თურქეთის ქალაქ ჰატაის საფეხბურთო კლუბ ,,ჰატაისპორში“ მოთამაშე ქართველმა ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ, სამშობლოში გამომგზავრებამდე, ,,ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე სტატუსი დაწერა, რითაც ქვეყანაში მომხდარ სტიქიურ უბედურებას გამოეხმაურა.
,,რა ტრაგედიაც მოხდა, ღმერთმა არავის გამოგაცდევინოთ. ეს არ იყო უბრალოდ მიწისძვრა, ეს იყო უფრო ღრმა და შემზარავი. მე მშვიდობით ვარ, მაგრამ ეს არ არაა მთავარი ამ წამს. ადამიანები დანგრეულ შენობებშო ბავშვებს ოჯახის წევრებს ეძებენ. ამაზე საშინელი არაფერია. მშვიდობა