გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ურუშაძის განცხადებით, სტიქიით დაზარალებულ რეგიონში აქტიურად მუშაობენგეოლოგები. დღეის მდგომარეობით, მათ მიერ შემოწმებულია 800-მდე სახლი და 300-ზე მეტ სახლზე არის გაცემული რეკომენდაცია, რომ იქ ცხოვრება არ შეიძლება.
,,8 სექტემბრის სტიქიურმა უბედურებამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა გურიის რეგიონს, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში დაზიანდა როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე საცხოვრებელი სახლები. სამწუხაროდ, სტიქიას არ ჩაუვლია მსხვერპლის გარეშე