2 იანვარს, გვიან ღამით უკრაინის ფრონტიდან ოკუპირებულ სოხუმში რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი აფხაზი მოხალისე, დიმიტრი წვიჟბა ჩამოასვენეს.
ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.
1991 წელს დაბადებული დიმიტრი წვიჟბა ერთ-ერთია იმ 4 მოხალისიდან, რომლებიც გასული წლის დეკემბრის ბოლოს უკრაინულ ავდეევკასთან დაიღუპნენ. მათ შორის სამი აფხაზია. დიმიტრი წვიჟბას გარდა, ცნობილია კიდევ ერთი დაღუპულის ვინაობა, ეს არის მადბეი აბიჯბა, მესამის ვინა