შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში საუბრისას, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოში ფინანსური დაწესებულებები სათანადო დაცვით უზრუნველყოფილები არ არიან, რაც შემდეგ შსს-ს პრობლემა ხდება.
მინისტრმა უპასუხა დეპუტატ კახა კახიშვილის შეკითხვას, რომლის თანახმად, ბანკებს დაცვა არ ჰყავთ და ამ მხრივ, დაცვის სავალდებულოდ აყვანაზე ხომ არ იფიქრებდნენ.
„გეთანხმებით, ეს სერიოზული პრობლემაა. არაერთხელ გაჟღერდა ტელევიზიითაც, თუნდაც ოპოზიციური არხ