მიმდინარე წლიდან აფხაზ აბიტურიენტებს მისაღები გამოცდების ჩაბარება ბელორუსის წამყვან უნივერსიტეტებშიც შეეძლებათ.
ამის შესახებ აფხაზ ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ აუწყა.
მისი თქმით, ბელორუსულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და იქაურ უმაღლეს სასწავლებლებთან კონტაქტებიც მყარდება.
არძინბამ ისიც აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ადგილებზე აბიტურიენტებისთვის უფრო მაღალი კრიტერიუმები იქნება