ჩეხეთის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, ნატოს ყოფილმა გენერალმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებას ომის დასრულებისთანავე იმსახურებს.
არჩევნების შემდეგ თავის პირველ ინტერვიუში პაველმა BBC-ის ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინა „მორალურად და პრაქტიკულად მზად არის,“ ომის დასრულების შემდეგ ალიანსს შეუერთდეს, მისი არმია კი ევროპაში ყველაზე გამოცდილი იქნება.
,,უკრაინის არმია, ალბათ, ყველაზე გამოცდილი არმია იქნება ევროპაში. უკრაინა იმსახურებს იყოს დემოკრატიული ქვეყნების საზოგ