7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დღეს, 20 სექტემბერს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული.
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს სავარაუდოდ, დისტანციურად ჩაერთვება. გასული სხდომა რომელიც აღნიშნული ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს შეეხებოდა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო, ვინაიდან მან პროცესზე დასწრება დისტანციურადაც ვერ შეძლო.