„ჩემი მომავალი აქ წყდება, დაგვიბრუნე ჩვენი სკოლა“ - ამ ლოზუნგით მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა თბილისში, დადიანის ქუჩაზე აქცია გამართეს.
მშობლები სკოლის დროულად აშენებას და მათი შვილებისთვის სრულფასოვანი განათლების მიცემის შესაძლებლობას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, სკოლა რამდენიმე წლის წინ დაინგრა და ის დღემდე არ აშენებულა.
„მესამე წელია, რაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. იგივე მდგომარეობაშია ნაძალადევში არაერთი სკოლა, რაც ამ რაიონს მძიმე მდგომარეობაში აყენებს