ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია გაცილებით შორიდან იწყება, თუმცა მას აღნიშნული სტატუსი მოგვიანებით მიენიჭა.
საქართველოს ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 1932 წელს სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი დაარსდა, რომელიც ალექსეი გორკის სახელს ატარებდა. მოგვიანებით, 1979 წლის 5 თებერვალს, გადაწყდა, რომ ინსტიტუტი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტად გადაკეთებულიყო. ამ გადაწყვეტილების შესახებ დოკუმენტს ხელი სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსეი კოსიგინმა მოაწერა. აღნიშ