რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ.
ამ წუთებში, გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი, პროტესტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
იპნ
არავის აქვს ქართველი ხალხისთვის ევროპული ოცნების წართმევის უფლება. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გინატას ნაუსედა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ძვირფასო ქართველო ხალხო, თქვენი გვესმის და თქვენთან ერთად ვდგავართ თქვენს ბრძოლაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
არავის აქვს თქვენი ევროპული ოცნების წართმევის უფლება.
არავის არ აქვს ხალხის ევროპული ღირებულებებით ცხოვრების სურვილის გაჩუმების უფლება”, - წერს ნაუსედა.
იპნ
პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადება:
"როგორც მოსალოდნელი იყო, „ოცნებამ“ რუსული კანონი მიიღო და საკუთარ მოქალაქეებს ომი საბოლოოდ გამოუცხადა.
ივანიშვილი მოძალადედ გადაიქცა, პარლამენტი კი ყაზარმად გადააქცია.
რუსული კანონის მიღებით ბრძოლა არ სრულდება! გადამწყვეტი ბრძოლა ახლა იწყება! ბრძოლა ხელისუფლებიდან „ოცნების“ ჩამოსაცილებლად და საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად!
საზოგადოებამ უნდა გავაგრძლეოთ უწყვეტი და მწვავე შიდა პროტესტი, საერთაშორისო პარტნიო
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ევროპას ესმის ქართველების ხმა.
ამის შესახებ რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელ X-წერს, მათ შორის, ქართულ ენაზეც.
“თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ!
ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე. ისინი ამაყად აფრიალებენ ევროპის დროშას. მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ელიან ევროპულ ღირებულებებს და სტანდარტებს.
ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად”, – წერს რობერტა მეცოლა.
ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში წერს, რომ რუსული კანონის მიღებით საქართველოს მთავრობამ სილაა გააწნა ქართველების 80%-ს, ვისაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება სურს.
„დღეს, კანონის მიღებით, რომელიც დიდ ზიანს აყენებს სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს მთავრობამ ნათლად აჩვენა, რომ არ არის დაინტერესებული ევროპული მომავალით. ეს არის სახეში სილის გაწნა ქართველების 80%-ისთვის, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“, — აცხადებს რიში.
საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით, 14 მაი
სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ 14 მაისის 17:15 საათისთვის აღარ დგას მთლიანად აქციის დაშლის აუცილებლობა.
ის მოუწოდებს და შსს-ს არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორს გიორგი ჟამერაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მას ერთ-ერთმა სამართალდამცავმა ფეხის არეში ხელკეტი მაშინ დაარტყა, როდესაც ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, კერძოდ, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე არსებულ ვითარებას აშუქებდა.
ამასთან, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარედ სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეიც გაუშვეს.
იპნ
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში რუსული კანონის მიღების გამო წუხილს გამოთქვამს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და აფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, როგორც ქართული დემოკრატიის მთავარი საყრდენის საქმიანობას.
ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ადასტურებს, რომ ლაზარე რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს.
„პუბლიკა” ინფორმაციის დასადასტურებლად და დაკავების მუხლის გასარკვევად დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე, მასალა განახლდება.
პუბლიკა
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ „კრემლი საქართველოს საშინაო საქმეებში არ ერევა, დასავლეთისგან განსხვავებით, რომელიც სანქციების გატარებითაც კი იმუქრება”.
პესკოვმა ეს განცხადება რუსული კანონის შეფასების დროს გააკეთა.
დღეს, 14 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო ‘ბრაიენი საქართველოში ჩამოვიდა. 13 მაისს სამთავრობო არხმა „იმედმა“ გაავრცელა განცხადება, რომ ო’ბრაიენს ბიძინა ივანიშვილთან სანქციების პაკეტი
არ მიიღოთ ეს კანონი! კანონი, რომელიც არის რუსული და რომელიც აპირისპირებს ჩვენს მოსახლეობას. დღეს, მთელი საქართველო გამოსულია ქუჩაში, მსგავსი კონსოლიდაცია საქართველოში არ ყოფილა ბოლო 30 წლის განმავლობაში.
ყველა გვეუბნება, რომ ამ კანონით ვერ შევალთ ევროპაში!
ალექსანდრე მოწერელია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/454197380495812/
„ოცნების“ ისტერია გასაგებია, რადგან ისინი არიან დამარცხებული ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ ზუსტად იციან რა მავნებლობას სჩადიან ივანიშვილის გამო და თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/4736354173255495/
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დამტკიცებულია. პარლამენტმა პროექტი მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო.
წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია “ქართული ოცნება".
კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკ
ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საკუთარ მოქალაქეებზე და ოპონენტებზე თავდასხმები არა მხოლოდ "ნაც.მოძრაობის" ხელისუფლების დროს გვახსენებს, არამედ კიდევ უფრო უარესს, 90-იან წლების დროინდელ უკანონო ბანდფორმირებებს და იმდროინდელ პარლამენტსაც.
დრო დადგა მადლობა გადაუხადოთ ქართველ ხალხს ამდენი ხანი, რომ გითმინათ. ამავე დროს, ბოდიშიც მოუხადეთ ჩადენილი არასწორი სახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის და არჩევნების გზით მშვიდობიანად დატოვეთ ხელისუფლება.
შალვა კერესელიძე, პარტია "გახარია სა
არასდროს, არსად მომავალ თაობაზე ხელისუფალს არ გაუმარჯვია. იცოდეთ, არც მუქარის, არც ძალადობის და არც არანაირი სასჯელის არავის ეშინია. რასაც 2012 წელს ვებრძოდით, დღეს იმას განასახიერებთ "ოცნება", ამიტომ ჩვენ ვიქნებით გარანტი, რომ ერთპიროვნული მმართველობა ამ ქვეყანაში დასრულდება და ეს ქვეყანა გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.
მიშა დაუშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1739335179924600/
პრეზიდენტი ერმანიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთის და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული რელიზის მიხედვით, დელეგაციამ შემაშფოთებელი უწოდა კანონპროექტს და აღნიშნა, რომ ის ნამდვილად დააზიანებს და შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას.
ამავე რელიზით, პრეზიდენტმა რომ, საქართველო ევროპისაგან სიცხადესა და მხარდაჭერას ელოდება, რათა ამ გზაზე, საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც ასე თავგანწირვით იბრძვის ევროპული მომავ
კოლეგებს მივმართავ, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით ქალ კოლეგებს ოპოზიციიდან, ზოგადად, რა წესია ეს კამერების ჩართვა ტელეფონში, მისვლა და კოლეგებზე დამბეზღებელი დამოკიდებულებაა, თუ რა არის?! მედია აქ არის, ყველაფერი ფიქსირდება, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციიდან იმ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში დღეს, არაერთხელ მომხდარ დაპირისპირებას ტელეფონით იღებდნენ.
თავდაპირველად,აღნიშნული შინაარსის შენიშვნა, პაპუაშვილმა „ევროპტიმისტების“ წევრს, ხატია დეკანოიძეს მისცა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები კვლავ დაუპირსპირდნენ ოპოზიციონერ კოლეგებს — ამჯერად ტარიელ ნაკაიძეს შეაწყვეტინეს გინებით სიტყვა.
„თუ დღეს საბოლოოდ ქვეყნის განადგურებას მოაწერთ ხელს, საუკუნოდ ორჯონიკიძის გვერდით მოიხსენიება თქვენი სახელი და გვარები. ნუ გააკეთებთ ამას, დადგება დრო და შეგრცხვებათ, თვალებში ჩახედოთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს,“ — ამბობდა ნაკაიძე, როცა მას უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური მიუვარდა.
ამის შემდეგ პარლამენტის სხდომის ტრანსლაციას ხმა გაეთიშა, თუმცა სხდომათა და
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ პირადად იმედგაცრუებულია იმით, რაც საქართველოში ხდება. ამის შესახებ მან კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტზე ისაუბრა.
მიშელის თქმით, კონტაქტში არიან საქართველოს ხელისუფლებასთან და აღნიშნავს, რომ „თუ მათ ევროკავშირის წევრობა სურთ, პატივი უნპირადად იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება. და სცენ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპები”.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მანამდე "ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს პლენარულ სხდომაზე ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც სცადა, თუმცა მას ამის საშუალება მანდატურებმა და სხვა დეპუტატებმა არ მისცეს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს მას შემდეგ დაუპი
დღეს “ოცნებას” პოლიტიკური რესურსი არ გააჩნია და ისინი გადართული არიან, რომ, როგორმე ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება.
ფაქტობრივად, რასაც “ოცნება” აკეთებს ამ დღეებში, არის ძალადობა, ჰიბრიდული ომი და აგრესია საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.
საკუთარ მოქალქეებთან და მითუმეტეს ახალგაზრდებთან ბრძოლაში აქამდე არავის არ გაუმარჯვია და ვერც ესენი გაიმარჯვებენ, უბრალოდ დროის ამბავია, ეს ყველაფერი როდის დასრულდება.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქა
"ოცნებაში" რაციონალურობა აღარ დარჩა, ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე არიან დამოკიდებული და რასაც ივანიშვილი ეტყვის იმას აკეთებენ, ერთ ადამიანს არგებენ სახელმწიფო სისტემას. ივანიშვილი საკუთარი ქვეყნის მომავალს სცემს.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/429987179753909/
ივანიშვლს თუ ჰგონია, რომ მოქალაქეებს კობახიძით და "ოცნებით" შეაშინებს, ძალიან ცდება. რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს არის აბსოლუტურად არალეგიტიმური. ივანიშვილს პანიკურად ეშინია არჩევნების, სწორედ ამიტომ უქვემდებარებს პარტიას ყველა სახელმწიფო უწყებას და ახორციელებს სადამსჯელო ღონისძიებებს.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1516499182236206/
ხელისუფლებამ კანონი უკვე აამოქმედა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, დაიწყო აგენტის იარლიყების მიწებება, წაახალისა მოქალაქეებს შორის ძალადობა ქოცური ზონდერ ჯგუფებით და საბოლოოდ დაემსგავსა "ნაც.მოძრაობის" რეჟმს.
ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის".
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2421615601377505/
არ მიიღოთ ეს კანონი! კანონი, რომელიც არის რუსული და რომელიც აპირისპირებს ჩვენს მოსახლეობას. დღეს, მთელი საქართველო გამოსულია ქუჩაში, მსგავსი კონსოლიდაცია საქართველოში არ ყოფილა ბოლო 30 წლის განმავლობაში.
ყველა გვეუბნება, რომ ამ კანონით ვერ შევალთ ევროპაში!
ალექსანდრე მოწერელია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/454197380495812/