ვფიქრობ, პრეზიდენტისთვის ერთადერთი სწორი გზა იქნებოდა, აღიაროს, რომ კონსტიტუცია დაირღვა და თქვას, რომ ამის შემდეგ ეს აღარ მოხდება. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი და ყველაზე ევროპული გამოსავალი ამ მდგომარეობიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური შაბათი მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტმა არათუ უნებლიედ და გარკვეული ბუნდოვანებით გადადგა ეს ნაბიჯი, არამედ განზრახ და უხეშად დაარღვია კონსტიტუ