პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას არ სურს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ამაზე მიუთითებს მათი მოქმედებები.
„ერთადერთი, რაც უნდა რადიკალურ ოპოზიციას, არის, როგორმე ჩვენ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. გახსოვთ ამასთან დაკავშირებით გუშინდელი წამოცდენებიც. მათ აქვთ ერთადერთი თვითმიზანი, რომ ქვეყანამ დეკემბერში არ მიღოს კანდიდატის სტატუსი, რათა შემდეგ დეკემბერში – ან მანამდე, ოქტომბრიდან – სცადონ რაღაცნაირად ქვეყანაში ვითარების არევა.