენტობის წაშლაა. და მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება, – არსად დაკარგულა. მე შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძალიან ძლიერად დგას და დგას სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძლიერი საზოგადოება და ძლიერი შეგნება”. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ქვე

ნათია მეზვრიშვილი - დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს ძალიან ბევრი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე და საბოლოოდ გაფორმდეს “ოცნების” მარცხი

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს ძალიან ბევრი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე და საბოლოოდ გაფორმდეს “ოცნების” მარცხი. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/892083308937038/

დღეს იუსტიციის საბჭოს ორ მოსამართლე წევრს აირჩევენ - კანდიდატებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი არიან წარდგენილი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს ორ მოსამართლე წევრს აირჩევენ. მოსამართლეთა რიგით 31-ე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთი მოსამართლე წევრი უნდა აერჩიათ, თუმცა საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა, გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. კანდიდატად მოსამართლეებმა დიმიტრი გვრიტიშვილი დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ, თავად დააყენა საკუთარი კანდიდატურა.

ნარკორეალიზაციის ბრალდებით საქართველოს, უკრაინის, ყაზახეთისა და რუსეთის მოქალაქეები დააკავეს

ნარკოტიკული ნივთიერებების გაყიდვის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურმა პოლიციამ 10-ზე მეტი ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან საქართველოს, უკრაინის, ყაზახეთის და რუსეთის მოქალაქეები. სპეცოპერაცია ერთდროულად რამდენიმე ქალაქში ჩატარდა. "დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ღონისძიებები თბილისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში. დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი. ჩხრეკის შედეგად ამოღებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები დიდი რაოდენობით და ასევე რეალ

9 თვეში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 306 და დაშავდა - 5704 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 306, ხოლო დაშავდა 5704 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს. მათივე ცნობით, შსს-ს მონაცემების თანახმად, გასული წელს, აღნიშნულ პერიოდში, კერძოდ, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში 4335 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 305, ხოლო დაშავდა 5 746 ადამიანი. როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალ

საქართველო უდიდესი კულტურის ტურისტული ქვეყანაა, პირდაპირი ფრენებია საჭირო - იაპონიის ელჩი

საქართველოში იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ გადაცემაში „Forbes Talks“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა. ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაზე გაამახვილა და თქვა, რომ იაპონელებს საქართველოს აღმოჩენა შეუძლიათ. „ვფიქრობ, იაპონელი ტურისტები ყოველთვის გამოცდილებაზე დაფუძნებული ტურიზმით ინტერესდებიან. რა თქმა უნდა, მათ მოსწონთ ლამაზი პეიზაჟები, თუმცა, მათ ასევე, მოსწონთ გამოსცადონ ისტორია, კულტურა, ხელოვნება და რა თქმა უნდა, სამზარეულო. საქართველოს ყველ

პარლამენტის წევრის მიერ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის თვეში 4-ზე მეტ შემთხვევაში არგავლა, მის დასანქცირებას იწვევს

პარლამენტის წევრის მიერ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის არგავლა, მის დასანქცირებას იწვევს. რეგლამენტით გათვალისწინებული ეს პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრს კალენდარული თვის განმავლობაში ოთხზე მეტი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში ეკისრება. დეპუტატი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ სანქცირდება თუ პოლიტიკური შეხედულებების გამო პარლამენტის სხდომას პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თუ პარლამენტის წევრი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში რომელიმე რეგისტრაციას არ გაივლის,

ბულგარეთი უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე აკრძალვას მოხსნის

ბულგარეთი სოფლის მეურნეობის უკრაინული პროდუქციის იმპორტზე აკრძალვას მოხსნის. შეზღუდვები მას შემდეგ გაუქმდება, რაც ბაზრის სტაბილიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან დაწესებული ზომები ძალაში შევა, – ამის შესახებ ბულგარეთის მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს. პოლონეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემდეგ ევროკომისიამ სოფლის მეურნეობის საბჭოს სხდომაზე ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით ახალი ზომები წარადგინა. ევროკავშირის ზომები მოიცავ

საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგას და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. მილოცვების შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა ავრცელებს. „დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებათა ტრიადას წარმოადგენს. პოლონეთისა და საქართველოს ისტორიულმა გამოცდილებამ ამ ფასეულობებისადმი პატივისცემისა და ერთგულების მყარი საფუძველი შექმნა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარ

ჯასტინ ტრუდო უკრაინაში ჩავიდა

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო უკრაინაში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, კანადის პრემიერი კიევში უკრაინელი ჯარისკაცების მემორიალს ეწვია და პრორუსულ ძალებთან ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო. ნატო-ს წევრმა კანადამ უკრაინას, 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მნიშვნელოვანი სამხედრო და ფინანსური დახმარება გაუწია. ipn

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის გამოცდების დეტალურ განრიგს აქვეყნებს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-2

ოლაფ შოლცი - რუსეთის პრეზიდენტს აშკარად სურს ზოგიერთი მეზობელი ტერიტორიის შთანთქმა

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ საჭიროა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის საკითხის განხილვა. შოლცის თქმით, ბერლინი ამაზე დიდი ხანია საუბრობს მოკავშირეებთან და ეს ასევე ეხება ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მზადყოფნას. შოლცმა კითხვის საპასუხოდ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ შეიძლება საუბარი იყოს ომის გაყინვაზე და რუსეთის მტაცებლური დარბევის ლეგიტიმაციაზე. „რუსეთის პრეზიდენტს აშკარად სურს ზოგიერთი მეზობელი ტერიტორიის შთანთქმა. მას აქვს ასეთი

გორის სკოლის კურსდამთავრებულს აშშ-ში სწავლა და გრანტი ოთხმა უნივერსიტეტმა შესთავაზა

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით,გორის მესამე სკოლის კურსდამთავრებული მიხეილ გაბრიელიძე სწავლას გააგრძელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამის შესახებ ინფორმაციას მესამე სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს. მიხეილ გაბრიელიძე ჩაირიცხა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში, როგორიცაა New York University Shanghai და Mississippi State University.   მან არჩევანი Mississippi State University -ზე შეაჩერა და აგვისტოდან აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლას კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე გააგრ

მე უკვე დავიღალე მათზე პასუხის გაცემით – იუკნევიჩიანე „ოცნების“ განცხადებებზე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებზე პასუხის გაცემით დაიღალა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ არჩევანი დაძაბულობის გაღვივებაა. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა „მთავარ არხთან“ ისაუბრა. „მე უკვე დავიღალე ამაზე პასუხის გაცემით, გამონათქვამებზე, რომლებიც ეკუთვნის პარლამენტის სპიკერს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ან პრემიერ-მინისტრს. ისინი აგრძელებენ ამაზე საუბარს, ეს მათი არჩევანია. მათი არჩევანია მანიპულაცია, დაძაბულობის გაღვივება. რასაკვ

უკრაინა იუწყება როვნოპოლზე კონტროლის დამყარებას

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუწყება უკრაინელი სამხედროების მიერ დონეცკის ჩრდილოეთში მდებარე სოფელ როვნოპოლის გათავისუფლებას. "მივდივართ წინ" - წერს ჰანა მალიარი ტელეგრამით. როვნოპოლი მცირე ზომის დასახლებული პუნქტია, ომამდე მისი მოსახლეობა 100 ადამიანამდე იყო. ის მდებარეობს ე.წ. ვრემიევსკის შემაღლებიდან ჩრდილოეთით, და უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან, ივნისის პირველ რიცხვებში ფაქტობრივად ნახევრად იყო ალყაში. ცნობა თუ დადასტურდება, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ძალებმა ფაქტობრივად "ჩაჭრე

პრიგოჟინმა ბელარუსში დაარეგისტრირა "ქონების მართვის კომპანია"

სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა, რომელმაც მოსკოვის წინააღმდეგ გასულ თვეში აჯანყება მოაწყო, ბელარუსში შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია "Concord Management and Consulting"-ი დააარსა. გამოცემა Reform.by-ის ცნობით, კომპანია მოგილევის რეგიონულმა აღმასკომმა 19 ივლისს დაარეგისტრირა. მისი რეგისტრაციის მისამართი მდებარეობს ოსიპოვიჩის რაიონთან ახლოს მდებარე სოფელში, რომლის მახლობლად არის „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების საველე ბანაკი, სადაც ისინი გადავიდნენ აჯანყებ

ირლანდიის თავშესაფრებში ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოდანაა

უახლესი სტატისტიკით, ირლანდიაში თავშესაფარის მაძიებელთა საცხოვრებლებში საქართველოს მოქალაქეები პირველ ადგილს იკავებენ და უსწრებენ ისეთი ქვეყნების მოქალაქეებსაც კი, რომლებშიც ომი მძვინვარებს. კერძოდ, ირლანდიის ბავშვთა, თანასწორობის, შშმ პირთა, ინტეგრაციისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორი ივლისის სტატისტიკით, თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში ცხოვრობს საქართველოს 3432 მოქალაქე. მეორე ადგილზეა ნიგერია [2847], მესამეზე კი, ალჟირი [2543]. საქართველო აგრეთვე უსწრებს იმ ქვე

გიორგი შარაშიძე - თბილისში მიმდინარე 5 პროექტი, რომელთაც ერთი საერთო ნიშანი აქვთ - პილიტიკური კორუფცია (ვიდეო)

“თბილისში მიმდინარე 5 ურთულესი პრობლემური პროექტი, რომელთაც ერთი საერთო ნიშანი აქვთ- პილიტიკური კორუფცია.   “ხალხის ძალის “ განცხადება, რომელიც, რა თქმა უნდა, “ოცნების” გზავნილებს აცნობს ქართულ საზოგადოებას, უკავშირდება არჩევნების გაყალბების უკვე დაწყებულ მტკივნეულ პროცესს. ვხედავთ, რომ სერიოზული შეტევა მიმდინარეობს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, სადამკვირვებლო მისიებზე, ყველა იმ ორგანიზაციაზე, რომელსაც აქვს შესაძლებლობა დაიცვას ქართველი ხალხის არჩევანი. ხოლო არჩევნების გაყალბებას სჭი

დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა

პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას პოლონეთის პრემიერის ოფისი სოციალურ ქსელში ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ეს ტუსკის პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც მან პოლონეთის პრემიერის თანამდებობა დაიკავა. პოლონური მედია იუწყება, რომ დონალდ ტუსკი, ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდება. იპნ

„ოსკარზე“ წარდგენილი ფილმებიდან საუკეთესოდ „ოპენჰაიმერი“ აღიარეს

ამერიკის კინოაკადემიის პრემია „ოსკარი“ 7 ნომინაციაში მოიპოვა ფილმმა „ოპენჰაიმერი“. ამერიკელ ფიზიკოსზე, რობერტ ოპენჰაიმერზე გადაღებული დრამა კინოაკადემიამ საუკეთესო ფილმად აღიარა, მისი რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი კი - საუკეთესო რეჟისორად. ფილმი სულ 13 ნომინაციაზე იყო წარდგენილი. რობერტ ოპენჰაიმერის როლის შემსრულებელმა კილიან მერფიმ „ოსკარი“ მიიღო, როგორც საუკეთესო მსახიობმა მამაკაცმა. ამერიკელი ფიზიკოსი რობერტ ოპენჰაიმერი მეორე მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა „მანჰეტენის პროექტს“ - ატომ
×
×
  • შექმენი...