თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს.
ამასთან, როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, მინისტრის 2012 წლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, უკვე განსაიდუმლოებუ