განათლების მინისტრის გიორგი ამილახვრის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეაბილიტაცია დაახლოებით, 400 სკოლას უტარდება.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„საქართველოში, პარალელურ რეჟიმში, დაახლოებით, 400 სკოლას უტარდება რეაბილიტაცია. ერთ-ერთი, მაგალითად, დღეს გავხსენით და ასეთი კიდევ არის ათეულობით, ნელ-ნელა გავხსნით. იცით, რომ ვიცი ეს პრობლემა. იცით, ჩემი პოზიცია და დამოკიდებულება კონტრაქტორთან, იქნება უმკაცრესი მიდგომა და არის უკვე ეს გან