სარწყავი სისტემის განვითარებისთვის საქართველომ შესაძლოა, 70 მლნ ევროს სესხი აიღოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტი აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე განიხილეს.
დოკუმენტები ძირითადად საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის და კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამებს ეხება.
მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმ
საქართველოდან თურქეთში შესულ მამაკაცს მებაჟეებმა ჩხრეკისას პატარა ხის ყუთებში ჩასმული 1100 ფუტკარი აღმოუჩინეს, რომელიც სხეულზე ჰქონდა მიმაგრებული.
თურქული მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მამაკაცს შესაბამისი საბუთები ჰქონდა და სარფის სასაზღვრო პუნქტზე სკანირება გაიარა, თუმცა საბაჟო სამმართველოს კონტრაბანდის საწინააღმდეგო განყოფილების თანამშრომლებმა საეჭვო საქციელის გამო გააჩერეს და სვიტერის ქვეშ დიდი რაოდენობით ყუთები აღმოუჩინეს, რომლებშიც 110 ფუტკარი იყო - თითოში ერთი დედა დ
სართიჭალაში მშენებლობაზე მძღოლი დაიღუპა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლს რამდენიმეტონიანი ბეტონის ფილა დაეცა.
როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
publika
სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დირექტორი პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებითაა დაკავებული. აღნიშნულ კომპანიაში დღეს პოლიცია შევიდა და მათ პავილიონში ჩხრეკა მიმდინარეობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიების ვერსიით, გიორგი ოკმელაშვილმა 13 მაისს თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე იდაყვი და მუშტი სახის არეში ჩაარტყა პოლიციელს. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს:
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
სარაევოს 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 3 ქართული ფილმი მონაწილეობს.
დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაში აჩვენებენ ანნა ძიაპშიპას „ავტოპორტრეტი ზღვარზე“ და გიორგი ფარქოსაძის „რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს“.
მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამაში კი აჩვენებენ ელენე ნავერიანის ფილმს – „შაშვი შაშვი მაყვალი“.
პუბლიკა
თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საპროტესტო მსვლელობას გამართავენ.
მსვლელობის ორგანიზატორი ჯგუფი „დაიტოვე“ არის, რომლის ორგანიზებითაც საპროტესტო მსვლელობა წინა კვირაშიც გაიმართა.
„პროტესტი გრძელდება! ერთად უკვე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მშვიდობიანად გავაჩინოთ წინააღმდეგობის კერა“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
მსვლელობას შეუერთდებიან სტუდენტებიც, რომლებმაც დღეს საპროტესტო აქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტ
საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულ 8 ადამიანს პატიმრობა შეუფარდეს.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. საქმის პროკურორები არიან ვაჟა თოდუა და შმაგი გობეჯიშვილი.
ბრალდებულები, რომლებსაც პატიმრობა შეუფარდეს, არიან:
ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ისაკ ალიევი, თორნიკე გოშაძე, ზვიად ცეცხლაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
მათ პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 18, 229-ე მუხლებით გათვალისწ
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება და ასევე, გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს.
პროცესს ესწრება დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამც
საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ასევე მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში რჩება.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
აღნიშნულს დაკავებულების მხარდასაჭერად სასამართლოს ეზოში შეკრებილი საზოგადოებას უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ძალაში დარჩა.
პროკურატურა დაკავე
საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილებმა, აქციებზე დაკავებული 8 პირის პატიმრობაში დატოვება გააპროტესტეს.
შეკრებილები სკანდირებდნენ: „დამხობა რეჟიმს - თავისუფლება ტყვეებს“; „უსამართლო სასამართლო - ხალხის ძალის გეშინოდეთ“.
ერთ-ერთმა მოქალაქემ შენობის კიბეებთან განლაგებულ პოლიციასთან ე.წ ბალაკლავა მიიტანა და თქვა, რომ შეუძლია, სამართალდამცველებს, რომელთაც სახე უჩანთ, ის ათხოვოს.
„როგორც წესი, შსს კანონს არღვევს, როდესაც სახე არ უჩანს. რამდენიმე ადამიანს სახე უჩანს და შემიძლია ბალაკლავ
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა პირებმა და მათმა ადვოკატებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სასამართლოში რამდენჯერმე დააყენეს შუამდგომლობა დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ადვოკატების განცხადებით, დარბაზის სიმცირის გამო ბრალდებულები შეუძლოდ ხდებიან და დარბაზის შეცვლა აუცილებელია.
სასამართლო სხდომაზე მყოფი პირე
საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კენჭისყრა ჩაატარა და 3 კანდიდატი შეარჩია.
კენჭისყრის შედეგები შემდეგია:
ვიქტორ ახალბედაშვილი – 9 ხმა
დავით ბარბაქაძე – 1 ხმა
ლალი ბუნტური – 0 ხმა
დარეჯან ბუცხრიკიძე – 10 ხმა
გიორგი გაბიტაშვილი – 11 ხმა
ალექსანდრე კობაიძე – 0 ხმა
ანდრონიკ სარიბეკოვი – 1 ხმა
გენერალური პროკურორობის კანდიდატებს 2024 წლის 11 ივლისს, 11:00 საათზე, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარული
საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატად გენერალური პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია. შესაბამისად, პარლამენტს სწორედ მისი კანდიდატურა წარედგინება.
შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭომ გუშინ, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი - ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეირჩა.
გიორგი გაბიტაშვილმა კენჭისყრაში 11 ხმა მიიღო, რაც საპროკურორი
საპენსიო სააგენტომ 2023 წლის შედეგები შეაჯამა. 2023 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ჯამურმა საპენსიო აქტივებმა 4.3 მილიარდ ლარს მიაღწია, სქემაში რეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობამ 1 476 780 შეადგინა, აქედან აქტიური სქემის მონაწილე 1 297 661 ადამიანია, ხოლო დამატებით 2023 წელს სქემას 118 044 მონაწილე შემოუერთდა.
2023 წელს პენსიით ისარგებლა 3 535 ადამიანმა, შედეგად პენსიის მიმღებთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 6 929 შეადგინა. დღეისათვის, გაცემული პენსიის ჯამური ოდენობა 20 811 344 ლარია, ხ
საპენსიო სააგენტოს განცხადებით, 2024 წლის დეკემბრიდან მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ, თანამდებობა დატოვა.
სააგენტოს ცნობით, გოგა კარიერას კერძო სექტორში, ცენტრალურ აზიაში გააგრძელებს. საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობას ლევან ვერძეული შეასრულებს, რომელიც საპენსიო სააგენტოში 2020 წლიდან საინვესტიციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებს.
“საინვესტიციო საბჭო მადლობას უხდის გოგა მელიქიძეს ხუთწლიანი წარმატებული საქმიანობისთვი
საპენსიო სააგენტოს 6 თვეა ხელმძღვანელი არ ჰყავს. სააგენტოს დირექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2023 წელის ივნისში გიორგი დანელიამ თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.
ვინ ნიშნავს საპენსიო სააგენტოს დირექტორს?
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საპენსიო სააგენტოს დირექტორს სამეთვალყურეო საბჭო ირჩევს და თანამდებობაზე ნიშნავს კონკურსის წესით, 5 წლის ვადით. საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო შედგება 4 წევრისაგან, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა მინისტრისაგ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს და ყვავილების თაიგულები გადასცეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მათ უსაფრთხო გადაადგილება და წარმატება უსურვეს.
8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვისა და სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხუთი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ორბელიანის სასახლეში გაიმართა.
ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ:
ბაია პატარაია (ფემინისტი, უფლებადამცველი, ორგანიზაცია “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი) – ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშით ძალადობის ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის;
ანა არგანაშვილი
საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციები დაწესდება, ამასთან, დიდ დღესასწაულებზე აკრედიტაციის გავლა იქნება საჭირო. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, საპატრიარქო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს, რის საფუძველზეც წინასწარ აცნობს საზოგადოებას, მედიას ინფორმაციას ცალკეული რეგულაციების თაობაზე.
„მიღებულია გადაწყვეტილება, ვი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ახალქალაქის კუმორდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, საპატრიარქოს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიტროპოლიტი ღვთისმსახურებას მოსკოვში ესწრებოდა, ვიდრე ინტერნეტში შესაბამისი ფაქტის ამსახველი ფოტომასალა არ გავრცელდა და აღნიშნავენ, რომ ეს არ ყოფილა ოფიციალური ვიზიტი:
„გარკვევით აღვნიშნავთ, რომ ეს არ ყოფილა
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა.
„საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა.
სინოდის განჩინება მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში დაცვის თანამშრომელზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 21 ივნისს, 07:30 საათზე, ახალგაზრდა მამაკაცმა დარაჯ გოჩა ჭიჭიაშვილს, რომელიც თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, თავის არეში რკინის საგანი ჩაარტყა.
„ბოლო დროს სხვადასხვა მხრიდან ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულმა დამოკიდებულებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შედ
საქართველოს საპატრიარქო პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ჩვენი ქვეყანა მტკიცე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ურთულეს გზას გადის, რისთვისაც დღეს უდიდესი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან“.
„ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, გულმხურვალედ ლოცულობს მშვიდობისა და ერთსულოვნებისათვის.
მიგვაჩნია, რომ ჩვენს სამეზობლოში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინ
საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ვინაიდან სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს გელათის საკათედრო ტაძრის მდგომარეობაზე და წერს, რომ კრიზისი 2015-19 წლებში შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო:
"ტაძრის მკლავებისა და მინაშენების გადახურვა არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალებით და უდიერი მიდგომით განხორციელდა. ტაძრის სტრუქტურაში, სახურავზე წარმოებული სამუშაოებიდან და ბუნებრივი ნალექების ზემოქმედებიდან, წყლის ჩადინება - ინფილტრაცია დაიწყო. 2021 წლისთვის გელათის კედლის მხატვრობა მძიმე