მსახიობ ალეკ ბოლდუინს გადასაღებ მოედანზე 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება მოუხსნეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ნიუ-მექსიკოს სპეციალური პროკურორების, კარი მორისისა და ჯეისონ ლუისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საქმეში ახალი ფაქტები გამოვლინდა, რაც დამატებით გამოძიებას საჭიროებს.
„ეს გადაწყვეტილება არ ათავისუფლებს ბატონ ბოლდუინს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობი