გერმანიის სოციალურ–დემოკრატიული (SPD) პარტიის განცხადებით, რუსული კანონის გამო, როგორც პარტია ამბობს, ე.წ აგენტების კანონის გამო, შესაძლოა, საქართველომ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი დაკარგოს.
SPD-ის თანახმად, ეს საკამათო კანონია და საქართველომ შესაძლოა კვლავ დაკარგოს „უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის“ სტატუსი”.
ცნობისთვის, საქართველომ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი გასული წლის ბოლოს მოლდოვასთან ერთად აღიდგინა.
„გერმანიის მთავრობა ყურადღებით აკვირდება საქართველოში არსებულ პოლიტიკური სიტუაციის განვ
რუსეთის საოკუპაციო ჯარი ცალკეულ მიმართულებებზე გადაჯგუფებას ატარებს და შეტევას ახორციელებს ხუთი მიმართულებით. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოველდღიურ მიმოხილვაში.
გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე შეტევით მოქმედებებს მიმართავს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვკის მიმართულებებზე.
„ოკუპანტები კვლავ დანაკარგს განიცდიან. დაჭრილების რეაბილიტაციისთვის, სამოქალაქო პირებს ამოფარებულმა მოწინააღმდეგემ მორიგი სამხედრო ჰოსპიტალი მოაწყო ხე
ლუნდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა, ზაალ კოკაიამ გიორგი თარგამაძის ფორმულას ეთერში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მედიკამენტის შესახებ ისაუბრა - მისი თქმით, პრეპარატი შვედეთში დარეგისტრირებულია და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება.
"მე გიდასტურებთ, რომ ეს პრეპარატი დარეგისტრირებულია შვედეთში, გაყიდვაშიც არის და გიდასტურებთ იმას, რომ ნებისმიერი მკურნალობა, რაც ტარდება შვედეთის ტერიტორიაზე, შვედეთის მოქალაქეებისთვის, ბავშვებისთვის 18 წლამდე აბსოლუტურად ნებისმიერი მკურნალობა არის
წინ ზაფხული გველოდება – სეზონი, როდესაც ბავშვები დასასვენებლად წავლენ და გაცილებით მეტი თავისუფალი დრო ექნებათ გაჯეტებისთვის. პოტენციური ვირტუალური საფრთხისგან დასაცავად, მნიშვნელოვანია, რომ მათ შევახსენოთ ინტერნეტში ქცევის წესები. სწორედ ასეთი რჩევების მარტივი სია მოგიმზადეთ მესენჯერებისთვის, რომელიც მოიცავს იმ გამოყენებადი ფუნქციების მაგალითებს, რომლებიც Viber პოპულარულ საკომუნიკაციო აპლიკაციაში გვხვდება.
1. შევისწავლოთ კონფიდენციალურობის პარამეტრების მენიუ
პირველი რჩევაა, შეისწა
ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში, თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან, საქართველოს დიდი ხნის მეგობარსა და მოკავშირესთან. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში, თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია.
ლიეტუვა ყოველთვის მტკიცედ
ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა.
განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა ნელი დოროყაშვილი.
ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე 2 წლის განმავლობაში სასამართლოში არაერთი მტკიცებულება გამოიკვლიეს, მათ შორის, დაკითხნენ როგორც დაცვის მხარის, ასე
ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს პარამოფარიკავე ნინი თიბილაშვილი ხმლით ფარიკაობაში მეორე ადგილზე გავიდა.
თიბილაშვილმა ფრანგი ბიანა ვიდესი ანგარიშით 15:12 დაამარცხა, ხოლო 1/2-ფინალში უნგრელ ევა ჰაჯმასის 15:7 სძლია, ფინალში კი პოლონელ კინგ დროჟთან შეხვედრისას მსაჯის გადაწყვეტილებით არაერთი წითელი ბარათი მიიღო, შესაბამისად მოწინააღმდეგეს ავტომატურად დაემატა ქულები და ასპარეზობა პოლონელის სასარგებლოდ დასრულდა.
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ირმა ხეცურიანის, ნი
ევროპული კურსი არის კონსტიტუციაში. ეს ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში ჩვენ შევიტანეთ. რა თქმა უნდა, ეს კურსი არავითარ გადახედვას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „კვირის მოამბესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კობახიძის თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მხარს მოსახლეობის 85 პროცენტი უჭერს, შესაბამისად, აქ არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობს.
მსგავსი: ინტერვიუ ირაკლი კობახიძესთან
გერმანია ჰოლოდომორს უკრაინელი ერის გენოციდად აღიარებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება და მისი გერმანელი კოლეგა, ანალენა ბერბოკი ავრცელებენ.
კულებას ცნობით, შესაბამისი რეზოლუცია შემდეგ კვირას იქნება მიღებული.
“გერმანიის ყველა დემოკრატიული ფრაქცია შეთანხმდა იმაზე, რომ შემდეგ კვირას მნიშვნელოვანი საერთო რეზოლუცია იქნება მიღებული ჰოლოდომორზე. გადაწყვეტილია: ბუნდესტაგი ამას როგორც გენოციდს აფასებს”, - წერს კულება.
მოგვიანებით, გერმანიის საგარე
სტიქიის ზონაში დაკარგული და-ძმა ყარალაშვილების ცხედრები ამოიცნეს. ინფორმაციები ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. მათ შორის, ინფორმაციას ავრცელებს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, რომლის კურსდამთავრებული იყო გიორგი ყარალაშვილი:
“სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი წარჩინებული კურსდამთავრებულის, გიორგი ყარალაშვილისა და მისი დის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
ფაკულტეტის ადმინისტრაცია, ლექტორებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებუ
სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული 17 პირიდან, 17-ვე თავისუფალია.
აქედან, გურჯაანის რაიონულმა სასამართლო აქციის ორ მონაწილეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. დანარჩენ 14-ის სასამართლო პროცესი კი, დაცვის მხარის მოთხოვნის საფუძველზე გადაიდო.
როგორც ადვოკატები განამარტავდნენ, მათ ვერ შეძლეს საქმის მასალების და მტკიცებულებების დროულად გაცნობა.
„ყვარლის ტბაზე“ დაკავებული 14 პირის საქმეზე გურჯაანის სასამართლო 19 ივნისს, 13:00 საათზე იმსჯელებს.
ცნობისთვის, სასტუმრო
ყოველწლიური ფოტოკვირეული KOLGA TBILISI PHOTO ეხმაურება საქართველოს პარლამენტში მიმდინარე რუსული კანონპროექტების განხილვას და გმობს მას.
KOLGA TBILISI PHOTO 2002 წლიდან არის ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუცია, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს.
პუბლიკა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მთავრობა სასამართლო რეფორმის განხილვას მომდევნო საპარლამენტო სესიისთვის გადადებს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა.
როგორც ნეთანიაჰუმ განაცხადა, რეფორმის მეორე და მესამე მოსმენა შემდეგ საპარლამენტო სესიაზე გაიმართება, რომელიც მაისშია დაგეგმილი. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მთავრობამ რეფორმის გადადების გადაწყვეტილება უფრო ფართო კონსენსუსის მიღწევის სურვილის გამო მიიღო.
ლიეტუველი ევროპარლამენტარის, Renew Europe Group-ის წევრ პეტრას აუსტრევიჩიუსის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ სანქციების აღსრულების წესის შეცვლის მსგავსი გადაწყვეტილებები არის მიზეზი, რის გამოც ევროპაში სულ უფრო მეტად ეპარებათ ეჭვი საქართველოს მიერ სანქციების რეალურად განხორციელებაში.
„ცოტა შოკში ვიყავი საქართველოს ცენტრალური ბანკის თავდაპირველი გადაწყვეტილებით. მერე ვნახე, რომ ძალიან სერიოზულმა და ერთგულმა ხალხმა დატოვა ბორდი. არ უნდა ხდებოდეს ეროვნული ბანკის ზოგიერთი გადაწყვეტილების პერ
მონაზონი, რომელსაც ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ფიზიკურად გაუსწორდნენ, თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. ის თავდაპირველად, ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში იყო გადაყვანილი, თუმცა დღეს, მონაზონი თბილისში გადმოიყვანეს.
კავკასიის მედიცინის ცენტრში მონაზონის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე არ აკეთებენ.
არსებული ინფორმაციით, მონაზონი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადის.
ცნობისთვის, ხაშურისა
36 წლიანი მოლოდინის შემდეგ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბოლოს არგენტინელებს 1986 წელს მარადონამ მოუტანა ოქროს თასი, ამჯერად კი ლიონელ მესიმ მოაგებინა სანუკვარი ჯილდო.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს არგენტინა და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. სამხრეთამერიკელებმა ფინალის საგზური ხორვატიის დამარცხებით (3:0) მოპოვეს, ფრანგებმა კი ტურნირის აღმოჩენას, მაროკოს ეროვნულ გუნდს 2:0 მოუგეს.
ორივე ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული
საქართველოში ახალგაზრდების დაახლოებთ 38% გარკვეულწილად დაინტესებულია პოლიტიკით, უმეტესობა კი აცხადებს, რომ პოლიტიკით არ ინტერესდება.
ამასთან, რესპონდენტები, რომელთაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება და მუშაობენ, უფრო მეტად არიან დაინტერესებულნი პოლიტიკით, ვიდრე საშუალო განათლების მქონე და უმუშევარი ახალგაზრდები.
ეს მონაცემები აჩვენა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დაფინანსებით ჩატარებულმა ახალგაზრდობის კვლევამ. ახალგაზრდობის კვლევა პირველად საქართველოში 2016 წ
რუსეთის ქალაქ ტვერის ადმინისტრაციის შენობის მახლობლად საახალწლო ნაძვის ხე მორთეს ქაღალდის ფიგურების გირლანდით, რომელზეც გამოსახულია „რუსეთის მტრების“ სახეები. მათ შორისაა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
„რუსეთის მტრების“ სიაში მოხვდნენ ასევე მომღერალი ალა პუგაჩოვა, მისი მეუღლე, კომიკოსი მაქსიმ გალკინი და მომღერალი ლაიმა ვაიკულე, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის წინააღ
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით არის საუბარი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, „რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ინტერესების გამტარებელი მედიასაშუალებები აგრძელებენ დეზინფორმაციის გავრცელებას რიკოთის პროექტთან დაკავშირებით“.
მათივე თქმით, ტყუილია, თითქოს რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი გასულ წელს უნდა დასრულებულიყო. გზების დეპარტამენტის განცხად
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისთვის გაგზავნილ წერილში შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მისმა მიღებამ, შესაძლოა, სერიოზულად შემაძრწუნებელი გავლენა იქონიოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაზე.
კომისარი მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღოს ეს ან ნებისმიერი მსგავსი კანონპროექტი და ცალსახად აიღოს ვალდებულება, ხელი შეუწყოს მრავალფე
რუსეთში შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირების პარალელურად, ზემო ლარსზე დილიდან ხალხმრავლობა შეინიშნება. როგორც ტელეგრამ-არხში „ზემო ლარსი“ აქტიურად იწერება, დილიდან არ წყდება ხალხის ნაკადი, რომლებიც გაურკვევლობისგან გაქცევას ცდილობენ.
თავდაპირველად, სიტუაციის დაძაბვისთანავე ლარსთან დიდი საცობი შეიქმნა, ამჟამად ის შედარებით განეიტრალებულია და მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ტელეგრამზე რუსეთის მოქალაქეები ერთმანეთს რჩევებსაც აძლევენ: „თუ ახლა საქართველოში მოდიხარ
„ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას ედავება, რომ შს მინისტრობის დროს თვითნებურად გახსნა საგუშაგო ჩორჩანაში, რამაც ადგილზე ვითარების დაძაბვა გამოიწვია.
ქართული პოლიციის საგუშაგო სოფელ ჩორჩანასთან 2019 წლის აგვისტოში გაიხსნა, მანამდე, 5 თვის განმავლობაში, გაჰყავდათ საგუშაგომდე მიმავალი გზა, რომელიც ჩორჩანის ტყეზე გადის. იმავე კვირების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალებმა განათავსეს ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები — მწვანე ბანერები და დროშები — იმავე ტერიტორიაზე. 2019 წლის თებერვალში დაი
საქართველოს პრეზიდენტი 31 მაისს, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.
„საქართველოს პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების პირებთან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან.
31 მაისს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ არქეოლოგი გოგი მინდიაშვილი საუბრობს, რომელიც გათხრებს ხელმძღვანელობს. ის დასძენს, რომ შიდა ქართლში აქამდე მსგავსი ყორღნისთვის არ მიუკვლევიათ.
შუა ბრინჯაოს ხანა მოიცავს ძველი წელთაღრიცხვის 2100–1550 წლებს, რაც თანამედროვე ეპოქიდან, დაახლოებით, 4000-3500 წლით არის დაშორებული.
არქეოლოგთა ინფორმაციით, ახლად აღმოჩენილი სამარხი ტომის წარჩინებულ წარმომადგენელს უნდა ეკუთვნოდეს.
“ეს არის, პრ
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მცხოვრებმა ქართველებმა რუსული კანონის წინააღმდეგ 20 აპრილს საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც ისინი მიიჩნევენ, აღნიშნული კანონის მიღება საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.
მსგავსი საპროტესტო აქციები ემიგრანტებმა და სტუდენტებმა მსოფლიოს არაერთ ქალაქში გამართეს, მათ შორის, ლონდონში, ბერლინში, დუბლინში, აშშ-ის შტატ ფლორიდაში და ა.შ.
ნეტგაზეთი