თურქეთში მომხდარ მიწისძვრას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. მიწისძვრის სიმძლავრემ, აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, 7.8 მაგნიტუდა შეადგინა, ეპიცენტრი კი ქალაქ გაზიანთეფთან, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იყო. დანგრეულია ბევრი შენობა, ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს თქმით, უმეტესად, 10 ქალაქი დაზიანდა - გაზიანთეფი, კარამანმარასი, ჰატაი, ისმანიე, ადიამანი, მალატაია, სანლიურფა, ადანა, დიარბაქირი და კილისი. გაზიანთეფში დაინგრა სავაჭრო ცენტრი