Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.660
  • comments
    0
  • views
    801.108

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თეოდოროს რუსოპულოსი - ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, გავიდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან - ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს

ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, გავიდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან მას შემდეგ, რაც ასამბლეამ კენჭი უყარა დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას გარკვეული პირობებით, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა განაცხადა. „ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას“, - აღნიშნა თეოდოროს რუსოპულოსმა. შეგახსენებთ, გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლ

მზია ამაღლობელი მიზანში ჟურნალისტური საქმიანობის გამო ჰყავთ ამოღებული – ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ] შეფასებით, ნეტგაზეთი/ბათუმეების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორთან, გულნოსა საიდისთან ინტერვიუ “ამერიკის ხმამ” ჩაწერა. გულნოსა საიდი საუბრობს საქართველოში შექმნილ ვითარებაზეც. მისი შეფასებით, მედიის მდგომარეობა საქართვეკოში აზერბაიჯანში არსებულ სიტუაციას ემსგავსება. “საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნახევრად ავტ

პენიტენციური მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზე პირველ კომენტარს აკეთებს

პენიტენციური სამსახური პოლიტპატიმარი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის, მალხაზ ურთქმელიძის თქმით, ამ ეტაპზე მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დამოუკიდებელი მედიის „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 18 დღეა შიმშილობს. ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს დააკავეს. დაკავების დროიდან ის მხოლოდ წყალს იღებს. მზია ამაღლობელ

ეუთოს წარმომადგენელი - მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ - ძალადობრივი თავდასხმების ფაქტები უნდა გამოიძიონ და ჩამდენებმა პასუხი აგონ

ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ, საქართველოს მთავრობამ უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, ვინც უკანონოდ იქნა დაპატიმრებული ან დაკავებული, - ამის შესახებ განცხადებას მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი, ტერეზა რიბეირო ავრცელებს. „ჟურნალისტი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდ შეშფოთებას იწვევს. ვიმეორებ, რომ საქართველოს მთავრობამ უპირობოდ უნდა გაათავისუფლო

მედიაკოალიცია: საზმაუ არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სტანდარტებს

მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე წამყვან საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდაციებს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის, ანგარიშვალდებულებისა და მედია პლურალიზმის კუთხით. განცხადებაში ნათქვამია, რომ მაუწყებელი, „რომელიც „ქართული ოცნების” აშკარა გავლენის ქვეშაა“ ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურ და სრულფასოვან გაშუქებას. განცხადების მიხედვით, მაუწყებ

ახლობლების თქმით, გლდანის ციხეში სასტიკად სცემეს პატიმარ იოსებ გორგაძეს

გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებასთან პატიმარ იოსებ გორგაძის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ და ციხის ადმინისტრაციასთან შეხვედრა მოითხოვეს. მათი თქმით, იოსებ გორგაძე სასტიკად არის ნაცემი და კლინიკა „ვივა მედშია” გადაყვანილი. მათივე ინფორმაციით, შემთხვევა 1 კვირის წინ მოხდა. ოჯახის წევრებს და ახლობლებს აინტერესებთ, ვინ და რატომ გაუსწორდა იოსებ გორგაძეს. მისივე თქმით, ინფორმაცია ახლობლებს ადვოკატმა მიაწოდა, ხოლო ადვოკატს, თავის მხრივ, გორგაძის თანამესაკნემ მიაწოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რიყის პარკში არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა

„ტვ პირველის“ ცნობით, რიყის პარკში არასრულწლოვანი, 16 წლის ბიჭი ღია თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. მედია ამბობს, რომ მის გადარჩენას მეგობრები ცდილობდნენ, თუმცა ბიჭის ამოყვანა ვერ შეძლეს. თხრილი, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე. „ტვ პირველის“ ცნობით შემთხვევა შაბათს მოხდა. გავრცელებული კადრების მიხედვით, რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით

არასამთავრობოები - პოლიციელებს გააჩნიათ ნეგატიური წინასწარგანწყობები მომიტინგეების მიმართ, რაც არღვევს ნეიტრალობის პრინციპს - გრძელდება დაკავებულების მიმართ ძალადობა და ღირსების შემლახავი მოპყრობაც

პოლიციელები არ არიან პოლიტიკურად ნეიტრალურები, მათ გააჩნიათ აშკარა პოლიტიკური იდეოლოგია და ნეგატიური წინასწარგანწყობები აქციის მონაწილეების მიმართ, რაც არღვევს „პოლიციის შესახებ“ კანონით გარანტირებულ პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპს - გრძელდება დაკავებულების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობა და ღირსების შემლახავი მოპყრობა,- ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და სამოქალაქო პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ ავრცელებენ. როგორც გავრცელებულ ინფორმ

გიორგი გახარია - მინდა ვთხოვო, როგორც რიგითმა მოქალაქემ მზია ამაღლობელს, შეწყვიტოს შიმშილობა, ის ჯანმრთელი გვჭირდება

"ჩემს თავდასხმაზე საუბრის არანაირი სურვილი და მორალური უფლება არ მაქვს, მაშინ, როდესაც მზია ამაღლობელი 17 დღეა შიმშილობს, ბათუმში დაკავებული ცნობილი მედროშე 12 დღეა შიმშილობს, აფხაზეთიდან დევნილი თავს იწვავს,  აქციის მონაწილე ამდენი ნაცემი ახალგაზრდა გვყავს.  ჩემს შემთხვევაში, 1 კაცის ახირება იყო, რომ სხვებზე გადაეტანა შიში. მე მივხედავ ამას. საერთოდ არ მაინტერესებს შემსრულებლები, მაინტერესებს დამკვეთი იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ადამიანს აღარ ჰქონდეს საშუალება იძალადოს ხალხზე. ინდივიდუალ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - ივანიშვილების ოჯახმა საქართველოში უკვე 8 ახალი სააქციო საზოგადოება დაარეგისტრირა - მათ ოფშორებიდან ქართულ კომპანიებზე 12 კომპანია გადმოიტანეს და ამ გზით 4 ოფშორული კომპანია „გაასუფთავეს“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილების ოჯახმა საქართველოში 8 ახალი სააქციო საზოგადოება დაარეგისტრირა. მათ ოფშორული კომპანიებიდან ქართულ კომპანიებზე 12 კომპანია გადმოიტანეს და ამ გზით 4 ოფშორული კომპანია „გაასუფთავეს“. მათივე თქმით, გადაფორმებული კომპანიების განთავსებული საწესდებო კაპიტალი 163,187,800 ლარია. „2024 წლის დეკემბერში ამერიკის ფინანსური სანქციების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა დაიწ

ნორვეგიის საგარეო უწყება - მზია ამაღლობელის გაუმართლებელი პატიმრობა მედიის წარმომადგენლებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღების მხოლოდ ერთი მაგალითია - მოვითხოვთ მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, - ამის შესახებ განცხადებას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. „ცნობილი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-18 დღე. მისი გაუმართლებელი წინასწარი პატიმრობა მედიის წარმომადგენლების, აქტივისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღების მხოლოდ ერთი მაგალითია. მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ“, - წერს ნორვეგიის საგარეო უწყება.   იპნ

ფსიქოლოგები ომბუდსმენს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესაფასებლად ექიმთა კონსილიუმის შექმნისკენ მოუწოდებენ

საქართველოში მომუშავე ფსიქოლოგები „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. ისინი მოუწოდებენ სახალხო დამცველს, უზრუნველყოს კვალიფიციურ ექიმთა კონსილიუმის შექმნა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. მიმართვაზე ხელმოწერა შესაძლებელია ამ ბმულზე. დამოუკიდებელი ჟურნალისტი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათ

აქციების ფარგლებში დაკავებული 18 წლის საბა ჯიქია კვლავ პატიმრობაში რჩება

აქციების გარშემო მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული 18 წლის საბა ჯიქია მოსამართლე ლელა კალიჩენკომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. 2006 წელს დაბადებულ ბიჭს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდების მიხედვით, საბა ჯიქია 1 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე თავს დაესხა გდდ-ის თანამშრომელს, ბექა გოტიაშვილს, კერძოდ, ფეხი დაარტყა. საბა ჯიქია წარ

2024 წლის იანვარ-თებერვალში, სექსუალური ხასიათის დანაშაულის ფაქტებზე დაზარალებულად 24 ბავშვი ცნეს - "ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიში

ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში კვლავ ერთ-ერთ პრობლემად რჩება.  "ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშში, ბავშვთა უფლებების შესახებ ნათქვამია, რომ 2024 წლის იანვარ-თებერვალში, სექსუალური ხასიათის დანაშაულის ფაქტებზე პროკურატურამ დაზარალებულად 24 ბავშვი ცნო. ამასტან ორგანიზაცია წერს, რომ ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს . "წინა წლის მსგავსად კვლავ პრობლემად რჩება ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, ფიზიკური დასჯის მეთოდების არსებობა. ხოლო,

როგორ ცდილობს "ოცნება" ევროსაბჭოში თავის გადარჩენას?

როგორ ცდილობს რეჟიმი ევროსაბჭოში თავის გადარჩენას? - ვიდრე ასამბლეის სხდომაზე რეზოლუცია საბოლოოდ დამტკიცდება, მასში "ოცნების" წევრებს შესწორებები შეაქვთ. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე დოკუმენტის კრიტიკული ნაწილები გივი მიქანაძემ გაასაჩივრა და საკუთარი მოთხოვნები წამოაყენა. ოლიგარქის პარტიას სურს, ტექსტში არ ჩაიწეროს დელეგაციისთვის ლეგიტიმაციის აპრილამდე მინიჭების საკითხი. გარდა ამისა, "ქართული ოცნება" ასაჩივრებს ტექსტის იმ ნაწილს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ლეგიტიმაციის შენარჩუნების შემ

დევნილთა ნახევარი სათანადო საცხოვრისის გარეშე რჩება – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, დევნილი ადამიანის მხრიდან თავის დაწვის  შემთხვევის გამო, მოუწოდა სახელმწიფო უწყებებს, “გასცენ პასუხი დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს და წუხილებს”. “ბოლო დღეებში, დევნილთა თემში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ განმცხადებლების უმრავლესობა რჩება საცხოვრისის გარეშე, მაშინ როდესაც ისინი 30 წელზე მეტია ელოდებიან გრძელვადიან საცხოვრებელს და მათ სახელმწიფოს მხრიდან უარის რამდენიმე ციკლი უკვე

EU-ის წარმომადგენლობა: EU სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში გუშინ, 28 იანვარს, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. დამოუკიდებელი ჟურნალისტი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათუმში აქციაზე დააკავეს. ის უკვე 18 დღეა, შიმშილობს და დაკავების დროიდან მხოლოდ წყალს იღებს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შ

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიში - 2024 წელს არაერთ აქციაზე მოხდა შეკრების თავისუფლების არალეგიტიმური შეზღუდვა, სპეციალური საშუალებების არასათანადო გამოყენება, აქციის დარბევისას მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობა

2024 წელს არაერთ აქციაზე მოხდა შეკრების თავისუფლების არალეგიტიმური შეზღუდვა, სპეციალური საშუალებების არასათანადო გამოყენება, აქციის დარბევისას მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობა, ძალადობა და უკანონო დაკავება - ძალადობრივი ინციდენტების განმეორებადი ხასიათი, ასევე წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე პასუხისმგებლობის არარსებობა მიუთითებს რეპრესიების სისტემურ და კოორდინირებულ პოლიტიკაზე,- ამის შესახებ 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე „ადამიანის უფლებათა ცენტრ

ტატა ხვედელიანი - მაშინ როდესაც სააკაშვილს აქვს წვდომა მედიასთან, პირდაპირი ეთერები სასამართლო დარბაზში, სარგებლობს ყველა პრივილეგიით, ამ დროს, კრიტიკული მედიის წარმომადგენელი მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაკავებული და მე-17 დღეა შიმშილობს

მაშინ როდესაც სააკაშვილს აქვს წვდომა მედიასთან, პირდაპირი ეთერები სასამართლო დარბაზში, სარგებლობს ყველა პრივილეგიით, ამ დროს, კრიტიკული მედიის წარმომადგენელი მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაკავებული და მე-17 დღეა შიმშილობს. ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/966129268320890

ნათია მეზვრიშვილი - სუსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ერთობლივად არიან ჩართული გახარიაზე თავდასხმის მტკიცებულებების განადგურებაში

გახარიას დაზარალებულად ცნობა იყო ფიქტიური.     სუსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ერთობლივად არიან ჩართული გახარიაზე თავდასხმის მტკიცებულებების განადგურებაში.     ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/572180149154527

EU-ის ელჩები მზია ამაღლობელის საქმეზე ნეტგაზეთისა და ბათუმელების რედაქტორებს შეხვდნენ

„ევროკავშირის შეხვედრა ნესტან ცეცხლაძესა და ეთერ თურაძესთან მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, რომელიც დაკავებულია და შიმშილობს მაშინ, როდესაც ის დაცული უნდა იყოს. მოვუწოდებთ უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებისკენ“, – ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელ X-ში, საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი, რომელიც ევროკავშირის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ნესტან ცეცხლაძესა და ეთერ თურაძეს შეხვდა. „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი დაპატიმრებულია და უკვე მე-

ბოლო ორი თვის განმავლობაში, ივანიშვილმა ძალადობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებად აქცია - გახარია

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია მასზე განხორციელებულ თავდასხმას წინასწარ ორგანიზებულს უწოდებს და ამბობს, რომ ივანიშვილის დაკვეთით, ჩასაფრებულმა ხალხმა შეასრულა. გახარია აცხადებს, რომ “ეს იყო ერთი კაცის ახირება, რომ სხვებზე შიში გადაეტანა“, თუმცა, მისთვის საინტერესო არაა შემსრულებლები, მისთვის მთავარია დამკვეთი. “ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლება, რომელსაც რეპრესიული ძალადობის გარდა სხვა არგუმენტები არ დარჩა“ - ამბობს გახარია გადაცემა “რეაქციაში“ და გამოცემა “ბათუმელები

გიორგი გახარია - უნდა გავცდეთ თბილისს, ბათუმს, ქუთაისს და გავიდეთ რეგიონებში, იქ ადამიანებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება არ მიეცათ და ეს უნდა გამოვასწოროთ

ჩვენ კიდევ უფრო მეტი სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ ერთმანეთს. აქციებზე ხალხი არ უნდა შემცირდეს. უნდა გავცდეთ თბილისს, ბათუმს, ქუთაისს და გავიდეთ რეგიონებში. რეგიონებში ადამიანებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება არ მიეცათ და ეს უნდა გამოვასწოროთ.  გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  გადაცემა "რეაქცია"

პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები - PACE რეზოლუციას ხვალ უყრის კენჭს

ევროსაბჭოს რეზოლუციის ტექსტის პროექტში, საუბარია „ქართულ ოცნებისადმი“ ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაზე. რეზოლუცია ჯერჯერობით მიღებული არაა, მას კენჭი ხვალ, 29 იანვარს ეყრება. ამას გარდა, რეზოლუცია ითხოვს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტპატიმრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აპრილის სესიამდე გაათავისუფლოს. რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ასამბლეა „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვს:  დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი ყველა დაინტ

დანიის ელჩი - მზია ამაღლობელი ბევრი დაკავებულიდან ერთ-ერთია, ვინც გადაჭარბებული ბრალდებებისა და წინასწარი პატიმრობის წინაშე დგას - ევროკავშირის აგრძელებს დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოწოდებას

მზია ამაღლობელი ბევრი დაკავებულიდან ერთ-ერთია, ვინც გადაჭარბებული ბრალდებებისა და წინასწარი პატიმრობის წინაშე დგას, ევროკავშირის აგრძელებს მათი გათავისუფლებისკენ მოწოდებას, - ამის შესახებ საქართველოში დანიის ელჩი, ანნე ტოფტ სორენსენი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად შევხვდი “ბათუმელებს”, “ნეტგაზეთსა” და დაპატიმრებული რედაქტორის მზია ამაღლობელის ადვოკატებს, რომელიც ციხეში 7-წლიანი პატიმრობის საფრთხის წინაშე დგას. მზია ბევრი დაკავებულიდან ერთ-ერთია, ვინც გადაჭა
×
×
  • შექმენი...