თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4,3 ათას ადამიანს გადააჭარბა.
თურქული მედიის ცნობით, სტიქიამ ამ დროისთვის 2921 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება 15,834 - მა ადამიანმა მიიღო.
სირიაში კი, მიწისძვრის შედეგად, 1,4 ათასი ადამიანი დაიღუპა და 3 ათასზე მეტი დაშავდა.