Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.383
  • comments
    0
  • views
    283.159

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გზების ჩამონათვალი, სადაც I ინვრიდან სავალდებულია ზამთრის საბურავები

ცნობილია იმ გზების მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სავალდებულოა ზამთრის საბურავებით ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილება. 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შედის კანონი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს. ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ გზის შემდეგ მონაკვეთებზე: ზამთრის საბურავების გარდა,

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს ხვალ წარედგინება

პარლამენტის ბიუროს, 8 აპრილის სხდომაზე, ინიცირებისათვის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტი წარედგინება. ბიურო მას განსახილველად პარლამენტის კომიტეტებს გადასცემს. კანონპროექტი ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული. ის შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად "ჩაგდებული" პროექტის ანალოგიურია. კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული

ევროპის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტი 23:00 საათზე დაიწყება

თბილისის მერია დედაქალაქის მოსახლეობას და სტუმრებს ახალი წლის ღამეს ევროპის მოედანზე გალაკონცერტზე იწვევს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. „ჟანრობრივად მრავალფეროვან საახალწლო მუსიკალურ პროგრამას 23:00 საათიდან დიჯეი ანა სიუ გახსნის. 12:00 საათიდან კი სამ სხვადასხვა სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგებიან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, ნანი ბრეგვაძე, ანსამბლი „რუსთავი“, დათო ევგენიძე, გიორგი მახარაშვილი, ეკატერინე მდივანი, გიორგი დათიაშვილი, NewOne,

პატრიარქი ბართლომე: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც პასუხისმგებელია ომისთვის

კონსტანტინოპოლის (მსოფლიო) მართლმადიდებელმა პატრიარქმა ბართლომემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობა რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად იყოფს პასუხისმგებლობას უკრაინაში შესაძლო დანაშაულებისთვის. პატრიარქის აზრით, რუსეთის ხელისუფლება „ეკლესიას იყენებს იარაღად საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“. ამასთან, ბართლომემ აღნიშნა, რომ მზად არის, მონაწილეობა მიიღოს, მისი თქმით, ომის შემდეგ რუსეთის სულიერ აღორძინებაში. პატრიარქი ლიეტუვის პარლამენტში გამართულ კონფერ

მწერლების, მთარგმნელების და გამომცემლების განცხადება “რუსული კანონის” წინააღმდეგ

საქართველოს პენ-ცენტრი განცხადებას ავრცელებს და გმობს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ხელახლა სცადოს რუსული კანონის ქართველი ხალხისთვის თავს მოხვევა. განცხადების ავტორების თქმით, საქართველოს ხელისუფლება და მმართველი პარტია აღნიშნული ქმედებით უარს ამბობს ქართველი ხალხის წინაშე აღებულ ანგარიშვალდებულებაზე და დგამს მოღალატეობრივ ნაბიჯს ქართველი ერის ევროპული მომავლის წინააღმდეგ: „ამ ნაბიჯით საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ნებით დეკლარირებულად ამბობს უარს მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთ

"გახარია საქართველოსთვის" - შეხვედრა მოქალაქეებთან, ქუთაისი (ფოტოები)

ქუთაისში გაიმართა შეხვედრა მოქალაქეებთან. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა და ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტატა ხვედელიანმა დაინტერესებულ მოქალაქეებს წარუდგინეს პარტიის პროგრამული ხედვა „სამართლიანი წესრიგი საქართველოსთვის“ და გააცნეს ქალთა ორგანიზაციის მიღწევები და სამომავლო გეგმები. მოქალაქეებს პარტიის წარმომადგენლებმა გააცნეს ხედვა კორუფციის (მათ შორის ელიტური/პოლიტიკური კორუფციის) წინააღმდეგ ბრძოლაზე. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსი

ხელოვნურმა ინტელექტმა ქვეყნები ქალებად აქცია — 15 ფოტო

თუ აქამდე უკვე გიფიქრია, როგორები იქნებოდნენ ანიმაციური ფილმების ან წიგნების პერსონაჟები ჩვენ გვერდით რომ ეცხოვრათ, ამაზე ხელოვნურ ინტელექტს ზუსტი პასუხები აქვს. თუმცა ზოგის ფანტაზია კიდევ უფრო შორს მიდის და 20 წლის ანიმატორი იმითაც დაინტერესდა, რა შედეგს მივიღებდით, თუ ხელოვნურ ინტელექტს ვთხოვდით, ქვეყნები ადამიანის სახით წარმოედგინა. სტატიაში 15 ქვეყანას გთავაზობთ, რომლებიც ანიმატორმა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით "გააცოცხლა". ფოტოები დაგარწმუნებს, რომ წარმოდგენის დონეზე დღეს შეუძლებ

მილერი რუსულ კანონზე: ჯერ არ მინდა საუბარი ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება, გადავდგათ

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი ამბობს, რომ ჯერჯერობით არაფერს იტყვის იმ პოტენციურ ნაბიჯებზე, რომელსაც აშშ გადადგამს, თუ რუსული კანონპროექტი კანონად იქცევა. თუმცა, გამოხატა შეშფოთება და აღნიშნა, რომ ის საქართველოს გადაიყვანს ევროპული გზიდან. დღევანდელ ბრიფინგზე, რუსული კანონის შესახებ დასმული კითხვის პასუხად მეთიუ მილერმა თქვა: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება რუსული კანონის შესახებ ადრეც გააკეთა. მეთიუ მილერმა თქვა, რომ აშშ-ის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლე

ურსულა ფონ დერ ლაიენი - მოვუწოდებ ირანს და მის მარიონეტებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ისრაელის წინააღმდეგ ირანის უპრეცედენტო თავდასხმას გობს და მხარეებს წინდახედულობის გამოჩენისკენ მოუწოდებს. ”მკაცრად ვგმობ ირანის აშკარა და გაუმართლებელ თავდასხმას ისრაელზე. მოვუწოდებ ირანს და მის მარიონეტებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს თავდასხმები”, - წერს ფონ დერ ლაიენი X-ზე. მისი თქმით, ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს შემდგომი ესკალაციისგან და უნდა იმოქმედოს რეგიონში სტაბილურობის აღსადგენად. შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა

გია ფერაძის ქალიშვილი, მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა

ამ წუთებში, ძალზე სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. 39 წლის ასაკში, საბერძნეთში, გარდაიცვალა მარიკუნა მიქატაძე, მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი. ჩვენი ინფორმაციით, მარიკუნა მეგობართან იმყოფებოდა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  მარიკუნას ჰყავს ერთი ქალიშვილი, ირინა.  ttimes.ge

ქედის ავტოტრანსპორტის დირექტორი ხელფასს თვეში 2-3 ჯერ ირიცხავდა - “ხომ შეიძლებოდა ამეყვანა 3 თანამშრომელი, მათზე გადამენაწილებინა ხელფასი და მე ამეღო ის ფული, ეს არ გავაკეთე“

“ხომ შეიძლებოდა ამეყვანა 3 თანამშრომელი, მათზე გადამენაწილებინა ხელფასი და მე ამეღო ის ფული. ეს არ გავაკეთე, სახელმწიფოს არ დავუმალე გადასახადი და ვირიცხავდი მე“ - გიორგი ბარამიძე ქედის ავტოტრანსპორტის დირექტორი ხელფასს თვეში 2-3 ჯერ ირიცხავდა 315172651_613495227179104_8136704947931774885_n.mp4

კახა ქემოკლიძე - უნდა უფრთხილდნენ მდუმარე ადამიანს, გახარია აანონსებს პოლიტიკურ ბრძოლას

მარნეულიდან და სხვა რეგიონებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები პოლიტიკურად ლურჯ ფერში გამოწყობილები, ზურაბიშვილს მიუგზავნეს და აძახებინეს: „მიშა არ შეიწყალო“, ადამიანები, რომლებიც პირჯვარს იწერდნენ კაბინეტში გამოკრული სააკაშვილის ფოტოს წინ, ამის მომსწრე მე თვითონ ვიყავი , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა კახა ქემოკლიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლის წინ გამართულ აქციას გამოეხმაურა, სადაც აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებდნენ,

სალომე ზურაბიშვილმა მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა. „მარიტა მეფარიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მეგობრების გადასარჩენად თავგანწირვისათვის, უდიდესი ჰუმანურობისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა და სახელმწიფო ჯილდო მის ოჯახს გადაეცა. „ეკოსერვის ჯგუფის“ უფროსი მებაღე დევი მეზურნიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკ

გარდაიცვალა ნანა ჯანაშია, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი

17 აგვისტოს, 51 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია. ნანა ჯანაშია დომინიკელთა რესპუბლიკაში, ლას გალერასში გარდაიცვალა: „ნანა და მისი ოჯახი შვებულებას ლას გალერასში, მეგობრის ოჯახთან ერთად ატარებდა. 17 აგვისტოს საღამოს ის მეხის ჩამოვარდნის გამო ადგილზე გარდაიცვალა, როცა მისი ქმარ-შვილისგან მოშორებით, სულ რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა. ჩვენ დავკარგეთ დედა, ცოლი და ქალი, რომელიც უკეთეს მსოფლიოზე ოცნებობდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნანას ოჯახის ა

რეჟიმის კრიტიკის გამო, ირანში დააპატიმრეს ხამენეის დისშვილი

ირანში დააპატიმრეს უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დისშვილი, მას შემდეგ, რაც მან გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ბიძამისის ხელმძღვანელობით მოქმედ ხელისუფლებას უწოდებს "მკვლელ და ბავშვების მხოცავ რეჟიმს". ფერიდე მორადხანი არის წარმომადგენელი ოჯახის განშტოებისა, რომელიც უკვე დიდი ხანია უპირისპირდება ირანის კლერიკალ მმართველებს, თავად მორადხანი აქამდეც ყოფილა დაპატიმრებული ირანში. მისმა ძმამ, მაჰმუდ მორადხანიმ ტვიტერით დაწერა, რომ ფერიდე მორადხანი დააპატიმრეს 23 ნოემბერს, მას შემ

თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტოფარეხის სახურავიდან მშენებლობისას კაცი გადმოვარდა

თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტოფარეხის სახურავიდან მშენებლობისას კაცი გადმოვარდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. იპნ

პრეზიდენტი ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველთან" ინტერვიუში განაცხადა. მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გა

ბერდია სიჭინავა - რა ჩაიდინა „ოცნებამ'' ზუგდიდში? გამოუძიებელი კრიმინალური ქრონიკა (ვიდეო)

რა ჩაიდინა „ოცნებამ'' ზუგდიდში? გამოუძიებელი კრიმინალური ქრონიკა ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.  385895903_690796269268688_4162091657305894741_n.mp4

ოლექსანდრ ტარნავსკი - უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქში რუსული არმიის თავდაცვა გაარღვიეს

უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქში რუსული არმიის თავდაცვა გაარღვიეს, - აღნიშნულია განცხადება CNN-თან ინტერვიუში უკრაინის ჯარების ოპერატიული-სტრატეგიული დაჯგუფების „ტავრიის“ მეთაურმა, ოლექსანდრ ტარნავსკიმ გააკეთა. სამხრეთის ფრონტზე უკრაინული ჯარის კონტრშეტევის მეთაურმა, უახლოეს მომავალში უფრო დიდი გარღვევაც დააანონსა. „ვერბოვოესთან, მარცხენა ფლანგზე გარღვევა გვაქვს და ვაგრძელებთ წინ სვლას. იმდენად სწრაფად არა, როგორც მოსალოდნელი იყო და რასაც ომზე ფილმებზე აჩვენებენ ხოლმე... მთავარ

ჭადრაკის ფედერაცია - სამიდან სამი გამარჯვებით ლიდერობენ სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატს, ნონა გაფრინდაშვილი და ზურაბ სტურუა

სამიდან სამი გამარჯვებით ლიდერობენ სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატს, ნონა გაფრინდაშვილი და ზურაბ სტურუა! წყარო: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია 

შეწყდეს შეტევა უნივერსიტეტებზე- გია დვალი

ავტორი: გია დვალი მთავრობის მიერ დამოუკიდებელ უნივერსიტეტებზე თავდასხმა (თავისუფალი და საქართველოს უნივერსიტეტები), ამ უნივერსიტეტებში წარმოებული და გადაცემული ცოდნის იდეოლოგიის მიუღებლობის საბაბით, წარმოადგენს აკადემიური თავისუფლების უხეშ დარღვევას, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. აკადემიური თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების დასაყრდენს, და აუცილებელია ის დაცული იქნეს ფუნდამენტურ საკანონმდებლო დონეზე, მათ შორის კონსტიტუციით. ეს დაცვა განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე

Gen Z-ის თაობას პატივისცემას ვუდასტურებ - ხუნდაძე

ამბობს "ხალხის ძალისა" და გაუქმებული რუსული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, დიმიტრი ხინდაძე "იმედის" ეთერში.

გრეგოროვა: მთავრობამ უარი თქვას ამ კანონზე, თუ არ სურს სტატუსზე ჩატარებული სამუშაოების საბოტაჟი

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ მიიღებს რუსულ კანონს, თუმცა ის დებატების გამართვასაც უცნაურს უწოდებს და პირველად ინიციირების დროს მასშტაბურ პროტესტებზე მიუთითებს. მისი თქმით, მთავრობამ უარი უნდა თქვას ამ კანონზე, თუ სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოების საბოტაჟი არ სურს. „ქართული ოცნება“ პარლამენტში რუსულ კანონს აბრუნებს. ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დაინიციირა, თუმცა მარტში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებ

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც მამა მოკლა და ცხედარი აგარაკზე გადაიტანა

შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს 1995 წელს დაბადებული კაცი, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, მამა მოკლა და ცხედარი კვალის დაფარვის მიზნით მათსავე აგარაკზე გადამალა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ბოლნისში კაცის ცხედარი იპოვეს, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

ბოლნისში, 33 წლის კაცის ცხედარი პოვეს. როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაღუპულის ოჯახის წევრები „ტელეკომპანია“ პირველთან მიცემულ ინტერვიუში ამბობენ, რომ ცხედარი თანასოფლელებმა რამდენიმე დღის წინ იპოვეს. მათი თქმით, კაცი შეზღდუგული შესაძლებლობების მქონე პირი იყო. ოჯახის წევრები ასევე საუბრობენ დაზიანებებზე, რომელიც ცხედარს აღენიშნებოდა. მათი
×
×
  • შექმენი...