პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი დღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს და, შეთანხმების შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრაზე მას მხარს არ დაუჭერს. ასევე, მისი თქმით, ყველა პუნქტთან დაკავშირებით შესრულდება ევროკომისიის რჩევა.
„მესამე მოსმენაა და მარტივია მისი განხილვა, წესით, გავა და დღესვე დადგება კენჭისყრაზე, შესაბამისად, უმრავლესობა მას მხარს არ დაუჭერს ამ შეთანხმების შესაბამისად. რაც შეეხება დანარჩ