სახუმარო ამბავი ნამდვილად არ არის, რაც სუს-ისგან შევიტყვეთ - როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიცია და მათი მეგობრები და საქართველოს მტრები საზღვარგარეთ არ წყვეტენ საქართველოში დესტაბილიზაციის მცდელობებს, ლეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობაში და ქვეყნის ინტერესების განხორციელებაში არასასურველ ჩარევას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიების ვარაუდებს ირიბად ადასტურებს ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ წინა თვეებში გაკეთებული განცხადებები.