კავკასიური საინვესტიციო გამოფენის ფარგლებში, რომელიც რუსეთში, სტავროპოლის მხარის ქალაქ მინვოდში პირველად ტარდება, ერთმანეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეგრეთწოდებული პრეზიდენტები, ასლან ბჟანია და ალან გაგლოევი შეხვდნენ.
ასლან ბჟანიას პრეს-სამსახურის ცნობით, აფხაზეთის წარმომადგენელმა ოს ,,კოლეგას“ სამხრეთ ოსეთში აფხაზური კულტურის დღეების გამართვისთვის მადლობა გადაუხადა.
„დიდი მადლობა თბილი დახვედრისთვის. მიმაჩნია, რომ ასეთი კონტაქტები უნდა გაგრძელდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.