ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში აფხაზმა სამართალდამცველებმა დააკავეს ძებნილი პირი, რომელსაც დიდი ოდენობის თანხის გამოძალვის მიზნით, რუსეთის ორი მოქალაქის გატაცებაში ედება ბრალი.
ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული გენპროკურატურის ვებგვერდი ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2023 წლის 21 აპრილს, სოხუმის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის მოქალაქეების, ლეონიდ შოკლერისა და ისმაილ შეიხის გატაცების და მათთვის დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის ფაქტზე