ლიბიაში ძლიერი შტორმისა და კაშხლების ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11 300-მდე გაიზარდა. განახლებულ მონაცემებს წითელი ნახევარმთვარის რეგიონული ოფისი ავრცელებს.
ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლების ცნობით, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება კიდევ 10 000-მდე ადამიანი. ხელისუფლების წარმომადგენლები შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვა მომდევნო დღეებში, შესაძლოა, 20 000-ს მიაღწიოს.
ამავდროულად, გაეროს ინფორმაციით, სტიქიისგან გამოწვეული სხვადასხვა სახის ზიანის გამო დახმარები