Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.169
  • comments
    0
  • views
    693.669

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სტუდენტურ პროტესტს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებიც უერთდებიან

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ, როემლშიც ნათქვამია, რომ ისინი საერთო სტუდენტების პროტესტს უერთდებიან. გაფიცვის შესახებ უკვე დააანონსეს თსუ-ის, ილიაუნის, სამხატვრო აკადემიის, ჯიპას, ალტე უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტურმა ჯუფებმა. პუბლიკა

ვუერთდებით საერთო სტუდენტურ პროტესტს - კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები საერთო სტუდენტურ პროტესტს უერთდებიან და სასწავლო პრეცესის შეწყვეტას აანონსებენ. გაფიცვის შესახებ უკვე დააანონსეს თსუ-ის, ილიაუნის, სამხატვრო აკადემიის, ჯიპას, ალტე უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტია და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტურმა ჯუფებმა. პუბლიკა

ვუერთდებით სხვა სტუდენტებს და ორშაბათიდან ვწყვეტთ ლექციებზე დასწრებას - საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები

„საქართველოს უნივერსიტეტის“ სტუდენტები გაფიცვას აანონსებენ და გეგმავენ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ. გაფიცვის შესახებ უკვე დააანონსეს თსუ-ის, ილიაუნის, სამხატვრო აკადემიის, ჯიპას, ალტე უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტურმა ჯუფებმა. პუბლიკა

გთავაზობთ, კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ ნოემბრისთვის, არჩევნების მერე - პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს კანონის ამოქმედების ვადა პირველი ნოემბრისთვის, არჩევნების მერე გადაიტანონ.

“ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ გავაპატიოსნოთ რუსული კანონი” – პრეზიდენტი ვეტოს, სავარაუდოდ, შენიშვნების გარეშე გამოიყენებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რუსულ კანონს ვეტოს დაადებს, მაგრამ “არ შევა მანიპულაციებში და არ დაიწყებს თამაშს”. ასე უპასუხა მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ვეტოსთან ერთად, შენიშვნების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, რუსულ კანონთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდეს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრემიერის მცდელობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში რუსულ კანონის დაინიციირებულ ვერსიაში ცვლილებები შევიდეს, საზოგადოებაში დაბნეულობას გააჩენს. ამიტომ, სავარაუდოა, რომ

პრემიერის გამოსვლაც რუსულია და ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ დაბრუნდება - ზურაბიშვილი

„ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა „აბა რა არის ამ კანონში რუსული?“ ამას ვერ შეცვლის – წერეთ და იკითხეთ“,- განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ბრიფინგსაც და თქვა, რომ კობახიძის დღევანდელი გამოსვლაც რუსული იყო.

პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს - არის რაღაც გეგმები, პროვოკაციები მოაწყონ და თქვენც ჩაგითრიონ - მინდა, მოგიწოდოთ ძალიან დიდი სიფრთხილისკენ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს „ძალიან დიდი სიფრთხილისკენ“ მოუწოდებს. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლებში იკითხება, რომ „ქართული ოცნება“ აღნიშნული კანონპროექტის მოწინააღმდეგის მიმართ აქციებზე „პროვოკაციების მოწყობას“ გეგმავენ. „მინდა მოგმართოთ [მომიტინგეებს], რომ თქვენ იცოდეთ და ეს იკითხება ასევე, პრემიერის სიტყვებში და რამდენიმე სხვა გამოსვლებში, არის რაღაცა გეგმები, რომელიც ნამდვილა

პრეზიდენტი - საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, არ დაუშვებს „რუსულ კანონს“ - ძალიან სასაცილო, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან

გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს და გვიჩვენა ჩვენ, ყველას ძლიერად, მშვიდობიანად,დამაჯერებლად, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რომ არ დაუშვებს „რუსულ კანონს“. ეს არის და ეს, ამას ვერაფერი ვერ შეცვლის, ვერანაირი გათვლა თუ გადათვლა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან აქციაზე მყოფი ხალხის რაოდენობას. „ძალიან სასაცილოა, როცა პო

ვწყვეტთ აკადემიურ პროცესს რუსული კანონის გაწვევამდე - ჯიპას სტუდენტური მოძრაობა

ჯიპას სტუდენტური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი აპირებენ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ და უარი თქვამ აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხელმომწერი სტუდენტები უერთდებიან საერთო-სახალხო პროტესტს რუსთაველის გამზირზე და წყვეტენ აკადემიურ პროცესს რუსული კანონის გაწვევამდე.

უარს ვაცხადებთ ორშაბათიდან აუდიტორიებში აკადემიური პროცესის განახლებაზე - სამხატვრო აკადემიის სტუდენტები

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ჯგუფი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ რუსულ კანონს აპროტესტებენ, საერთო სტუდენტურ ინიციატივას უერთდებიან და ორშაბათიდან აუდიტორიებში აკადემიური პროცესის განახლებაზე უარს აცხადებენ.

პრემიერი ჯიმ ობრაიენის ვიზიტზე - იმედი მაქვს, საუბარი საქართველო-აშშ-ის არა ხელოვნურად დაშორებაზე, არამედ დაახლოებაზე იქნება - სტრატეგიული პარტნიორობა გამოხატული უნდა იყოს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით

იმედი მაქვს, რომ აქ საუბარი საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების არა ხელოვნურად დაშორებაზე, არამედ დაახლოებაზე იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, თუ რას ელოდება ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ობრაიენის საქართველოში ვიზიტისგან. კობახიძის თქმით, თუ საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, საუბარი უნდა იყოს ისეთი ტიპის დაახლოებაზე, როგორიც არის პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა

ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიფინგი 17:00 საათზე არის ჩანიშნული. უცნობია, კონკრეტული საკითხი, რაზე ისაუბრებს პრემიერი. იპნ

მოგმართავთ პარლამენტსა და მთავრობას, უკან გაიწვიეთ კანონი - ფსიქოლოგების განცხადება

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, კვლევით ცენტრებსა და პროფესიული სერვისის სფეროში მომუშავე ფსიქოლოგები პარლამენტსა და მთავრობას განცხადებით მიმართავენ უკან გაიწვიონ რუსული კანონი. განცხადებას ამ დროისთვის 437 ადამიანი აწერს ხელს. სია განახლებადია. „პუბლიკა“ განცხადებას სრულად გთავაზობთ: პუბლიკა

13 მაისიდან პარლამენტში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, შესაბამისი ზომის მოხსნამდე შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტები, სხვა მედიებს კი ადგილზე მუშაობის საშუალება კვლავ არ ექნებათ

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 13 მაისიდან საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. რაც შეეხება მედიას, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან. შესაბამისად, სხვა მედიებს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე განხილვის პირობებშიც, სხვა მედიასაშუალებებს შენობაში მუშ

მდინარაძის აზრით, აქციაზე „20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება“ — ნახეთ კადრები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ევროპის მოედანზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, „20 ათასამდე ადამიანიც ვერ იქნება“. ამის შესახებ მდინარაძემ მთავრობის პროპაგანდისტული ტელეარხის, „იმედის“ ეთერში განაცხადა, სადაც წამყვანი მიანიშნებდა, თითქოს აქციაზე ხალხის რაოდნობა არ არის დიდი. მამუკა მდინარაძემ სატელეფონო ჩართვისას თავისი მოსაზრების ასახსნელად გამოიყენა აქციებზე ადამიანთა რაოდენობის დათვლის კლასიკური მეთოდი, თუმცა ფაქტები მანიპულაციურად აღწერა.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენა პლენარულ სხდომაზე 14 მაისს გაიმართება

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენა პლენარულ სხდომაზე 14 მაისს გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ხვალ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იქნება მესამე მოსმენით განხილვა, რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე განხილვას, სამშაბათს იქნება. საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია ამ კანონპროექტზე ცნობილია. სამწუხაროა, რომ ამდენი კვირის განმავლობაში უცხოელმა აქტორებმა ნაცვლად რეკომენდაციებისა, ამჯობინეს

განათლების სფეროს მკვლევრები რუსულ კანონს ეწინააღმდეგებიან

განათლების სფეროს მკვლევრები რუსულ კანონს ეწინააღმდეგებიან. განათლების დარგის აკადემიური სფეროს წარმომადგენლების განცხადება ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განათლების მეცნიერებების დარგის წარმომადგენლები – პროფესორები, მკვლევრები თუ დოქტორანტები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და აცხადებენ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანად მიიჩნევენ ისეთი საზოგადოების შენებას, რომელიც დაფუძნებულია პერსონალური და საზოგადოებრივი გაძლიერების და თავისუფლების, დიალოგისა და თანამშრომლობის,

„რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც" - ექსპო ჯორჯიადან მშობლების მარში დაიწყო

ექსპო ჯორჯიადან, სადაც ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართებოდა, მშობლების მარში დაიწყო. ისინი მსვლელობით მარჯანიშვილის მოედანთან მივლენ და აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან. აქცია დღეს ევროპის მოედანზე გაიმართება – იქ მოქალაქეები სამი ლოკაციიდან მივლენ. მარჯანიშვილის მოედნიდან, რესპუბლიკის მოედნიდან და მეტრო 300 არაგველიდან მსვლელობები 19:00 საათზე დაიწყება. პუბლიკა

გერმანიის ელჩი: მინდა ვიცოდე, ვინაა ეს გლობალური ომის პარტია?

გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა Movement-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურს, იცოდეს, ვინ არის „გლობალური ომის” პარტია, რომელსაც „ქართული ოცნება” თავის განცხადებებში მუდმივად ახსენებს. ელჩმა კიდევ ერთხელ შეაფასა რუსული კანონი და თქვა, რომ საქართველოში ინიციირებულ და სხვა ქვეყნებში არსებულ კანონებს შორის მთავარი სხვაობა ინტერესების რეპრეზენტაციასა და „უცხოური” ინტერესების რეპრეზენტაციას შორისაა. კანონებისთვის, რომლებიც არსებობს, მაგალითად, შე

თსუ-ს სტუდენტი: ორშაბათიდან უარს ვამბობთ აუდიტორიაში შესვლაზე, დილიდან რუსთაველზე ვიდგებით

თსუ-ს სტუდენტების ნაწილი ორშაბათიდან უარს ამბობს აუდიტორიაში შესვლაზე. მათი განცხადებით, ახლა რუსთაველზე დგომისა და რუსული კანონის გაპროტესტების დროა. ამის შესახებ განცხადება უნივერსიტეტის ეზოში თსუ-ს სტუდენტმა, გიორგი წოწორიამ სხვა სტუდენტების სახელითაც წაიკითხა. თსუ-ს სტუდენტის განცხადებით, ახლა „აუდიტორიებში მშვიდად ჯდომის დრო არაა”, რის გამოც გადაწყვიტეს, რომ 13 მაისიდან, რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვების პარალელურად, აუდიტორიებში ყოფნის ნაცვლად პარლამენტთან იყვნენ. სტუდენ

პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირისკენ შემდეგი ნაბიჯის შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა, არ გაუშვათ ის ხელიდან, დრო იწურება - დარჩით ევროკავშირის გზაზე! დარჩით ევროკავშირის გზაზე!

შემოდგომაზე ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს ევროკავშირისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან, დრო იწურება. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებთ მას - დარჩით ევროკავშირის გზაზე! - ასე მიმართა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე მყოფ საზოგადოებას, რომელსაც, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დიპლომატის განცხადებით, ევროკავშირს სურს, რომ საქართველო თავისი უნიკალ

ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს

სამართალდამცველებმა, ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განუცხადა. როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, მარიამ იაშვილი პოლიციამ სამსახურში დააკავა. თუმცა, დაკავების მიზეზი ადვოკატისთვის ჯერჯერობით უცნობია. „ჩვენ დაგვიბარეს უჩა აბაშიძესთან ბრალის წაყენებაზე და დააკავეს მისი მეუღლე, მარიამ იაშვილიც. ის სამსახურში იმყოფებოდა და იქიდან წაიყვეს დაკავების იზოლატორში. მიზეზთან დაკავშირებით არაფერი ვიცით,

ომბუდსმენი: იკვეთება მათ შორის პოლიტიკოსთა მხრიდან ბავშვების მასტიგმატიზებელი განცხადებები

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ გმობს მიმდინარე დღეებში სოციალურ ქსელებში საპროტესტო აქციების მონაწილე არასრულწლოვანების ფოტოების, ტელეფონის ნომრების გავრცელებას და მათ მიმართ გამოთქმულ მუქარას, სიძულვილის ენის შემცველ და შეურაცხმყოფელ მიმართვებს. ომბუდსმენის შეფასებით, შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე, იკვეთება მათ შორის პოლიტიკოსთა მხრიდან ბავშვებისადმი მასტიგმატიზებელი განცხადებები. სახალხო დამცველი ასევე მიუთითებს, რომ უაღრესად მიუღებელია, რომ როგორც სამოქალაქო აქტივისტების, ასევ

მმართველი გუნდი ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფს აუქმებს

მმართველი გუნდი ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფს აუქმებს, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში უნდა შეიქმნას და რომელიც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლითა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებით დაკომპლექტდეს. ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმებას „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს. კანონის პროექტი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. „ცესკოს

კონგრესმენები კობახიძეს - მტკიცედ მოვუწოდებთ თქვენს მთავრობას, გაიწვიოს დამაზიანებელი კანონპროექტი - წინააღმდეგ შემთხვევაში, შევუერთდებით კოლეგებს და წავახალისებთ მოწოდებას სავიზო რეჟიმის გაფართოებასა და ფინანსურ სანქციებზე

10 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილობით მიმართეს. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს შეშფოთება და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს პარლამენტში ინიცირებული ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი. ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის წერილს „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, წერილის ბოლოს, კონგრესში საგარეო პოლიტიკის წამყვანი კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეუერთდებიან კოლეგა სენატორებს, რომლ
×
×
  • შექმენი...