ცხადია, ოპოზიციას დამოუკიდებლად არავითარი არეულობის მოწყობის რესურსი არ აქვს. თუმცა საქმეში ჩახედული კაცისთვის ისიც ცხადია, რომ ქვეყნისა და ხელისუფლების მთავარი მტრები არა კეზერაშვილი, ხაბეიშვილი, ვაშაძე ან ლომჯარია, არამედ მათი უცხოელი პატრონები არიან, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომლითაც ისინი სუს-ის განცხადებას გამოეხმაურნენ.
როგორც „ხალხის ძალა“ აღნიშნავს, საქართველოშიც ქვეყნის არევის სცენარი ამერიკაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამოქმედდა.